გრძნობთ ტკივილებს კისერში? იჩქარეთ ჩაწერა კონსულტაციაზე ცენტრ „სიმეტრიას“ ფიზიოთერაპევტთან. ჩვენ სწრაფად დავადგენთ პრობლემას და დაგეხმარებით მის აღმოფხვრაში.
ხერხემლის კისრის განყოფილების არასტაბილურობაზე საუბრობენ სიტუაციაში, როდესაც მალების ნაწილი ხდება ჰიპერმობილური, ანუ მათ ეზრდებათ მოძრაობის ამპლიტუდა. ხშირად ეს იწვევს მალების სწორხაზოვან გადაადგილებას. გადაადგილების შედეგად ტრავმირდება ნერვები და სისხლძარღვები და ჩნდება არასასიამოვნო სიმპტომები. დაავადების მკურნალობა უნდა იყოს მიმართული არასტაბილური სეგმენტების სტაბილიზაციისკენ.
ხერხემლის კისრის განყოფილებაში არასტაბილურობა ყველაზე ხშირად შეინიშნება III-VII დონის მალებზე. ის ჩნდება კეფა-ატლანტის სახსარში ფუნქციონალური ბლოკების შედეგად და I-II მალებს შორის. იმის გამო, რომ ამ სეგმენტებში ნორმალური მუშაობა იბლოკება, ქვეშ განლაგებული მალები განიცდიან ზედმეტ დატვირთვას და ჩნდება ჰიპერმობილობა. ფუნქციონალური ბლოკების გაჩენის მიზეზები არის შემდეგი:
- საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის დისფუნქცია;
- არასწორი თანკბილვა;
- კბილების უქონლობა;
- ასაკობრივი კბილების ცვეთა;
- მჯდომარე მუშაობა, რომლის დროსაც თავი დიდხანს იმყოფება იძულებით მდგომარეობაში;
- ემოციური რეაქციები , რომლებსაც თან ახლავს ქვედაყბის კუნთების ზედმეტი დაძაბულობა (სიბრაზე, ბოღმა, გაღიზიანება).
დაავადების სიმპტომები
ხერხემლის კისრის განყოფილებების არასტაბილურობის დროს ადამიანი გრძნობს ტკივილს, როგორც დასვენებულ მდგომარეობაში, ასევე კისრის მოძრაობების დროს.ამასთან ირღვევა მოძრაობის უნარი, ჩნდება მოძრაობების შეზღუდვები. კისრის ნერვული გადაბმისა და სისხლძარღვების (ხერხემლის არტერიის) დაზიანების გამო ჩნდება დამატებითი სიმპტომათიკა:
- საკვების მონელების დარღვევა;
- სუნთქვის დარღვევა;
- ქვედა კიდურების ფუნქციების დაქვეითება;
- მცირე მენჯის ორგანოების მუშაობის დარღვევა.
რა მოხდება თუ არ ვუმკურნალებთ ხერხემლის კისრის განყოფილებების არასტაბილურობას
თუ არ მოხდება დაზიანებული სეგმენტების სტაბილიზაცია,არ მოიხსნება ფუნქციონალური ბლოკები, პათოლოგიური პროცესი განაგრძობს პროგრესირებას.ნერვებისა და სისხლძარღვების ხანგრძლივი ტრავმატიზაცია გარდაუვლად გამოიწვევს ქსოვილებში დისტროფიულ ცვლილებებს, ვითარდება ოსტეოქონდროზი. დარღვეული კვება აუცილებლად იმოქმედებს მალთაშუა დისკების მდგომარეობაზე და დროთა განმავლობაში გაჩნდება პროტრუზიები ან ხერხემლის თიაქრები.
პათოლოგიური პროცესები იწვევენ კიდევ უფრო მეტ ტკივილს კისერში და ზურგში, შინაგანი ორგანოებისა და სისტემების მუშაობის დარღვევებს. მაგრამ ცენტრ „სიმეტრიაში“ იციან როგორ უნდა იმოქმედონ პათოლოგიურ მექანიზმზე და აღადგინონ ხერხემლის ნორმალური მოძრაობის უნარი.ამასთან ჩვენი ექიმები აკეთებენ ამას ოპერაციებისა და მედიკამენტოზური სქემების გარეშე.
ხერხემლის კისრის განყოფილებების არასტაბილურობის დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“
კისერში ტკივილების დროს ზუსტი დიაგნოზის დადგენისთვის, ცენტრის ფიზიოთერაპევტები თავდაპირველად გამოკითხავენ პაციენტს.ექიმი დეტალურად გაარკვევს ჩივილებს, ტკივილების ინტენსიურობას, დაადგენს სხვა ორგანოებისა და სისტემების მხრიდან დარღვევებს.შემდეგ სპეციალისტი ჩაატარებს გასინჯვას, რომლის დროსაც დაადგენს ხერხემლის ზედმეტ მოძრაობას, ჩაატარებს ფუნქციონალურ ტესტებს.
ტესტები, რომლის დროსაც ფიზიოთერაპევტი სთხოვს პაციენტს შეასრულოს გარკვეული მოძრაობები გამოავლენენ დარღვევებს.ექიმი აუცილებლად ჩაატარებს ტესტს არასიმეტრიული სუნთქვის დასადგენად. ამისათვის პაციენტი დგება გამართულ მდგომარეობაში, ხელებს ათავსებს გულმკერდზე და შესუნთქვის დროს ფასდება რამდენად სიმეტრიულად მოძრაობენ ხელები.
დამატებით ჩვენ ვიყენებთ გამოკვლევის ასეთ მეთოდებს:
- რენტგენოგრაფია
- მრტ;
- თავისა და კისრის სისხლძარღვების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია.
ხერხემლის კისრის განყოფილებების არასტაბილურობის მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“
ხერხემლის კისრის განყოფილებაში ჰიპერმობილურობის სამკურნალოდ აუცილებელია მოიხსნას ფუნქციონალური ბლოკები,რომლებიც იწვევენ კუნთებისა და სახსრების დეკომპენსაციას. ცენტრ „სიმეტრიაში“ ეს ხდება ვარჯიშების დახმარებით მრავალფუნქციური ტრენაჟორის გამოყენებით. ტრენაჟორი შექმნილია სპეციალურად ჩვენი ცენტრისთვის ადამიანის ფიზიოლოგიის გათვალისწინებით.
მასთან მუშაობის დროს პაციენტი ხელახლა ეუფლება თავისი კუნთების მართვას, ფიზიოლოგიურად მოძრაობას, მუშაობას მხოლოდ საჭირო კუნთების გამოყენებით.კისრის განყოფილებაში დარღვევებთან მუშაობის დროს,კისრის კუნთები არ მოქმედებენ, მუშაობა მიმდინარეობს მხრის მეშვეობით, ასე მცირდება ტრავმის ან გართულებების რისკი.რეაბილიტოლოგისა და ექიმის კონტროლის ქვეშ იხსნება ფუნქციონალური ბლოკები,მცირდება დატვირთვა, კუნთები ხელახლა ახდენენ თავისი მუშაობის კომპენსირებას, როგორც ეს ბუნებრივად უნდა ხდებოდეს.მკურნალობის მიმდინარეობის დროს აღდგება სისხლის მიმოქცევა და ნორმალური ინერვაცია.
შედეგად, მკურნალობის კურსის გასვლის შემდეგ, რომელიც საშუალოდ შედგება 24-26 მეცადინეობისგან, პაციენტი მთლიანად აღწევს თავს დისკომფორტს და მოძრაობის შეზღუდვას. ხოლო ტკივილის სიმპტომები მცირდება ვარჯიშების პირველი ორი კვირის გასვლისთანავე.
ჩვენი კურსები
ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე
თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით თქვენთის მისაღები დროს შესარჩევად.