ტკივილები მხარში მხარბეჭის პერიართროზის დროს/h1>

ძლიერი ტკივილი, შეუძლებელია ხელის აწევა? აბები ადრე გშველოდათ და უკვე აღარ? მობრძანდით ცენტრ „სიმეტრიაში“! ჩვენ ვიცით როგორ ავლაგმოთ ტკივილი, თან მისი გამომწვევი მიზეზიც, წამლების გარეშე.მხარი გახდება როგორც სულ ახალი!

მხარბეჭის პერიართროზი – ეს არის მხრის სახსრის  დისტროფიული დაავადება.დაავადების განვითარებას იწვევს მხრის სახსრის ქსოვილების კვების დარღვევა. და დაავადების მკურნალობა უნდა იყოს მიმართული სწორედ ნორმალური ტროფიკის აღდგენისკენ.

მარის მოძრაობაში მონაწილეობს არამარტო თვით მხრის სახსარი, არამედ სახსრები, რომლებიც აკავშირებენ ერთმანეთთან მხარსა და ბეჭს,ლავიწს  ბეჭთან და მკერდის ძვალთან , ასევე შენაერთი  ბეჭსა და გულმკერდს შორის,რომელიც უზრუნველყოფს ბეჭის მოძრაობას გულმკერდის ზედაპირზე.იმისთვის რომ მხარი ნორმალურად მოძრაობდეს, საჭიროა კუნთების ხუთივე შენაერთის  შეწყობილი მუშაობა.კუნთების მუშაობის დისბალანსის დროს ირღვევა მათი კვება და ინერვაცია, და ჩნდება ტკივილის სინდრომი.

ასევე მიზეზებს შორის, რომლებიც იწვევენ მხარბეჭის პერიართროზის განვითარებას შეიძლება გამოვყოთ ტრავმები(ძველებიც კი), ინფექციური პროცესები და იშვიათად ტოქსიკური ზემოქმედებები.

დაავადების სიმპტომები

დაავადების მთავარი სიმპტომი არის – ტკივილი მხარში. ტკივილები მხარბეჭის პერიართროზის  დროს შეიძლება იყოს გამოწვეული სახსრის ერთერთი სტრუქტურით:

  • დაზიანებული კუნთები;
  • ერთერთი სახსარის კაფსულა, რომელიც მონაწილეობას ღებულობს მხრის მოძრაობაში;
  • კუნთების დაზიანებული მყესები;
  • სახსრის ტუჩი (ხრტილი, რომელიც ამსუბუქებს ძვლის თავის მოძრაობას).

ტკივილის გარდა ადამიანს არ შეუძლია აწიოს ხელი და გადაიტანოს ზურგს უკან, ასევე გამოყოფს შებოჭილობას ზურგის კუნთებში,შეშუპებას,სისუსტეს ხელში, დაბუჟებას,დაშორებულ ტკივილებს (კისრის,ზურგის,კეფის, ხელის).

 

რა მოხდება თუ არ ვუმკურნალებთ მხარბეჭის პერიართროზს

იშვიათმა ადამიანმა არ გამოთქვას სურვილი იმკურნალოს მხარბეჭის პერიართროზი,რადგან ჩვეულებრივ ტკივილი ხელში იმდენად ინტენსიურია,რომ ჩვეული საქმეების კეთება შეუძლებელი ხდება.ხშირად ამ შემთხვევაში ადამიანი ღებულობს ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მაგრამ ისინი მხოლოდ დროებით ეფექტს იძევიან.დისტროფიული პროცესები მხრის ქსოვილებში ხომ არ წყდება.

თუკი მკურნალობა არ მიმდინარეობს პრობლემა მწვავდება,სახსრის  კაფსულაში იწყება შეწებების პროცესი, ტკივილი ღებულობს ინტენსიურ ხასიათს, მნიშვნელოვნად იზღუდება მოძრაობა. დროთაგანმავლობაში კუნთები იწყებენ ატროფირებას და მხარი წყვეტს მუშაობას. ასევე ასეთი ცვლილებების დროს მნიშვნელოვნად მატულობს ტრავმის რისკი.

მხარბეჭის პერიართროზის დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“

სამედიცინო ცენტრ „სიმეტრიაში“ დიაგნოსტიკა ტარდება საგულდაგულოდ, ფიზიოთერაპევტისთვის ხომ მნიშვნელოვანია არამარტო დიაგნოზის დასმა, არამედ დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა. მხოლოდ მაშინ ექიმი შეადგენს მკურნალობის გეგმას პაციენტისთვის ისე, რომ მოახდიოს ზეგავლენა სწორედ საჭირო კუნთებზე. სრული დიაგნოსტიკა ტარდება პირველივე კონსულტაციის დროს ცენტრში და შედგება ასეთი ეტაპებისგან:

  • გამოკითხვა (გარკვევა სიმპტომების,მათი ხანგრძლივობის, ადრე გადატანილი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების შესახებ);
  • გასინჯვა (ვიზუალური შეფასება და ქსოვილების პალპაცია);
  • სპეციალური ფუნქციონალური ტესტები კუნთების,კვანძების,სახსრების,და მხარის სხვა სტრუქტურების პროვოცირებისთვის;
  • ოპტიკური ტოპოგრაფია DIERS 4Dmotion®;
  • დამატებითი მეთოდები (ექოსკოპია, რენტგენი,მრტ)

მხარბეჭის პერიართროზის მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“

მას შემდეგ, რაც ექიმი დაადგენს მხრის რომელ სტრუქტურაში არის დარღვევები, ის დაგეგმავს დაავადების მკურნალობას.ცენტრში გამოიყენება მკურნალობა მოძრაობით მრავალფუნქციურ ტრენაჟორზე „სიმეტრია“. ტრენაჟორის დახმარებით ჩვენ შევძლებთ ზემოქმედებას  ადამიანის სხეულის ნებისმიერ კუნთებზე და სახსრებზე, ვასწავლით მათ სწორ მოძრაობას.

დოზირებული და მიზნობრივი მოძრაობების წყალობით კუნთები აღადგენენ თავიანთ მუშაობას.ფაქტობრივად ჩვენ ხელახლა ვასწავლით ადამიანის  მხარს  სწორად მოძრაობას ისე, რომ აღდგეს კვება და ქსოვილების ინერვაცია, გაქრეს შეშუპება, ტკივილი და სხვა დანარჩენი სიმპტომები.მხრის ყველა სტრუქტურა (კუნთები, მყესები,კვანძები,სახსრები) იწყებს აწყობილ მუშაობას და ასრულებს მოძრაობებს სრული მოცულობით.

ტკივილის შემსუბუქება იგრძნობა რეაბილიტოლოგთან მეცადინეობის უკვე პირველი კვირის თავზე. სპეციალისტის სრული კონტროლი პაციენტის მოძრაობებზე საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას შედეგი უკვე 12-24 მეცადინეობაში  იმ შემთხვევაში, თუ  დაავადება არ არის „მიშვებული“. მკურნალი ექიმი ატარებს საკონტროლო გასინჯვას ყოველი სამი მეცადინეობის  შემდეგ და ახდენს ვარჯიშების კორექტირებას ისე, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიღწეულ იქნას დადებითი ეფექტი.

ჩვენი კურსები

კურსი სიმეტრია

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
მასაჟის გარეშე

კურსი სიმეტრია +

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
+მასაჟი

მთავარი ექიმის კონსულტაცია

ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა
სატესტო ვარჯიში
სამკურნალო პროგრამა

ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე


თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით თქვენთის მისაღები დროს შესარჩევად.