დაივიწყეთ ტკივილი ხერხემალსა და სახსრებში

ხერხემლისა და სახსრების ტკივილის ცენტრი «სიმეტრია» პაციენტებს მკურნალობს ბიომექანოთერაპიის მეთოდის საშუალებით. ჩვენ ვმკურნალობთ არა სიმპტომებს, არამედ კუნთებში და სახსრებში გამოწვეული დისბალანსის მიზეზს, რომელიც იწვევს ტკივილს. სწორედ ამიტომ გთავაზობთ მხოლოდ ეკოლოგიურ და ფიზიოლოგიურ მკურნალობას, მედიკამენტების და ოპერაციის გარეშე.



ვმკურნალობთ მოძრაობით – ვიყენებთ კუნთებში დეპონირებულ პოტენციალს, ვასწავლით მათ სწორ და ჰარმონიულ მოძრაობას. ცენტრში ვარჯიშის შემდეგ, კუნთების ფინქციონირება იწყებს აღდგენას, ქრება პათოლოგიური პროცესი, სისხლის მიმოქცევა და ინერვაცია ნორმალიზდება, ტკივილი ქრება და იბრუნებთ სხეულის სიმეტრიულობას.

მეთოდი, რომელითაც მუშაობს ხერხემლისა და სახსრების ტკივილის ცენტრი «სიმეტრია», დაფუძვნებულია სამ ფუნდამენტურ პრინციპზე:

 

დიაგნოსტიკა — სამკურნალო მოძრაობა — კონტროლი

პირველი ვიზიტის დროს ექიმი იკვლევს პაციენტის ჩივილებს, იგებს სად არის ტკივილი, რა სიმძლავრით, რა პერიოდულობით, არკვევს ტკივილის ხასიათს, ეცნობა პაციენტის მიერ წარმოდგენილ დამატებით კვლევების შედეგებს, მათი არსებობის შემთხვევაში. (რენტგენოლოგიურ, MRT,MRI, ექოსკოპიურ კვლევებს და ანალიზებს).
შემდეგ ექიმი იწყებს პაციენტის ვიზუალურ და მიოფასციალურ დიაგნოსტიკას.
დიაგნოსტიკის შემდეგი ეტაპია – სატესტო ვარჯიშის ჩატარება, რომლის საშუალებით ხდება მოძრაობის შეზღუდვის ხარისხის დადგენა, კუნთების ფუნქციური ტესტირება.

ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში პაციენტი იგზავნება დამატებითი კვლევების ჩასატარებლად.
ზემოთჩამოთვლილი ეტაპები ტარდება პაციენტის პირველი ვიზიტის დროს და ამის შემდეგ პაციენტისთვის ექიმი ადგენს ინდივიდუალურ სამკურნალო გეგმას.
სამკურნალო პროგრამა იწყება მსუბუქი ვარჯიშით და ეტაპობრივარდ რთულდება.. თქვენ ვერ იგრძნობთ დატვირთვას, გადაღლას, რომელიც არც თუ ისე იშვიათია სპორტ-დარბაზებში ვარჯიშის დაწყებისას. ჩვენ ხომ სიფრთხილით ვუდგებით თქვენს კუნთოვან სისტემას, მაგრამ ზუსტად შეიგრძნობთ სწრაფ გაუმჯობესებას:

  • ტკივილის შემცირებას
  • ენერგიის მატებას

მეთოდის განვითარების ისტორია

მექანოთერაპიის მეთოდის ისტორიაიწყება 1857 წლიდან, როდესაც შვედმა ახალგაზრდა ექიმმა გუსტავ ცანდერმა შექმნა უნიკალური სავარჯიშო მოწყობილობა. მექანიკური სავარჯიშო მოწყობილობის დახმარებით ცანდერმა აღადგინა ისეთი კუნთები, რომელშიც დაფიქსირდა დისბალანსი.

მთავარი სიახლე იყო, რომ სავარჯიშო მოწყობილობა იძლეოდა კუნთებზე და სახსრებზე დატვირთვის დოზირების საშუალებას, მისი თანდათან მომატება ადაპტირებასთან ერთად. შედეგად, დანადგარზე თანმიმდევრულად სწორი ვარჯიშების შესრულებით, ცანდერმა შეძლო ადამიანის ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა. მისი მეთოდი დადებითად მიიღო სამედიცინო საზოგადოებამ და ძალიან მალე გაიხსნა მექანოთერაპიის ცენტრები ევროპასა და ამერიკაში. ისინი აქტიურად მუშაობდნენ პირველ მსოფლიო ომამდე, ხოლო დამფუძლებლის გარდაცვალების შემდეგ შეწყვიტეს ფუნქციონირება. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მექანოთერაპიის ტრადიციამ კვლავ დაიყწო აღდგენა.

დანადგარი „სიმეტრია“

Multifunctional simulator

ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ პაციენტებთან სპეციალური დანადგარის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს ცანდერის აპარატის მოდიფიკაციას. ანატომიაზე, ფიზიოლოგიის პროცესებზე და ასევე თანამედროვე მედიცინაში მოწინავე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, ჩვენ შევძელით შეგვექმნა ეფექტური და უსაფრთხო დანადგარი.

მისი გამოყენებით ვარჯიშის დროს, მუშაობენ მხოლოდ განსაზღვრული კუნთები, სახსრებზე ზედმეტი ზეწოლის გარეშე. ეს არის დანადგარის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა უსაფრთხო მკურნალობისთვის.

ცენტრის უპირატესობები

ჩვენი მეთოდის წყალობით პაციენტები უკვე მესამე ვარჯიშზე გრძნობენ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ცენტრის ამოცანებს წარმოადგენს არასასიამოვნო შეგრძნებების მიზეზის აღმოფხვრა, კუნთოვანი პოტენციალის გამოყენების შესწავლა, სახსრების მამოძრავებელი ფუნქციების აღდგენა. თერაპია მიმდინარეობს კომფორტულ გარემოში, ვარჯიშების განრიგი დგება პაციენტის სურვილისამებრ.

ჩვენ ვმუშაობთ სამუშაო დღეები: 9:00 — 20:00, შაბათი: 9:00 — 17:00. ბათუმი და ქუთაისი კვირა დასვენების დღეა.

ჩაეწერეთ ონლაინ და ჩვენ დაგიკავშირდებით, რათა განვიხილოთ თქვენთვის მოსახერხებელი ვიზიტის დრო.

კომფორტული პირობები

სამედიცინო ცენტრ «სიმეტრიაში» სამკურნალოდ მომართვის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ არა მხოლოდ დადებითი შედეგის მიღწევაში, არამედ სამკურნალო პროცესის სრულ კოფორტში. ვარჯიშები ტარდება თქვენთვის სასურველ დროს. ადმინისტრაციაში დაგეხმარებიან ვარჯიშების გრაფიკის შედგენაში თქვენთვის მორგებულ დროს. ვარჯიშის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, საშუალოდ 45-დან 100 წუთამდე. თქვენ ყოველთვის შეძლებთ ივარჯიშოთ სამუშაოს დაწყებამდე, ან დამთავრების შემდეგ. ვარჯიშის დროს თითოეულ პაციენტს ჰყავს ინდივიდუალური ექიმი რეაბილიტოლოგი, რომელიც სრულიად ჩართულია მკურნალობის პროცეშში და ორიენტირებულია შედეგზე.

შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით თქვენთვის მისაღები დროის შესარჩევად.

ჩვენი კურსები

კურსი სიმეტრია

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
მასაჟის გარეშე

კურსი სიმეტრია +

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
+მასაჟი

მთავარი ექიმის კონსულტაცია

ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა
სატესტო ვარჯიში
სამკურნალო პროგრამა

ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე


თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით თქვენთის მისაღები დროს შესარჩევად.