დიაგნოზი „თიაქარი“ ან „პროტრუზია“ ჩვენ არ შეგვაშინებს. დაგეხმარებით ოპერაციის, ნემსების და წამლების გარეშე დაძლიოთ ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა.ვმკურნალობთ სპეციალური ტრენაჟორის გამოყენებით!
ხერხემლის კისრის განყოფილების თიაქრები და პროტრუზიები ჩნდება მალთაშუა დისკის გადაადგილებით ხერხემლის არხის მიმართულებით. ამასთან პროტრუზიების დროს დისკის კაფსულა (ფიბროზული რკალი) რჩება მრთელი, ხოლო თიაქრების დროს სკდება.დაავადების მკურნალობა ფიზიოთერაპიის მეთოდიკის დახარებით საშუალებას იძლევა აღმოიფხვრას მიზეზი და მოხდეს არასასურველი გართულებების თავიდან აცილება.
ყველაზე ხშირად ხერხემლის კისრის განყოფილების პროტრუზიებისა და თიაქრების გაჩენას იწვევს “მათრახისებური“ ტრავმები. ეს არის ტრავმის სახეობა, რომლის დროსაც კისერი ზიანდება წინ წამოწევის შედეგად, ხოლო შემდეგ წინ მკვეთრი ბიძგით. ასეთი ტრავმები ხშირად გვევლინება სსშ დროს (მკვეთრი დამუხრუჭება),ყვინთვა,დაცემა თავზე და ზურგზე.
ხერხემლის კისრის განყოფილების პროტრუზიებისა და თიაქრების განვითარების მეორე გავრცელებული მიზეზი არის – დისტროფია,ანუ ხერხემლის ტფოფიკის დარღვევა.ასეთი ცვლილებები შეინიშნება იმ ადამიანებში, ვისი სამსახურიც აიძულებს მათ იჯდნენ ზედიზედ რამდენიმე საათი კომპიუტერთან, იძულებით მდგომარეობაში თავით წინ მონიტორისკენ.ასეთ მდგომარეობაში ყოფნის დროს კისრის კუნთები ძლიერ დატვირთვას განიცდიან და რაღაც მომენტში უჭირთ თავად მოდუნება, რაც იწვევს ტვინის სისხლმომარაგებაზე პასუხისმგებელი ნერვებისა და სისხლძარღვების შეკუმშვას.
დაავადების სიმპტომები
ხერხემლის კისრის განყოფილების პროტრუზიებისა და თიაქრების დროს ჩივილები ერთმანეთის მსგავსია :
- ტკივილები კისერში;
- კისრის მოძრაობის შეზღუდვა;
- თავის ტკივილები;
- თავბრუსხვევები;
- ხმაური ყურში;
- დაშორებული ტკივილები ხელში და მხარში.
რა მოხდება თუ არ ვუმკურნალებთ ხერხემლის კისრის განყოფილების პროტრუზიებსა და თიაქრებს
ხერხემლის კისრის განყოფილების პროტრუზიების მკურნალობის გარეშე დატოვება ყველაზე ხშირად იწვევს დისკის ფიბროზული კაფსულის დაზიანებას,გამოწვეულს
დისტროფიული ცვლილებებით და თიაქარის განვითარებას.თუკი არ ვუმკურნალებთ კისრის მალების თიაქარს, გართულებები შეიძლება იყოს გაცილებით მძიმე.
რადგან ხერხემლის კისრის განყოფილებაში ზურგის ტვინი გასქელებულია, ის უფრო სწრაფად ისრისება.ზურგის ტვინის ძლიერმა დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება. ასეთმა დაზიანებებმა კი თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიონ დამბლა და ერთადერთი ხელმისაწვდომი დახმარების საშუალება გახდება ნეიროქირურგია.
პროტრუზიებსა და თიაქრებს დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“
დარღვევების დიაგნოსტიკა ხერხემლის კისრის განყოფილებაში შედგება რამოდენიმე ეტაპისაგან:
- გამოკითხვა. ექიმი არკვევს ჩივილებს, პაციენტის ცხოვრებისა და დაავადების ანამნეზს.
- გასინჯვა. შეიცავს პალპაციას (რბილი ქსოვილებისა და სახსრების გასინჯვა) და ფუნქციონალური ტესტები.
- მრტ.
- თავისა და კისრის სისხლძარღვების ექოსკოპია (სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნიშნების დროს და ცნს).
დაწვრილებითი დიაგნოსტიკის შემდეგ ფიზიოთერაპევტი სვამს დიაგნოზს და ადგენს თერაპიის ინდივიდუალურ სქემას.
ხერხემლის კისრის განყოფილების პროტრუზიებისა და თიაქრებს მკურნალობა ცენტრ „ სიმეტრიაში“
მკურნალობის სქემა შეიცავს ვარჯიშების გეგმას ტრენაჟორზე „სიმეტრია“.ჩვენ ვმკურნალობთ ხერხემლის თიაქარსა და პროტრუზიებს მხოლოდ ეფექტური ვარჯიშების დახმარებით და არ ვატრებთ ოპერატიულ ჩარევებს, არ ვნიშნავთ მედიკამენებს. ჩვენი ტრენაჟორი ერგონომიული და მრავალფუნქციურია, ის გვეხმარება ხერხემლის ნებისმიერი პრობლემების დროს.
მისი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ ადამიანის სხეულის ნებისმიერ კუნთებს სწორად მოძრაობა,ფიზიოლოგიურად, ზედმეტი დატვირთვის გარეშე.ხერხემლის კისრის განყოფილების დაზიანების შემთხვევის დროს ჩვენ ვრთავთ მუშაობაში მხრის აპარატის კუნთებს, ხოლო კისრის კუნთები არ განიცდიან არანაირ დატვირთვას,ეს ხომ სარისკოა ტრავმის მიღების კუთხით.
მხრის კუნთებთან მუშაობა გვეხმარება სპაზმის მოხსნაში გადატვირთული კუნთებიდან, ასევე ნორმალური სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის აღდგენაში. პაციენტი ასრულებს ვარჯიშებს რეაბილიტოლოგის ზედამხედველობით, ხოლო მკურნალი ექიმი ატარებს საკონტროლო გასინჯვას კვირაში ერთხელ. ასეთი მიდგომებით ჩვენ მნიშვნელოვნად ვამცირებთ ტკივილის შეგრძნებებს უკვე პირველ რამოდენიმე მეცადინეობაში.მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ჩივილები ქრება, ხოლო კისრის მოძრაობა მთლიანად აღდგება.
ჩვენი კურსები
ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე
თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით თქვენთის მისაღები დროს შესარჩევად.