ზურგის  ტკივილები ხერხემლის ფუნქციონალური ბლოკებს დროს

დაიღალეთ შიშით მოძრაობისგან,იმიტომ რომ ხირად გრძნობთ ზურგში ტკივილს? მობრძანდით ცენტრ „სიმეტრიაში“ და დაივიწყეთ ტკივილი სამუდამოდ.

ხერხემლის ფუნქციონალური ბლოკი – ეს არის მოძრაობის დარღვევა მალებს შორის და სახსრებში მინიმალური მოძრაობების უქონლობა, რომლებიც ამსუბუქებენ სახსრების ზედაპირის მოცურებას. ასეთი ბლოკების შედეგად  ხდება მოძრაობის შეზღუდვა  და ჩნდება ტკივილის შეგრძნებები და თუ არ იქნება ჩატარებული დროული მკურნალობა,მოსალოდნელია გართულებები.

არსებობს ხერხემლის ფუნქციონალური ბლოკების რამდენიმე ძირითადი სახეობა:

1.ფუნქციონალური ბლოკები, რომლებიც ყალიბდება კუნთების არასწორი მუშაობის შედეგად. ზურგის ღრმა კუნთების არაადექვატურ დატვირთვას,რომლებიც აკავშირებენ ერთმანეთთან გვერდიგვერდ მოთავსებულ მალებს,მივყავართ იმ შედეგამდე, რომ ისინი ვერ უმკლავდებიან შესასრულებელ სამუშაოს.

2.ფუნქციონალური ბლოკები, რომლებიც ჩნდება საკვანძო აპარატის დარღვევის გამო.მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმები ან კუნთების პათოლოგიური მუშაობა. ამ დროს ირთვება დამცავი მექანიზმი– კვანძები ბლოკავენ კუნთის მუშაობას, რომ არ მოხდეს მისი გახლეჩვა.

3.ფუნქციონალური ბლოკები, სახსრების დარღვევების დროს. ჩნდება საქმის სახსრებში,რომლებიც უზრუნველყოფენ სხეულის  მოქნილობას,სახსრების არასწორი მუშაობის გამო მოძრაობის დროს.

4.ფუნქციონალური ბლოკები,რომლებიც ვითარდება ხერხემლის ტვინის მყარი გარსის დარღვევის გამო . გარსის მთავარი ამოცანა არის ზურგის ტვინის დაცვა,ამიტომ ტრავმებისა და ზედმეტი დატვირთვის დროს სახსრებში ხდება მოძრაობის რეფლექტორული ბლოკირება.

ხერხემლის ფუნქციონალური ბლოკის სიმპტომები

ფუნქციონალური ბლოკადის მთავარი სიმპტომი არის– ზურგის ტკივილი. ტკივილი შეიძლება იყოს კუნთოვანი,კვანძოვანი,სახსროვანი ან შერეული ხასიათის.პაციენტები უჩივიან სხვადასხვა ინტენსიურობის ტკივილებს,რომლებიც მატულობს დატვირთვის დროს.ტკივილის გარდა შეიძლება ადგილი ქონდეს შემდეგი ხასიათის ჩივილებს:

  • დაშორებული ტკივილები (კიდურებში,მხრებში,მენჯის მიდამოებში,გულის,გულმკერდის არეში და სხვა;)
  • დაბუჟება
  • კუნთების ტონუსის დაქვეითება
  • მოძრაობის შეზღუდვა
  • რბილი ქსოვილების შეშუპება

 

რა მოხდება რომ არ ვუმკურნალოთ ხერხემლის ფუნქციონალურ ბლოკებს

თუ არ მოხდება ფუნქციონალური ბლოკების მოხსნა, დროთა განმავლობაში პრობლემა უფრო გართულდება,დაიწყება რთულად აღსადგენი დისტროფიული დარღვევები ხერხემლის ქსოვილებში. ამ დროს ზარალდება სისხლძარღვები და ნერვები გამიზეზებულ მონაკვეთებზე,რაც დროთა განმავლობაში იწვევს მალთაშუა დისკების პროტრუზიებს, თიაქარს და ოსტეოქონდროზს. შემდგომში დისტროფიული ცვლილებები იწვევენ შინაგანი ორგანოების მუშაობისა  და ორგანიზმის სისტემების ფუნქციების დაქვეითებას.

ჩვენ შეგვიძლია სწრაფად შევწყვიტოთ პათოლოგიური პროცესი, ხერხემლის ფუნქციონალური ბლოკის მოხსნით და კუნთების ნორმალური მუშაობის აღდგენის გზით.ამისათვის ცენტრ „სიმეტრიაში“ მუშაობს სპეციალისტების ჯგუფი– ექიმების–ფიზიოთერაპევტების და რეაბილიტოლოგების.ზედმიწევნით ზუსტი დიაგნოსტიკა,მკურნალობის ინდივიდუალური კურსი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ– და ზურგის ტკივილი შეგიძლიათ დაივიწყოთ!

ხერხემლის ფუნქციონალური ბლოკების დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“

ჩვენს ცენტრში დიაგნოსტიკის პროცედურა შედგება რამოდენიმე ეტაპისგან.კონსულტაციის დასაწყისში ექიმი დაწვრილებით გამოკითხავს პაციენტს, არკვევს დეტალურად ჩივილებსა და სიმპტომებს.ამის შემდეგ ხდება  დაზიანებული ზონების გასინჯვა და პალპაცია (შეხება).განსაკუთრებული ადგილი დიაგნოსტიკაში უჭირავს შემდეგ ეტაპს– სპეციალური ფუნქციონალური ტესტების ჩატარება.ექიმი სთხოვს პაციენტს შეასრულოს გარკვეული მოძრაობები და ამ დროს მოახდენს სავარაუდო ფუნქციონალური ბლოკის პალპაციას.

ტესტების შემდეგ პაციენტი ჩაიტერებს ხერხემლის ოპტიკურ ტოპოგრაფიას. ჩვენ ვასრულებთ მას თანამედროვე აპარატურის DIERS 4Dmotion® დახმარებით. ეს არის აპარატი,რომელც მუშაობს ვიდეოანალიზის საფუძველზე და იძლევა საშუალებას ზუსტად იქნას გამოკვლეული დარღვევები ხერხემლის ყოველ სეგმენტზე.ამასთან, კვლევა სრულიად უსაფრთხოა, ჩვენ უტარებთ მას ბავშვებსაც კი! ბოლოს ექიმი დანიშნავს დამატებით გამოკვლევებს  (მპტ) თუ იქნება ამის აუცილებლობა.

ხერხემლის ფუნქციონალური ბლოკების მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“

ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ, ცენტრის ფიზიოთერაპევტი შეადგენს პაციენტის სამკურნალოდ ვარჯიშების ინდივიდუალურ სქემას.ამ ვარჯიშებს ყოველ ჯერზე გააკონტროლებს რეაბილიტოლოგი.ვარჯიშები სრულდება ტრენაჟორზე „სიმეტრია“– სპეციალურად შექმნილი დაავადებების სამკურნალო ცენტრის  სპეციალისტების მიერ,რომლებიც პროვოცირებულია სხეულის არასწორი მოძრაობებით.

ვარჯიშები მთლიანად არის ფიზიოლოგიური,სრულდება ზედმეტი დატვირთვისა და სახსრებზე ზეწოლის  გარეშე.ჩვენი მეთოდის დადებით მხარეს წარმოადგენს,მანუალურ თერაპიასთან შედარებით,ზემოქმედება არა ტკივილის წერტილზე,არამედ კუნთებზე,რომელთა მეშვეობით ხერხემალი უერთდება კიდურებს.ჩვენ ვადუნებთ შეკუმშულ კუნთებს, ვასწავლით მათ სწორ მოძრაობას ნულიდან,სხეულის ნორმალური ტორსის შენარჩუნებას და სრული მოცულობის მოძრაობების გაკეთებას.

ასეთ  მკურნალობას  ტრავმის რისკი დაყავს მინიმუმამდე,რაც ხშირად ხდება მანუალური ტერაპიის ჩატარების დროს.ზურგის ტკივილის მიზეზის აღმოფხვრის გარდა,ვარჯიშები აძლიერებენ კუნთებსა და კვანძებს,  ახდენენ სისხლის  ნორმალური მიმოქცევის აღდგენის სტიმულირებას და ინერვაციას დაზიანებულ სეგმენტში.უკვე პირველივე ვარჯიშების შემდეგ პაციენტები გრძნობენ შველას, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ ისინი ხდებიან  ჯანმრთელები და ენერგიულები, როგორც არასდროს!

ჩვენი კურსები

კურსი სიმეტრია

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
მასაჟის გარეშე

კურსი სიმეტრია +

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
+მასაჟი

მთავარი ექიმის კონსულტაცია

ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა
სატესტო ვარჯიში
სამკურნალო პროგრამა

ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე


თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით რომ ერთად შევარჩიოთ თქვენთვის მისაღები დრო.