ვმკურნალობთ ოსტეოქონდროზს ოპერაციებისა და წამლების გარეშე,ვანთავისუფლებთ ტკივილისგან შედეგის გარანტიით!
ოსტეოქონდროზი არის ხერხემლის დისტროფიული დაავადება. დაავადება ვითარდება ხერხემლის სტრუქტურების კვების დარღვევის გამო. მკურნალობა უნდა იყოს მიმართული მიზეზის აღმოფხვრისკენ.
ოსტეოქონდროზის განვითარების მთავარი მიზეზი არის – ხერხემლის სწორი მოძრაობის დარღვევა. ადამიანების უმრავლესობა ნაკლებად მოძრავი წესით ცხოვრობს,რაც არ არის სწორი. ეს ფაქტორი ხელს უწყობს დაავადების განვითარებას.
ნაწილი კუნთებისა მეტად იტვირთება,ხოლო მეორენი მეორე ნაწილი საერთოდ არ მონაწილეობს სხეულის მოძრაობაში. კუნთებში ზედმეტი დატვირთვა იწვევს სახსრების გადატვირთვასაც, რის გამოც ჩნდება ხერხემლის ფუნქციონალური ბლოკები,ირღვევა კვება და ინერვაცია,ჩნდება ტკივილი.
დაავადების სიმპტომები
ყველაზე ხშირად გვხვდება ოსტეოქონდროზის შემდეგი სიმპტომები:
- <liზურგის და კუნთების მუდმივი ყრუ ტკივილები, რომლებიც იმატებს დატვირთვის დროს,/li> <liსახსრების მოძრაობის დაქვეითება,/li> <liკიდურებისა და ზურგის კუნთების დაბუჟება,/li> <liთავის ტკივილები,/li> <liტკივილი კიდურებში, მხრებში, მენჯის მიდამოებში, გულის, გულმკერდის არეში,/li> <liრეფლექსების დარღვევა,/li> <liრბილი ქსოვილების შეშუპება./li>
რა შეიძლება მოხდეს, თუ არ ვუმკურნალებთ ოსტეოქონდროზს
დაავადების სიმპტომებმა შეიძლება იჩინოს თავი მოზრდილ ასაკში. თუ დაავადების მკურნალობა არ ხორციელდება, ოსტეოქონდროზი იწყებს პროგრესირებას, ადამიანი კარგავს ხერხემლის მოძრაობის შესაძლებლობას. ტკივილები ხდება უფრო ინტენსიური, ღებულობენ ქრონიკულ ხასიათს და იჩენენ თავს მცირე დატვირთვისთანავე (დაცემინებისას ან დახველების დროს, ან მკვეთრი მოძრაობისას).
კვების დარღვევის შედეგად შეიძლება მოხდეს ხერხემლის სახსრების შეზრდა (ანკილოზი). დაავადების პროგრესირებასთან ერთად უარესდება ინერვაცია და კუნთების სისხლით მომარაგების პროცესი, ირღვევა შინაგანი ორგანოენის მუშაობის პროცესი, ხდება სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება.
რაც უფრო მეტ ხანს პროგრესირებს ოსტეოქონდროზი, შესაბამისად მით უფრო გრძელდება მკურნალობის პერიოდი. ამიტომ დროული დიაგნოსტიკა დაგვეხმარება სწრაფად განვსაზღვროთ პათოლოგიური პროცესი და აღმოვფხვრათ მისი გამომწვევი მიზეზი.
ოსტეოქონდროზის დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“
ჩვენს ცენტრში დიაგნოსტიკას ატარებენ კვალიფიციური ექიმები. პირველ კონსულტაციაზე ექიმი კითხულობს ჩივილებს, არკვევს დაავადების ისტორიას, მოახდენს გასინჯვას. გასინჯვისას სპეციალისტი ამოწმებს ხერხემლისა და სახსრების მოძრაობას, გასინჯავს რბილ ქსოვილებს არსებული ტკივილის ზონებში.
დიაგნოსტიკის ბოლო ეტაპზე, ზოგიერთ პაციენტებს შეიძლება დაენიშნოს დამატებითი კვლევები. ამის შემდეგ ექიმი სვამს ზუსტ დიაგნოზს და შეიმუშავებს მკურნალობის გეგმას ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის.
ოსტეოქონდროზის მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“
დაავადების მკურნალობის მთავარ ამოცანად ცენტრ „სიმეტრიას“ ექიმები ხედავენ არამარტო ტკივილის სიმპტომების მოხსნას, არამედ დაავადების გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრას,ხერხემლის და ტორსის მოძრაობის სრული აღდგენის კუთხით.ამისთვის შედგება ინდივიდუალური ვარჯიშების გეგმა სპეციალურ დანადგარზე „სიმეტია“.
დანადგარი „სიმეტია“ შექმნილია ადამიანის ფიზიოლოგიის გათვალისწინებით.მისი ერგონომიულობის წყალობით ყველა ვარჯიში ტარდება გამიზნულად და დოზირებულად.მოძრაობები დანადგარის დახმარებით ხორციელდება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.მკურნალობის დროს ჩართულია მხოლოდ საჭირო კუნთები, ამასთან სახსრებზე ზედმეტი დატვირთვას ადგილი არ აქვს.
მთელი სამუშაო ხორციელდება ინდივიდუალურად, გამოცდილი რეაბილიტოლოგის დახმარებით,რომელიც,აკონტროლებს დატვირთვასა და მოძრაობებს,უწევს პაციენტს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. სწორ ფიზიოლოგიურ მოძრაობებს მივყავართ გაუმჯობესებისკენ უკვე პირველივე ვარჯიშის ჩატარების შემდეგ! ჩვენი პაციენტები აღნიშნავენ ტკივილის შეგრძნების დაქვეითებას პირველი ვარჯიშის შემდეგ.და ყოველი მომდევნო სეანსის ჩატარებასთან ერთად ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება.
ყოველი სამი ვარჯიშის შემდეგ მკურნალი ექიმი ატარებს საკონტროლო გასინჯვას. ასეთი ხშირი კონტროლი იძლევა საჭიროების შემთხვევაში ,მკურნალობის გეგმაში კორექციის შეტანის საშუალებას,რათა მიღწეულ იქნას პაციენტისთვის მაქსიმალურად დადებითი ეფექტი. ოსტეოქონდროზის მკურნალობის შედეგად ცენტრ „სიმეტრიაში“თქვენ დაივიწყებთ ზურგის ტკივილს.
ჩვენი კურსები
ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე
თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით რომ ერთად შევარჩიოთ თქვენთვის მისაღები დრო.