გსმენიათ, რომ მენჯ-ბარძაყის სახსრის პრობლემებს ყოველთვის მივყავართ პროთეზირებისკენ? მაგრამ არა ჩვენს ცენტრში! ჩვენ ვიცით როგორ დაგეხმაროთ ოპერაციისა და წამლების გარეშეც კი!
მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი ან კოკსართროზი – არის დისტროფიული დაავადება, რომლის დროსაც რღვევას განიცდის ხრტილისა და ძვლის ქსოვილი.დაავადებას საფუძვლად უდევს ხრტილოვანი ქსოვილის კვების დარღვევა, რაც დროთა განმავლობაში იწვევს ხრტილის სტრუქტურის დაზიანებას. ცენტრ „სიმეტრიაში’ დაავადების მკურნალობა მიმართულია ქსოვილის ნორმალური ტროფიკის სწრაფი აღდგენისკენ და გართულებების თავიდან არიდებისკენ.
მიზეზებს შორის, რომლებსაც მივყავართ მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზის განვითარებისკენ ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი:
- გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა ;
- ფიზიკური ვარჯიშების შესრულების არასწორი ტექნიკა;
- ტრავმები;
- ხერხემლის წელის არის დაავადებები (ოსტეოქონდროზი, თიაქრები, ფუნქციონალური ბლოკები);
- კუნთების ტონუსის დარღვევა;
- ორგანოების შინაგანი პათოლოგიები;
- ინფექციები;
- აუტოიმუნური დაავადებები;
ზემოთხსენებული პროცესები ეხება მენჯ-ბარძაყის სახსრის ახლომდებარე კუნთებსა და კვანძებს.დისბალანსის გამო ბარძაყის ძვლის თავი მოძრაობისას შეიჭრება вертлужную впадину ფოსოში . თავის და вертлужной впадины ფოსოს ზედაპირი დაფარულია ხრტილოვანი ქსოვილით, რომელიც იკვებება როგორც ღრუბელი ( შეკუმშვისას ხრტილი გამოყოფს სინოვიალურ სითხეს, ხოლო გაშლის დროს ისრუტავს ახალ პორციას). თუ მუდმივად ხდება ხრტილის შეკუმშვა, კვება ხდება ძალიან მწირი და ეს სწრაფად იწვევს ქსოვილის დარღვევას.
დაავადების სიმპტომები
ძირითადი ჩივილები მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზის დროს არის:
- ტკივილი სახსრის პროექციაში მოძრაობისა და დასვენების დროს;
- დაშორებული ტკივილები საზარდულში,დუნდულებში, მუხლებში;
- სახსრის მოძრაობის შეზღუდვა (დაავადების სტადიიდან გამომდინარე, თავდაპირველად ირღვევა ბარძაყის გაშლა, შემდეგ შიდა ბრუნვა, და ბოლოს მოკეცვა).
რა მოხდება თუ არ ვუმკურნალებთ მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზს
ართროზი არის პროგრესირებადი დაავადება. და მენჯ-ბარძაყის სახსრის შემთხვევაში იგი პროგრესირებს საკმაოდ სწრაფად. სულ რაღაც ერთ წელიწადში ცვლილებების დაწყებიდან შეიძლება გაჩნდეს დაავადება. ხოლო რამოდენიმე წელიწადში ყალიბდება ღრმა ართროზი, იცვლება ბარძაყის ძვლის თავის ფორმა, ძვლოვანი ქსოვილი მკვრივდება, ჩნდება წანაზარდები, წარმოიქმნება ოსტეოართროზი.
თუ პროცესი ეხება ბარძაყის არტერიას და ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ხდება ძვლის მოკვდინება ინსულტის ტიპიურად. მკურნალობის გარეშე დატოვებულ ოსტეოართროზს მივყავართ ანკილოზისკენ (ძვლოვანი ზედაპირების შერწყმისკენ) და სახსრის სრული უმოძრაობისკენ.
მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზის დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“
ჩივილების ზუსტი მიზეზის დასადგენად ცენტრის ფიზიოთერაპევტი ჩაატარებს დიაგნოსტიკას, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება. თავდაპირველად ის გამოკითხავს პაციენტს, შემდეგ ჩაატარებს გასინჯვას.გასინჯვის დროს ის გამოავლენს მოძრაობის დარღვევებს მენჯ-ბარძაყის სახსარში, პალპაციის მეშვეობით იპოვის ტკივილის წყაროს. აუცილებლად ჩაატარებს ფუნქციონალურ ტესტებს, იმისთვის რომ გაიგოს სახსარში მოძრაობის შეზღუდვის დონე.
შემდეგი ეტაპი გახდება ხერხემლი ოპტიკური ტოპოგრაფია სპეციალური აპარატურის დახმარებით. გერმანული აპარატი DIERS 4Dmotion®, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ დიაგნოსტიკაში არის თანამედროვე და უსაფრთხო დამხმარე. ის მუშაობს ვიდეოანალიზის მეშვეობით და გვეხმარება გამოვიკვლიოთ მოძრაობები მენჯ-ბარძაყის სახსარში და გამოვავლინოთ სიარულის მანერის დარღვევები. საბოლოო დიაგნოზს ექიმი დაამტკიცებს მას შემდეგ, რაც მოახდენს რენტგენოგრაფიისა და მრტ სურათების ანალიზს.
მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზის მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“
ცენტრის სპეციალისტებმა შეიმუშავეს მეთოდიკა, რომელიც საშუალებას იძლევა დახმარება გაუწიოთ ჩვენს პაციენტებს კოკსართროზის დაავადებით ძალიან სწრაფად, ოპერაციების, ინიექციებისა და წამლების გარეშე. ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ მრავალფუნქციურ ტრენაჟორზე „სიმეტრია“ , რომელიც შექმნილია სპეციალურად ჩვენი ცენტრისთვის. ტრენაჟორზე ვარჯიშები მიმართულია კუნთების მუშაობის ნორმალიზებისკენ, რომლებიც მონაწილეობენ მენჯ-ბარძაყის სახსრის მოძრაობებში და, როგორც შედეგი, სიარულის ნორმალური მანერის აღდგენისკენ.
ართროზის დროს მენჯ-ბარძაყის სახსარი იმყოფება მუდმივი ზეწოლის ქვეშ, ხოლო ჩვენი ტრენაჟორი საშუალებას იძლევა ჩატარდეს დეკომპრესია კუნთების სწორი მუშაობის ხარჯზე. ტრენაჟორზე მუშაობისას კუნთები სწრაფად მოდიან ტონუსში, იწყებენ სწორად მოძრაობას და აიძულებენ სახსარს დაიცვას სწორი ბიომექანიკა.
კოკსართროზის მკურნალობას დაქვემდებარებულს სტადიაზე ჩვენი უნიკალური მეთოდიკა საშუალებას იძლევა ტკივილი მოიხსნას ძალიან სწრაფად და აღადგინოს სახსრის მოძრაობის უნარი. მკურნალობის ასეთი კურსის გავლის შემდეგ სახსარი ახალივით მუშაობს, ყოველგვარი დარღვევების გარეშე. ჩვენი პაციენტები უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ წესს,ნებისმიერი სახის სპორტს, თხილამურებისა და ჩოგბურთის ჩათვლით!
შედარებით რთულ სტადიებზე, როდესაც სახსრის ენდოპროთეზირება გარდაუვალია,იმის გამო რომ ცვლილებები შესულია ძალიან შორს, ჩვენ ასევე შეგვიძლია გიშველოთ! ასეთ პაციენტებს ჩვენ ვუტარებთ ოპერაციის წინა მომზადებას და ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას . ეს საშუალებას იძლევა სწრაფად მოხდეს სიარულის აღდგენა, შემცირდეს ყავარჯნებისა და ხელჯოხების ხმარების ვადა და მოხდეს შრომისუნარიანობის დაბრუნების დაჩქარება.
ჩვენი კურსები
ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე
თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით რომ ერთად შევარჩიოთ თქვენთვის მისაღები დრო.