ტკივილები კისერში ხერხემლის ფუნქციონალური ბლოკების დროს

ტკივილები კისერში ხერხემლის ფუნქციონალური ბლოკების დროს

ტკივილის და მოძრაობის უნარის შეზღუდვის შეგრძნება-ეს არამარტო არასასიამოვნოა, არამედ საშიშიც.ჩვენ გიხსნით ტკივილისგან და შიშისგან! მოგაშორებთ ჩივილების მიზეზს, გასწავლით სწორად მოძრაობას, რომ პრობლემა არ განმეორდეს.

ხერხემლის ფუნქციონალურ ბლოკებზე საუბრობენ,როცა მალების მოძრაობები შეზღუდულია. ტკივილები კისერში ჩნდება მოძრაობის დაქვეითების დროს ხერხემლის კისრის განყოფილებაში.შემდგომში ეს იწვევს გართულებების განვითარებას, ვეგეტატიური ნერვული სისტემის აშლილობის სიმპტომების გაჩენას. დაავადების მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“ მოიცავს ბლოკების მოხსნას ფიზიოთერაპიის მეშვეობით.

ხერხემლის ფუნქციონალური ბლოკების გაჩენის მიზეზი მდგომარეობს კისრის სუსტ კუნთებში.მოკლე და სუსტი კუნთები უნდა უზრუნველყოფდნენ თავის დაჭერას, ასრულებდნენ  სხვადასხვა მოძრაობების დიდ მოცულობას და ასევე მონაწილეობას ღებულობდნენ სუნთქვის აქტში. ასეთი დიდი რაოდენობის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით,მარტივია მოხდეს კისრის კუნთების ზედმეტი დატვირთვა. კისრის კუნთების ზედმეტ დატვირთვამდე მივყავართ შემდეგ ფაქტორებს:

  • მუდმივი მუშაობა მჯდომარე მდგომარეობაში (კომპიუტერთან და ა.შ.);
  • ემოციური განცდები ( ბოღმა, წყენა,შიშები,მღელვარება).

ხშირი ზედმეტი დაძაბულობის  შედეგად, კისრის კუნთები კარგავენ დატვირთვის კომპენსაციის შესაძლებლობას. ისინი ზედმეტად დაზაბულ მდგომარეობაში ყოფნის გამო ვერ ახერხებენ განტვირთვას, და დაცვითი რეაქციის საშუალებად ახდენენ გარკვეული მალების მოძრაობის ბლოკირებას.

დაავადების სიმპტომები

ხერხემლის კისრის განყოფილების ფუნქციონალური ბლოკის მთავარი სიმპტომებია- ტკივილი და მოძრაობის უნარის შეზღუდვა.მაგრამ რადგანაც ზიანდება ნერვები და სისხლძარღვები, ჩნდება დამატებითი ჩივილები:

  • რბილი ქსოვილების შეშუპება;
  • ტკივილები მხარში, ხელში;
  • უწყვეტი ხასიათის ძლიერი თავის ტკივილები;
  • თავბრუსხვევები;
  • ყურებში ხმაური;
  • მუდმივი დაღლილობა.

რა მოხდება თუ არ ვუმკურნალებთ ხერხემლის ფუნქციონალურ ბლოკებს

 

სიტუაციაში, როცა კისრის მუსკულატურა ზედმეტ დაძაბულობას განიცდის  და სხვა კუნთები იღებენ თავის თავზე უჩვეულო დატვირთვას იმისთვის, რომ  განახორციელონ მოძრაობები, ჩნდება პათოლოგიური წრე. თანდათან სახსრებზე ხდება ზედმეტი დატვირთვა, იჭედება სისხლძარღვები და ნერვული ბოჭკოები, ჩნდება ჩივილები ტკივილის თაობაზე. ხდება კვანძების კომპენსატორული გაზრდა,ნერვები და სისხლძარღვები კიდევ უფრო მეტად იჭედება, ქსოვილებში იწყება დისტროფიული პროცესები.

შემდგომში ტროფიკის დარღვევას მოსდევს თიაქრების, პროტრუზიების, ოსტეოქონდროზის  განვითარება, ხდება შინაგანი ორგანოების ფუნქციების, ვეგეტატიური ნერვების მუშაობის დაქვეითება.პათოლოგიური წრის გარღვევა, ტვინისა და ქსოვილების  ნორმალური სისხლმომარაგების აღდგენა შესაძლებელია სპეციალური ვარჯიშების დახმარებით. ფიზიოთერაპია დაგეხმარებათ გვერდი აუქციოთ წამლებსა და ოპერაციებს.

ხერხემლის ფუნქციონალური ბლოკების დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“

იმისათვის რომ დადგინდეს ზუსტი დიაგნოზი კისერში ტკივილებზე  ჩივილების დროს ცენტრის ექიმი ჩაატარებს მრავალეტაპობრივ დიაგნოსტიკას:

  1. გამოკითხვა- ჩივილების გაგება,მათი ლოკალიზაცია,ინტენსიურობა,ხასიათი და ხანგრძლივობა.

ასევე ექიმი დააზუსტებს ანამნეზის თავისებურებებს.

  1. გასინჯვა-პალპაცია და ქსოვილების მდგომარეობის ვიზუალური შეფასება.
  2. ფუნქციონალური ტესტების ჩატარება- ექიმი სთხოვს ადამიანს შეასრულოს უბრალო მოძრაობები და გააკეთებს მათი მოცულობისა და შეზღუდვის ხარისხის ანალიზს.
  3. ხერხემლის ოპტიკური ტოპოგრაფია აპარატზე DIERS 4Dmotion® (ხერხემლის სეგმენტების მდგომარეობის შესაფასებლად)
  4. მრტ.
  5. თავის ტვინისა და კისრის სისხლძარღვების ექოსკოპია დოპლეროგრაფიით

დიაგნოსტიკის შედეგების სრული ანალიზის შემდეგ, ექიმი დასვამს დიაგნოზს და დაგეგმავს პაციენტისთვის ინდივიდუალურ მკურნალობას.

ხერხემლის ფუნქციონალური ბლოკების მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“

იმისთვის რომ, სწრაფად ვიხსნათ პაციენტი ტკივილებისგან და სხვა არასასიამოვნო სიმპტომებისგან საჭიროა ფუნქციონალური ბლოკების მოხსნა და კუნთების ნორმალური მუშაობის აღდგენა. ამისთვის კვირაში სამჯერ პაციენტი მუშაობს რეაბილიტოლოგთან ინდივიდუალურად,რა დროსაც ასრულებს სპეციალურ ვარჯიშებს ტრენაჟორზე „სიმეტრია“. ჩვენი ტრენაჟორი გვეხმარება ჩავრთოთ მუშაობაში ნებისმიერი კუნთები, ამასთან აკეთებს ამას მხოლოდ და მხოლოდ  ფიზიოლოგიურად და ზედმეტი დატვირთვის გარეშე.

იმისთვის რომ მოხდეს ფუნქციონალური ბლოკების მოხსნა კისრის განყოფილებიდან, არ შეიძლება მუშაობა კისრის კუნთებთან, ისინი ხომ ძალიან სუსტია და კიდევ ზედმეტად დაძაბულ მდგომარეობაში. ეს გაზრდის ტრავმის  და გართულებების განვითარების რისკს.ამიტომ ჩვენი ცენტრის რეაბილიტოლოგები მუშაობენ კისერთან მხრის კუნთების გამოყენებით. მხრის მუსკულატურის გააქტიურების გზით, ჩვენ ვხსნით დაძაბულობას კისრის კუნთებიდან და თანდათან ვასწავლით მათ მოძრაობას ხელახლა.

ვარჯიშების შედეგად, კუნთების ნორმალური მუშაობა აღდგება, სისხლის მიმოქცევა და ინერვაცია მოდის ნორმაში და ჩივილები ქრება. ამასთან ადამიანმა  უკვე იცის  როგორ უნდა იმოძრაოს სწორად, რომ მსგავსი სიტუაცია არ განმეორდეს მომავალში!

ჩვენი კურსები

კურსი სიმეტრია

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
მასაჟის გარეშე

კურსი სიმეტრია +

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
+მასაჟი

მთავარი ექიმის კონსულტაცია

ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა
სატესტო ვარჯიში
სამკურნალო პროგრამა

ონლაინ ჩაწრა კონსულტაციაზე


თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით თქვენთის მისაღები დროს შესარჩევად.

.