ფიქრობთ რომ ტრავმის მკურნალობისთვის უბრალოდ უნდა დაასვენოთ მუხლი? ნურას უკაცრავად! სტატისტიკის მიხედვით ტრავმების დაახლოებით 60% რთულდება ართროზით. მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ ავირიდოთ ეს თავიდან!
მუხლის სახსრის ტრავმა– გავრცელებული პრობლემაა როგორც სპორტსმენებში,ასევე ადამიანის ყოფით ცხოვრებაში.ფეხბურთის თამაშის დროს, ან თხილამურებით სრიალის დროს არ არის რთული მუხლის კვანძებისა და მენისკის დაზიანება. ზოგჯერ კი უბრალოდ ყინულზე გასრიალების დროს შეიძლება სერიოზული ტრავმის მიღება.დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე, ზოგჯერ საკმარისია გარკვეული დროით მოხდეს სახსრის იმობილიზაცია, მაგრამ შეიძლება ოპერაციაც დაჭირდეს.
ცენტრი „სიმეტრია“ აწარმოებს მუხლის სახსრის ტრავმების შემდგომ აღდგენით მკურნალობას. უფრო ხშირად ტრავმის დროს ზიანდება საკვანძო აპარატი (ჯვარედინი და გვერდითი კვანძები) ან მენისკი. მენისკი არის ხრტილის სპეციფიური მონაკვეთი, რომელიც განლაგებულია ბარძაყისა და დიდი წვივის ძვლებს შორის. მისი მთავარი ამოცანაა -უზრუნველყოს ძვლების ხრტილოვანი ზედაპირების თანხვედრა.
ასევე მენისკები ასრულებენ ამორტიზატორების როლს დატვირთვის დროს და ახდენენ მუხლის სახსრის სტაბილიზაციას მოძრაობისას.ფეხის მოძრაობის დროს ისინი ასევე თავისთავად მოძრაობენ. ტრავმის მიღებისას მათი ბიომექანიკა ირღვევა,ზიანდება მენისკის სხეული, ჩნდება ტკივილი და ხდება მოძრაობის შეზღუდვა.
კვანძებისა და მენისკების ტრავმების სიმპტომები
მუხლის სახსრის კვანძებისა და მენისკების დაზიანება ვლინდება ისეთი სიმტომებით,როგორიც არის:
- გამოკვეთილი ტკივილი მუხლში;
- მოძრაობის შეზღდვა;
- ტკაცუნი მუხლში მოძრაობისას;
- შეშუპება;
რა მოხდება რომ არ ვუმკურნალოთ კვანძებისა და მენისკების ტრავმებს
კვანძებისა და მენისკების ტრავმების მკურნალობას ახორციელებენ ექიმ-ტრავმატოლოგები. განსაკუთრებით თუ საუბარია კვანძების გახლეჩვის, მენისკების დაზიანებების, მოტეხილობების და ნაღრძობების შესახებ. ასეთ შემთხვევებში შეიძლება საჭირო იყოს ართროსკოპიული ოპერაცია და მუხლის იმობილიზაცია. ჩვენს ცენტრში კი მიმდინარეობს მუხლის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია.
მუხლის სახსრების ტრავმების მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შემთხვევების დაახლოებით 60% შემდეგ ვითარდება ართროზი. რადგან მუხლის სტრუქტურის დაზიანების შემდეგ, რომც ჩატარდეს ადექვატური მკურნალობა, ცენტრალური ნერვული სისტემა ინახავს ტრავმასთან დაკავშირებულ ხსოვნას საკმაოდ დიდხანს. და მომავალში, იმისათვის რომ ააცილოს მუხლს მსგავსი დაზიანება, ადამიანის ტვინი ცვლის მოძრაობებს, რითაც არღვევს სახსრის ბუნებრივ ბიომექანიკას.
ბიომექანიკის დარღვევა თანდათან იწვევს დისტროფიული პროცესების გაჩენას და მუხლის სახსრის ართროზის განვითარებას.რაც თავის მხრივ იწვევს მოძრაობის შეზღუდვას, ტკივილის შეგრძნებებს და ხერხემლისა და სხვა სახსრების მუშაობის დარღვევას. ამიტომ ცენტრ „სიმეტრიას“ ფიზიოთერაპევტები რეკომენდაციას იძლევიან ჩატარდეს რეაბილიტაცია მუხლის სახსრის „დაბერებული“ ტრავმების შემდეგაც კი.
კვანძებისა და მენისკების ტრავმების დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“
მუხლის სახსრის ტრავმის რეაბილიტაციის ინდივიდუალური გეგმის შედგენამდე ცენტრის ფიზიოთერაპევტი ჩაატარებს დიაგნოსტიკას. გამოკითხვისას ტრავმის დეტალების, ჩატარებული მკურნალობის თავისებურებების, ჩივილების და სიცოცხლის ანამნეზის შესახებ ინფორმაციის გაგების შემდეგ, ექიმი ჩაატარებს გასინჯვას. გასინჯვის დროს სპეციალისტი მოახდენს რბილი ქსოვილების პალპაციას, ჩაატარებს ორთოპედიულ ტესტებს კვანძების სტაბილურობისა და მენისკების მდგომარეობის დასადგენად.
ასევე სახსრის მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით ტარდება მრტ სურათებისა და რენტგენოგრაფიების ანალიზი, კეთდება ხერხემლის ოპტიკური ტოპოგრაფია. უკანასკნელი გამოკვლევა აუცილებელია ხერხემლისა და ტერფის მდგომარეობის გასაანალიზებლად, მუხლის სახსრებში სიარულის დროს დარღვევების აღმოჩენისთვის.
კვანძებისა და მენისკების ტრავმების მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“
ტრავმის შემდეგ მუხლის სახსრის სწორი რეაბილიტაცია მდგომარეობს სწორი მოძრაობების აღდგენაში მუხლის სახსარში სრული მოცულობით. ჩვენ ვაკეთებთ ამას მრავალფუნქციური ტრენაჟორის „ სიმეტრიას“ დახმარებით. ის შემუშავებულია სპეციალურად ადამიანის ორგანიზმის კუნთებთან სამუშაოდ, მისი დახმარებით ჩვენ ვამუშავებთ იმ კუნთებს, რომლებიც ხსნიან დატვირთვას სახსრებიდან და ახდენენ მათ სტაბილიზაციას.
სახსარახლო კუნთების ტონუსი სისტემატიური მუშაობის დროს იზრდება, ეს აუმჯობესებს მუხლის სტრუქტურების კვებას და ხრტილი აღდგება. მკურნალობის სრული კურსის შემდეგ კუნთები მოძრაობენ სწორი ბიომექანიკის დაცვით, სახსარი მუშაობს შეფერხების გარეშე, ქრება ყველა ჩივილი ტკივილის შესახებ და იხსნება მოძრაობების შეზღუდვა.
ჩვენ ვაღწევთ მაქსიმალურად ეფექტურ შედეგებს პაციენტის, რეაბილიტოლოგისა და ფიზიოთერაპევტის ერთობლივი მუშაობით. ყოველი მეცადინეობის დროს გამოცდილი სპეციალისტი აკონტროლებს პაციენტის მოძრაობებს, ეხმარება მას ტრენაჟორთან მუშაობაში და უწევს ფსიქოლოგიურ დახმარებას. ხოლო მკურნალი ექიმი ატარებს ყოველკვირეულ გასინჯვას,ახდენს დინამიურობის ანალიზს და მკურნალობის გეგმის კორექტირებას, თუ საჭიროებს ამის აუცილებლობას.
ჩვენი კურსები
ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე
თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით რომ ერთად შევარჩიოთ თქვენთვის მისაღები დრო.