ტკივილები ტერფში ტრავმების შემდგომ პერიოდში

ხელახლა შეგასწავლით  სიარულს ტერფის მსუბუქი და მძიმე ტრავმების შემდეგ! ცენტრ „სიმეტრიაში“ მკურნალობის გავლის შემდეგ თქვენ დაგავიწყდებათ ტკივილები,კოჭლობა და დისკომფორტი!

ტერფის ტრავმები ხშირად გვხვდება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში,ასევე ნებისმიერი სახეობის სპორტით გატაცების დროს. მიუხედავად იმისა არის თუარა ეს  ტერფისა და წვივის  ძვლების მოტეხილობა, კვანძების დაჭიმულობა და გაწყვეტა, თუ მხოლოდ რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ტკივილის შეგრძნება დიდხანს არ გტოვებთ. ეს ხდება არამარტო საკუთრივ ტრავმის გამო,არამედ იმიტომ რომ ადამიანის  ტერფი ყოველდღიურად ექცევა  დიდი დატვირთვის ქვეშ, მთელი სხეულის წონის დაჭერით, თანაც ამავდროულად იგი მოქცეულია ვიწრო ფეხსაცმელში.ცენტრ „სიმეტრიას“ ექიმები ატარებენ  ტერფის ტრავმის შემდგომ  რეაბილიტაციას.

ტერფის ტრავმების სიმპტომები

ტერფის დაზიანებისას ადამიანს უჩნდება შემდეგი სახის ჩივილები:

 

  • სხვადასხვა სახის ინტენსივობის ტკივილები ტერფში (დაზიანებიდან გამომდინარე);
  • რბილი ქსოვილების შესიება;
  • მოძრაობის დაქვეითება;
  • ტერფის დეფორმაცია;
  • მოძრაობისას ძვლების ტკაცუნი;
  • გემატომები კანზე.

კვანძების გაწყვეტისა და მოტეხილობის დროს ტკივილი ტერფში იმდენად ძლიერია, რომ შეუძლებელია ნაბიჯის გადადგმა.

რა მოხდება, თუ არ ვუმკურნალებთ  ტერფის ტრავმებს

ტრავმის სახეობიდან გამომდინარე მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს როგორც იმობილიზაციას (უძრავი მდგომარეობის შექმნას), ასევე ოპერატიულ მკურნალობას. ასეთ მკურნალობას ატარებენ ექიმ-ტრავმატოლოგები. ცენტრი „სიმეტრია“ ატარებს ატრავმების შემდგომ ღდგენით მკურნალობას.

ჩვენი ფიზიოთერაპევტების თვალსაზრისით ტერფი საჭიროებს რეაბილიტაციას ნებისმიერი ტრავმის შემდეგ, იქნება ეს მოტეხილობა, კვანძების დაჭიმულობა თუ დაჟეჟილობა. ყოველი ტრავმის შემდეგ ორგანიზმი ხომ ინარჩუნებს ხსოვნას ტკივილის შესახებ და შეაქვს ცვლილებები სიარულის მანერაში, რათა აირიდოს თავიდან არასასიამოვნო შეგრძნებები.სიარულის შეცვლილ სტერეოტიპი იწვევს ზედმეტ დატვირთვას ტერფზე, ხოლო შემდეგ მუხლზე , მენჯზე და ხერხემალზე. როგორც შედეგი სახსრებში იწყება დისტროფიული ცვლილებები, ჩნდება ოსტეოქონდროზი, ხერხემლის თიაქარი,ართროზი.

ტერფის ტრავმების  დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“

ტერფის ტრავმების შემდეგ დიაგნოსტიკა იწყება პაციენტის გამოკითხვით. ექიმისთვის მნიშვნელოვანია ტრავმის დეტალების დადგენა, ჩატარებული მკურნალობა და მსგავსი სიმპტომები.შემდეგ ფიზიოთერაპევტი გასინჯავს სახსრებს, მოახდენს რბილი ქსოვილების პალპაციას და ჩაატარებს ტესტებს ტერფის მოძრაობის უნარის ანალიზის მიზნით.

ჩვენს ცენტრში დიაგნოსტიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ოპტიკური ტოპოგრაფია DIERS 4Dmotion®აპარატზე. ეს აპარატი მუშაობს სხივური დატვირთვის გარეშე, გამოკვლევისთვის ტარდება ვიდეოანალიზი. მისი დახმარებით ცენტრის ექიმები ახდენენ სიარულის მანერის დარღვევების რეგისტრაციას, აკეთებენ ტერფის დადგმის ანალიზს, იმისათვის რომ შეიმუშაონ მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა.

ტერფის ტრავმების  მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“

ცენტრ „სიმეტრიაში“ ტერფის ტრავმის შემდგომი აღდგენითი მკურნალობის მიზანი არის კუნთოვანი- საკვანძო აპარატის სრული აღდგენა. მკურნალობა მიმდინარეობს სპეციალური ვარჯიშების საშუალებით ტრენაჟორზრე, რომელიც შექმნილია სპეციალურად ჩვენი ცენტრისთვის. ტრენაჟორი გვეხმარება ჩავრთოთ მუშაობაში ტერფის კუნთები ნებისმიერ სიბრტყეში და ფაქტიურად ასწავლის მას მოძრაობას ნულიდან.ამასთან ტერფის კუნთები აღდგება, ბრუნდება ტონუსში და მაგრდება.

მკურნალობა მიმდინარეობს ერთი ერთზე გამოცდილ რეაბილიტოლოგთან, რომელიც მეთვალყურეობს, რომ ვარჯიშები შესრულდეს ზედმეტი დატვირთვის და ტკივილის გარეშე. ნელა, გადაჭარბებული ძალისხმევის გარეშე ხდება მოძრაობების მოცულობის აღდგენა, სიარულის მანერა ნორმალურია, უმჯობესდება მთელი საყრდენ- მამოძრავებელი აპარატის მდგომარეობა, ანუ კუნთების, კვანძებისა და სახსრების. ტკივილის შეგრძნებები ქრება უკვე პირველი რამდენიმე მეცადინეობის ჩატარებისთანავე.

ჩვენი კურსები

კურსი სიმეტრია

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
მასაჟის გარეშე

კურსი სიმეტრია +

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
+მასაჟი

მთავარი ექიმის კონსულტაცია

ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა
სატესტო ვარჯიში
სამკურნალო პროგრამა

ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე


თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით რომ ერთად შევარჩიოთ თქვენთვის მისაღები დრო.