ბრტყელტერფიანობა არის ტერფის ფორმის დარღვევა, რომლის დროსაც მისი განივი და სიგრძივი შენაერთი ეშვება დაბლა და იგი ბრტყელდება. ასეთი ფორმით ტერფს არ შეუძლია თავისი ფუნქციის შესრულება (დატვირთვის ამორტიზაცია) 100% -ით და ადამიანი გრძნობს ტკივილს. დაავადების მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“ მოიცავს ტერფის ნორმალური შენაერთის (свод стопы) ფორმირებას და გამაგრებას.
შემთხვევების მხოლოდ 10%-ში დარღვევა ატარებს თანდაყოლილ სახეს. ყველა დანარჩენი შემთხვევა არის შეძენილი ბრტყელტერფიანობა გამომდინარე რიგი მიზეზებიდან. მიზეზები საკმაოდ ბანალურია,მაგალითად უხარისხო, ვიწრო,მოუხერხებელი ფეხსაცმელი. ასეთ ფეხსაცმელში ტერფი არის იძულებით მოთავსებულ მდგომარეობაში, რის გამოც მისი კუნთოვან- კვანძოვანი აპრარატი მუშაობს არასწორად, რაც იწვევს რეაქციას მთელს სხეულში. ტერფის არასწორი მოძრაობა იწვევს წვივის კუნთების, ბარძაყის, მუხლის სახსრების, მენჯის, ხერხემლის კუნთების მუშაობის დარღვევას.
ბავშვებში ტერფის განვითარება შეიძლება შენელდეს მუდმივად სწორზედაპირიანი ფეხსაცმლით სიარულის გამო. როდესაც ბავშვი სწავლობს სიარულს, მას აცმევენ ფეხსაცმელს და მის ტერფს არ აქვს სწორად განვითარებისთვის საჭირო პირობები. ევოლუციის შედეგად ადამიანის ტერფი შეეჩვია მარჯვედ მოძრაობას, ჩაჭიდებითი მოძრაობების შესრულებას, რათა ზედაპირზე გაემაგრებინა თავი. თანამედროვე ბავშვებს ასეთი პირობები არ აქვთ, ამიტომ ჩვენ ხშირად ვაწყდებით ტერფის კუნთების განუვითარებელ მდგომარეობას, და როგორც წესი ბრტყელტერფიანობას.
დაავადების სიმპტომები
ტერფი ატარებს ყოველდღიურ დატვირთვას. და ბრტყელტერფიანობის დროს ადამიანი იწყებს ისეთი სიმპტომების შემჩნევას როგორიც არის:
- ტკივილები ტერფში ( ახასიათებს ტკივილები, რომლებიც შეინიშნება დილაობით);
- მოძრაობის დაქვეითება;
- შესიება;
- კოჭლობა;
- მოძრაობების შებოჭვა.
რა მოხდება, თუ არ ვუმკურნალებთ ბრტყელტერფიანობას
ცუდად განვითარებული ტერფი ვერ უძლებს დატვირთვას და ხშირად ტრავმირდება, რაც ადრე თუ გვიან სრულდება დეფორმაციით, მშრალი მაზოლებით,გავრცობით. დეფორმირებული ტერფისთვის ჩვეული ყოველდღიული დატვირთვა გადაჭარბებულს წარმოადგენს. თანდათან დარღვეული სიარულის მანერის გამო ირღვევა სახსრების ხრტილოვანი ზედაპირების კვება ხერხემალში,მენჯში,მუხლებში, ვითარდება ართროზი,ოსტეოქონდროზი, თიაქარი.
ხშირად ტერფში ტკივილებზე ჩივილის დროს მკურნალობის მიზნით მოზარდებსა და ბავშვებს უნიშნავენ ორთოპედიულ საფენებს. მაგრამ ამ დროს ტერფი სუსტდება, რადგან საფენების გამო დატვირთვა ტერფზე კიდევ უფრო მეტად იკლებს.და ხანგრძლივად მოხმარების შემდეგ საფენებზე უარის თქმა შეუძლებელი ხდება.
ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“
დიაგნოსტიკა იწყება პაციენტის გამოკითხვითა და გასინჯვით. გასინჯვის დროს ექიმი მოახდენს რბილი ქსოვილების პალპაციას, აღნიშნავს შეშუპებასა და შესამჩნევ დეფორმაციებს. ასევე სპეციალისტი აუცილებლად ჩაატარებს უბრალო ტესტებს, რათა შეაფასოს ტერფის მოძრაობის დონე.
ტერფის დარღვევების დიაგნოსტიკის მთავარ მეთოდს ჩვენს ცენტრში წარმოადგენს ოპტიკური ტოპოგრაფია DIERS 4Dmotion® დახმარებით. ეს მეთოდი დაფუძნებულია ვიდეოანალიზზე და ამაში არის მისი მთავარი უპირატესობა. დიაგნოსტიკის სტანდარტული მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც ატარებენ სხივურ დატვირთვას, ოპტიკური ტოპოგრაფიის ჩატარება შეიძლება საკმაოდ ხშირად და ჩვენ ვიყენებთ მას არამარტო დიაგნოზის დასაზუსტებლად, არამედ მკურნალობის მსვლელობის კონტროლის მიზნითაც.
გერმანული აპარატი DIERS აძლევს ჩვენს ექიმებს ტერფის ყველა პარამეტრების გამოკვლევის საშუალებას როგორც დასვენებულ მდგომარეობაში, ასევე დგომის და სიარულის დროს. ამ პარამეტრების ანალიზი საშუალებას იძლევა ზუსტად დადგინდეს დარღვევების მიზეზები და სწორად შემუშავდეს მკურნალობის პროგრამა.
ბრტყელტერფიანობის მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“
ბრტყელტერფიანობის მკურნალობა ჩვენს ცენტრში მოიცავს სპეციალური ვარჯიშების შესრულებას, რომლებიც აქტივიზაციას უწევენ წვივისა და ტერფის კუნთებს. მრავალფუნქციურ ტრენაჟორზე მუშაობის წყალობით ჩვენ ვრთავთ მუშაობაში კუნთებს სხვადასხვა სიბრტყეში.ფაქტიურად თავიდან ვასწავლით ტერფისა და წვივის კუნთებს მოძრაობას. ვარჯიშებს სწრაფად მოყავს კუნთები ტონუსში, ტკივილები და დანარჩენი ჩივილები ქრება.
ასეთ შემთხვევაში ტერფის კუნთოვან- კვანძოვანი აპარატის განვითარება ზრდის ადამიანის შესაძლებლობებს მოძრაობის ნებისმიერ სახეობაში, მათ შორის სპორტში, ასევე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მამოძრავებელი აპარატის რეაქციას.ანუ ადამიანი სიარულის დროს აქტივიზაციას უწევს კუნთების მეტ რაოდენობას, რაც თავის მხრივ სტიმულს აძლევს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს და პოზიტიურად მოქმედებს სახსრებზე და მთელი სხეულის კუნთებზე.
მკურნალობის დროს პაციენტი მუშაობს რეაბილიტოლოგთან ინდივიდუალურად. ყოველი მეცადინეობა მიმდინარეობს ერთი ერთზე, სპეციალისტი ეხმარება ადამიანს იმოძრაოს სწორად, აკონტროლებს დატვირთვას ტერფზე. მეცადინეობა გრძელდება დაახლოებით 1 საათი,მაგრამ 4 წლიდან ბავშვებიც კი სიამოვნებით ვარჯიშობენ, რადგან პატარა პაციენტებისთვის ჩვენ შემუშავებული გვაქვს სპეციალური სქემები, რომლებიც არ აძლევენ ბავშვს მოწყენის საშუალებას.
ჩვენი კურსები
ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე
თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით რომ ერთად შევარჩიოთ თქვენთვის მისაღები დრო.