ტკივილები ზურგში მიოფასციალური სინდრომების დროს

დაგეხმარებით სამუდამოდ დაივიწყოთ ზურგის ტკივილი! ვმკურნალობთ ოპერაციებისა და მედიკამენტების გარეშე.მკურნალობის კურსი ვარჯიშების საშუალებით სპეციალურ დანადგარზე- და თქვენ ისევ გრძნობთ ძალას და ენერგიას სხეულში!


მიოფასციური სინდრომიეს არის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგია, რომლის დროსაც კუნთების ფუნქცია ირღვევა, წარმოიქმნება ე.წ. ტრიგერული წერტილები. ტრიგერული წერტილები თავის მხრივ, წარმოადგენს ცვლილებას კუნთის ცალკეულ უბნებში, რომლიც მოძრაობის დროს ასინქრონულად იკუმშება და იწვევს უშუალოდ შეკუმშვის პროცესის დარღვევას. ამ პათოლოგიის მკურნალობა გულისხმობს კუნთების ნორმალური ფუნქციის აღდგენას.

განარჩევენ მიოფასციური სინდრომის რამოდენიმე სახეს:

  1. სინდრომი, რომლებიც ფასციის ან მემბრანის დამოკლების შედეგად ჩნდება. ფასციის ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს მოძრაობის გავრცელებაში კუნთიდან ძვალზე, კუნთის თავისუფალ მოძრაობასა და იმ სისხლძარღვებისა და ნერვული ბოჭკოების დაცვაში, რომელიც ამ ფასციაში ან მის ზემოთ გაივლის. დამოკლებული ფასციის მქონე კუნთი არაადექვატურად რეაგირებს მოძრაობაზე და იწვევს ტკივილს.
  2. მყესების დაზიანების შედეგად განვითარებული სინდრომი – ამ დროს კუნთის ფუნქციაც რეფლექსურად იზღუდება, რათა არ მოხდეს მისი განშრევება ან გაგლეჯა.
  3. კუნთის მიმაგრების წერტილების არასტაბილურობის შედეგად განვითარებული მიოფასციური სინდრომი. ასეთ დროს ირღვევა კუნთის სრულფასოვანი ფუნქცია – შეასრულოს კონკრეტული მოძრაობა.
  4. 4. გვირაბის სინდრომის შედეგად განვითარებული მიოფასციური სინდრომი. გვირაბის სინდრომის დროს ხდება ნერვის კომპრესია, რომელიც გაივლის ძვლებს, კუნთებსა და მყესებს შორის არსებულ ანატომიურ არხში.ასეთ დროს კუნთი მოკლდება, კარგავს თავის ფუნქციას და ვითარდება ტკივილი.

მიოფასციური სინდრომის განვითარების ძირითად მიზეზს წარმოადგენს არასწორი მოძრაობა, ტრავმები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

პათოლოგიის სიმპტომები

მიოფასციალური სინდრომების დროს პაციენტები უჩივიან ტკივილებს, კუნთებში ტრიგერული წერტილების არსებობას და შინაგანი ორგანოების ფუნქციის დარღვევას. დაზიანებული ადგილიდან გამომდინარე ტკივილი შეიმჩნევა კიდურებში, თავსა და კისერში, სასქესო ორგანოს მიდამოში, საჯდომზე,შორისში,სახსრებში.ვეგეტატიური დარღვევებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი სახის:

  • ქოშინი;
  • თავბრუსხვევა;
  • პირღებინება;
  • გულის რითმის დარღვევა;
  • კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა;
  • ძილის დარღვევა;

რა მოხდება თუ არ ვუმკურნალებთ მიოფასციალურ სინდრომს

მიოფასციური სინდრომის დროს, კუნთი ვერ ასრულებს ფიზიოლოგიურ ფუნქციას ტრიგერული წერტილების წარმოქმნის გამო, ვერ ხდება კუნთის ხარისხიანი გაჭიმვა და დამოკლება, ამიტომ მის ფუნქციას ასრულებენ სხვა სინერგისტი ჯგუფის კუნთები, რასაც საბოლოოდ მოსდევს სახსრებისა და ხერხემლის სეგმენტების არასწორი მოძრაობა. ხანგრძლივ არასწორ მოძრაობებს კი მოსდევს ფუნქციური შეზღუდვების ჩამოყალიბება, ქსოვილებში დისტროფიული ცვლილებები, ოსტექოზონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი, პაციენტი უჩივის ქრონიკულ ტკივილს, კუნთების ატროფიასა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას.

მიოფასციალური სინდრომის დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“


სამედიცინო ცენტრ „სიმეტრიას“ექიმები ზუსტად დაადგენენ მიზეზს და მიოფასციალური სინდრომის ლოკალიზაციას. ასევე შეადგენენ მკურნალობის გეგმას ისე, რომ მხოლოდ პაციენტის ჩივილები კი არ მოხსნან, არამედ აღადგინონ კიდურების ნორმალური მუშაობა.დიაგნოსტიკას ცენტრში ატარებენ მაღალკვალიფიცირებული ექიმები .ჩვენმა ექიმებმა დახმარება გაუწიეს ასობით პაციენტს.

დიაგნოსტიკის პროცესი ხორციელდება პირველი კონსულტაციის დროს და შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

  • გამოკითხვა (ჩივილებისა და ანამნეზის შეკრება);
  • გასინჯვა (ვიზუალური დათვალიერება, პალპაციით გასინჯვა);
  • ფუნქციონალური ტესტის ჩატარება;
  • საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება დამატებითი კვლევების ჩასატარებლად.

 

მიოფასციალური სინდრომის მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“


მკურნალობა მოძრაობით- ამის მეშვეობით ცენტრის რეაბილიტოლოგები გადაწყვიტავენ თქვენს პრობლემას! ვარჯიშების კომპლექსი დანადგარ „სიმეტრიაზე“,რომელიც შექმნილია ადამიანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის გათვალისწინებით,გვეხმარება გადავწყვიტოთ პრობლემა კომპლექსურად. მკურნალობა სრულიად ეკოლოგიურია და არ ითვალისწინებს მედიკამენტების მიღებასა და ოპერაციას.
სრული დიაგნოსტიკის შემდეგ, ცენტრის ექიმი შეძლებს დაადგინოს დარღვევის სახეობა კუნთში და შადგენს მკურნალობის გეგმას, რათა გამიზნულად მოახდინოს ზემოქმედება გარკვეული კუნთების გჯუფზე დანადგარ ,,სიმეტრიას“ მეშვეობით. ვარჯიშების შესრულების დროს პაციენტთან იმყოფება რეაბილიტოლოგი. ვარჯიშის განმავლობაში ის აკონტროლებს მოძრაობების სისწორეს , თვალყურს ადევნებს დატვირთვას და უწევს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
დაახლოებით მესამე ვარჯიშიდან პაციენტი გრძნობს ტკივილის შემსუბუქებას. დაზიანებული კუნთი, თანდათან იბრუნებს დაკარგულ ფუნქციას, სინერგისტი ჯგუფის კუნთები აღარ ერთვება პროცესში, იხსნება კუნთოვანი სპაზმი და ხდება სახსრისა და კიდურის მოძრაობის ამპლიტუდის სრული აღდგენა.

ჩვენი კურსები

კურსი სიმეტრია

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
მასაჟის გარეშე

კურსი სიმეტრია +

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
+მასაჟი

მთავარი ექიმის კონსულტაცია

ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა
სატესტო ვარჯიში
სამკურნალო პროგრამა

ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე


თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით რომ ერთად შევარჩიოთ თქვენთვის მისაღები დრო.