არ ღირს ლოდინი, სანამ მხრის ტრავმა „თავად შეხორცდება“! თუ დროულად არ ჩატარდება რეაბილიტაცია, განმეორებითი ტრავმის რისკი რჩება საკმაოდ მაღალი. მობრძანდით ცენტრ „სიმეტრიაში“ და ჩვენი ექიმები დაგეხმარებიან თავიდან აიცილოთ პოტენციური გართულებები!
მხრის ტრავმები როგორც წესი გვხვდება დაცემისას, დარტყმის შედეგად,მყარ საგანთან შეჯახებისას,მხარზე ტვირთის დაცემით,გადაჭარბებული სპორტული დატვირთვისას.მხრის ტრავმის დროს შეიძლება მოხდეს როგორც რბილი ქსოვილების დაზიანება, ასევე ძვლების.თუ არის მოტეხილობა ან ბზარი, საჭიროა დაველოდოთ მათ შეხორცებას, იმისთვის რომ ცენტრ „სიმეტრიაში“ჩატარდეს რეაბილიტაცია. რბილი ქსოვილების ტრავმირების დროს ცენტრის ექიმები შეძლებენ უმალ დაიწყონ დაავადების მკურნალობა (ზოგიერთი გამონაკლისი შემთხვევის გარდა)
ტრავმის დროს შეიძლება იყოს დაზიანებული მხრის აპარატის ასეთი სტრუქტურები:
- კუნთები;
- მყესები;
- კვანძები;
- სახსრის კაფსულა;
- სახსრის ტუჩის ზედაპირი (ხრტილის,რომელიც ეხმარება ძვლის თავს მოძრაობაში).
უკუჩვენებად ცენტრ “სიმეტრიას“ მეთოდიკის გამოყენებისთვის ითვლება კუნთების ან მყესების სრული გაწყვეტა, სახსრის ტუჩის ზოგიერთი ტრავმა.ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენ სწრაფად დაგავიწყებთ ტკივილს და მხრის ტრავმით გამოწვეულ შედეგებს.
დაავადების სიმპტომები და რა მოხდება თუ არ ვუმკურნალებთ
მხრის ტრავმების დროს ყველაზე ხშირად ადგილი აქვს ასეთ ჩივილებს:
- ტკივილი მხარში;
- მოძრაობის შეზღუდვა მხრის სახსარში;
- დაშორებული ტკივილები იდაყვში,კისერში;
- რბილი ქსოვილების შეშუპება.
თუ არ ვუმკურნალებთ მხრის ტრავმას, დროთა განმავლობაში მხრის სარტყლის კუნთები ეჩვევა მუშაობას ისე, რომ არ მოიყვანონ მოქმედებაში ტრავმირებული სტრუქტურები.ეს იწვევს მოძრაობების პათოლოგიური სტერეოტიპის გაჩენას, რის შედეგადაც ირღვევა მხრის სტრუქტურების კვება და ვითარდება მხარბეჭის პერიართროზი ან „გაყინული“ მხრის სინდრომი
მხრის ნებისმიერი ტრავმა, ჩვენი ფიზიოთერაპევტების აზრით,უნდა იყოს რეაბილიტირებული,თუნდაც ის ყოფილიყო რამდენიმე წლის წინ.ხსოვნა ტრავმის შესახებ ინახება მხრის სტრუქტურებში წლობით და თითქმის შემთხვევების 100% მხრის ბიომექანიკა ირღვევა.დროთა განმავლობაში არაადექვატურ მოქმედებებს მივყავართ კუნთების გადატვირთვამდე და ქსოვილებში დისტროფიული პროცესების განვითარებამდე.
მხრის ტრავმის დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“
ცენტრ „სიმეტრიას“ ექიმებისთვის მხრის ტრავმის დიაგნოსტიკის პროცესი მნიშვნელოვანია დაზიანებული სტრუქტურების ზუსტი დადგენისთვის.ამისათვის ფიზიოთერაპევტი ატარებს სრულ გამოკითხას,გებულობს ტრავმის დეტალებს,სიმპტომებსა და მათ ინტენსიურობას.გამოკითხვას მოსდევს გასინჯვა,ქსოვილების პალპაცია და გამოკვლევის ისეთი დამატებითი მეთოდების დანიშვნა როგორიცაა:
- მრტ (რბილი ქსოვილების გამოკვლევისთვის);
- კტ ან რენტგენოგრაფია (ძვლების გამოსაკვლევად);
- ხერხემლის ოპტიკური ტოპოგრაფია აპარატზე DIERS 4Dmotion® (სახსრების არასწორი მუშაობის ზემოქმედების ანალიზისთვის ადამიანის ხერხემალზე)
მხრის ტრავმის დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“
სრული დიაგნოსტიკის შემდეგ ცენტრ „სიმეტრიას“ ფიზიოთერაპევტი დაადგენს დარღვევების ზუსტ ლოკალიზაციას და შეადგენს ინდივიდუალური მკურნალობის გეგმას ყოველი პაციენტისთვის. მკურნალობა მიმდინარეობს მრავალფუნქციური ტრენაჟორის „სიმეტრიას“ საშუალებით, რომელიც ეხმარება ადამიანს ჩართოს საჭირო კუნთები. ყოველ მეცადინეობაზე პაციენტთან მუშაობს რეაბილიტოლოგი,კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ასწავლის ვარჯიშებს და აკონტროლებს ტრენაჟორზე მუშაობის პროცესს.
ვარჯიშები სრულდება ტკივილისა და მხრის დაზიანებული სტრუქტურების დატვირთვის გარეშე.ტრენაჟორის დახმარებით მუშაობაში ერთვებიან ის კუნთების, რომლებსაც შეუძლიათ მოახდინონ დაზიანებების აღდგენის სტიმულირება.ასევე მკურნალობის კურსის მსვლელობისას ჩვენ ვასწავლით ადამიანს მოძრაობების სწორ ბიომექანიკას, რის შემდეგაც განმეორებითი ტრავმების რისკები და გართულებები დისტროფიული პროცესების სახით მნიშვნელოვნად მცირდება.
სიმპტომების შემსუბუქება შეინიშნება უკვე მეცადინეობების პირველივე კვირიდან. სრული რეაბილიტაციისთვის მხრის ტრავმის შემდეგ საშუალოდ საჭიროა 24-36 მეცადინეობამდე. უმნიშვნელო ტრავმების დროს კი შეიძლება საკმარისი იყოს 12 ვარჯიში.
ჩვენი კურსები
ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე
თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით რომ ერთად შევარჩიოთ თქვენთვის მისაღები დრო.