გაწუხებთ ტკივილი ზურგის არეში,მაგრამ არ მიდიხართ ექიმთან, იმიტომ რომ გეშინიათ ოპერაციის? ჩვენ გიმკურნალებთ ოპერაციის და მედიკამენტების გარეშე!
მალთაშუა თიაქარი – არის დაავადება, რომლის დროსაც მალთაშორისი დისკის შიდა ნაწილი (ბირთვი) გადაადგილდება ფიბროზული რკალის საზღვრებს გარეთ. ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ დაავადების მკურნალობა გულისხმობს მედიკამენტების დიდი რაოდენობით მიღებას და ოპერაციას. მაგრამ ცენტრ „სიმეტრიას“ ექიმები კურნავენ პაციენტებს მალთაშუა თიაქარით თანამედროვე ფიზიოთერაპიული მეთოდების დახმარებით.
მალთაშუა თიაქარის განვითარება ეფუძნება დისტროფიას, ანუ ქსოვილების ტროფიკის დარღვევას. ნორმაში, მალთაშუა დისკი ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას – ახდენს მალებს შორის დატვირთვის ამორტიზაციას. ეს შესაძლებელია მისი სტრუქტურის, გელისმაგვარი ბირთვისა და მკვრივი ფიბროზული რკალის ხარჯზე, რომელიც ასრულებს კაფსულის ფუნქციას.
მაგრამ რადგანაც თანამედროვე ადამიანები ცხოვრობენ მჯდომარე ცხოვრების წესით, არასწორად მოძრაობენ, მალთაშორისი დისკები დროთა განმავლობაში კარგავენ თავიანთ თვისებებს. ისინი ვერ ასწრებენ სინოტივის აღდგენას თავიანთ ბირთვში და წყვეტენ ხერხემალზე დატვირთვის კომპენსაციას. დეჰიდრატაციის დროს დისკი კარგავს ელასტიურობას, მის ზედაპირზე ჩნდება დაზიანებები.
ფიბროზული რკალის დაზიანების დროს, დისკის ბირთვი გადაადგილდება გარეთ. ეს იწვევს სისხლძარღვების შეკუმშვას, ვენოზური დისცირკულაციის დარღვევას, შეშუპების გაჩენას. უკანასკნელის ხარჯზე ხდება ნერვების ტრავმირება და ჩნდება ტკივილის შეგრძნებები.
დაავადების სიმპტომები
მალთაშორისი თიაქარი შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:
- ტკივილები ზურგის არეში,რომელიც გადაეცემა კიდურებს, დუნდულა
- კუნთებს, მხარს;
- მოძრაობის შეზღუდვა;
- სპაზმები კუნთებში;
- რბილი ქსოვილების შეშუპება;
- შინაგანი ორგანოების მუშაობის დარღვევა (კუჭნაწლავის ტრაქტის, შარდსასქესო სისტემის, გულის);
- დაბუჟება, ჩხვლეტა დაზიანებულ ზონაში;
- თავის ტკივილები;
- თავბრუსხვევები.
რა მოხდება, რომ არ ვუმკურნალებთ მალთაშუა თიაქარს
თუ მალთაშუა თიაქარს არ ვუმკურნალეთ, დაავადების სიმპტომები გაიზრდება. მგრძნობელობისა და კუნთების მამოძრავებელი ფუნქციის დარღვევა იწვევს რიგი კუნთების ფუნქციების დაქვეითებას და, როგორც შედეგი, სხვა კუნთების დატვირთვას. ამგვარად წარმოიქმნება პათოლოგიური მექანიკა.
თანდათან დისკის დაზიანების ადგილას ჩნდება ნაწიბურები, ვიწროვდება ზურგის ტვინის ნერვის არხი. ამან შეიძლება გამოიწვიოს კიდურების ფუნქციების სამუდამო შეზღუდვა, კუნთების ატროფია. დაავადების მკურნალობის ვადები დამოკიდებულია თიაქარის გაჩენის ხანგრძლივობაზე და ხერხემლის სტრუქტურის მდგომარეობაზე, ამიტომ თუ თქვენ გრძნობთ ზურგის ტკივილს, იჩქარეთ და დიაგნოზისთვის მიმართეთ ცენტრ „სიმეტრიას“
მალთაშორისი თიაქრის დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“
პირველად ვიზიტს გაივლით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმთან. გასინჯვის პროცესი შედგება რამოდენიმე ეტაპისგან:
- პაციენტის გამოკითხვა, დაავადების სიმპტომების გარკვევა, ანამნეზის შეკრება.
- ხერხემლის, რბილი ქსოვილების, სახსრების დათვალიერება.
- ფუნქციონალური ტესტის ჩატარება.
- დამატებითი კვლევის ანალიზი (მრტ სურათები)
ყველა ეტაპის გავლის შემდეგ, ექიმი ადგენს დიაგნოზს და პაციენტისთვის მორგებულ თერაპიის ინდივიდუალურ გეგმას.
მალთაშორისი თიაქრის მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“
მალთაშორისი თიაქარის მკურნალობის გეგმის შედგენის დროს, ცენტრის ექიმები ადგენენ მიზეზს, რომელმაც გამოიწვია დარღვევა. ფიზიოთერაპიის მთელი მეთოდი, რომელიც გამოიყენება ცენტრში, ეფუძვნება მკურნალობას მოძრაობით. ჩვენი სპეციალისტების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თიაქრის უმეტესი შემთხვევები შეიძლება განიკურნოს ოპერაციული ჩარევის და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გარეშე.
ოპერაცია ინიშნება მხოლოდ კუნთების დამბლის შემთხვევაში ან ისეთი ინტენსიურობის ტკივილის დროს, როცა პაციენტი სასწრაფოდ საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას. სხვა შემთხვევებში ჩვენ წარმატებით ვუმკლავდებით მალთაშორის თიაქარს, 2-3 თვის მანძილზე რეგულარული ვარჯიშით დანადგარ „სიმეტრიას“ საშუალებით.
მრავალფუნქციური დანადგარი ისე არის აწყობილი, რომ მასზე მუშაობა შეუძლიათ.
ბავშვებსაც და ხანდაზმულ ადამიანებსაც. დატვირთვა განისაზღვრება დოზირებულად თითოეული პაციენტისთვის, დიაგნოზიდან და დარღვევის განვითარების მიზეზიდან გამომდინარე . მოძრაობები კეთდება ფიზიოლოგიურად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
ყოველ ვარჯიშზე პაციენტი მუშაობს რეაბილიტოლოგთან ინდივიდუალურად. სპეციალისტი აკონტროლებს ყოველ მოძრაობას, თვალყურს ადევნებს ტექნიკას და ეხმარება შიშის დაძლევაში. უკვე პირველი ორი კვირის ვარჯიშის შემდეგ ტკივილის სიმპტომები მცირდება.
ვარჯიშის ყოველი კვირის გასვლის ბოლოს ხდება ექიმის მიერ საკონტროლო გამოკვლევის ჩატარება (გასინჯვა). სისტემური თერაპიის შედეგად ხდება დისკის კვების აღდგენა,თიაქარი გაიწოვება, ფიბროზული რკალი აღდგება. მობრძანდით ცენტრ „სიმეტრიაში“ და ჩვენ დაგავიწყებთ ტკივილს ზურგის არეში თიაქარის დროს ოპერაციის გარეშე!
ჩვენი კურსები
ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე
თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით რომ ერთად შევარჩიოთ თქვენთვის მისაღები დრო.