ზურგის ტკივილები მალთაშორისი დისკების პროტრუზიის დროს

მიიღეთ მრტ სურათები დიაგნოზით „მალთაშორისი დისკის პროტრუზია“? არ იჩქაროთ წასვლა ქირურგთან! ცენტრ „სიმეტრიაში“ გამოიყენება ეკოლოგიური მკურნალობა მოძრაობით- ჩარევების გარეშე!

მალთაშორისი დისკის პროტრუზია — ეს არის პათოლოგია,რომლის დროსაც ხდება მალთაშორისი დისკის გადაადგილება ხერხემლის არხში. ამასთან,თიაქარისგან განსხვავებით დისკის ფიბროზული კაპსულა დაზიანებული არ არის.დაავადების  ამ შემთხვევაში  მკურნალობის  დაწყება მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად,რათა მოხდეს გართულებებისთვის  თავის არიდება.

მალთაშორისი დისკების პროტრუზიები ჩნდება როგორც დისტროფიული პროცესის შედეგი , კერძოდ ხერხემლის სტრუქტურების კვების გაუარესება. ჯანმრთელი ადამიანის მალთაშუა დისკები დატვირთვის დროს   ასრულებენ ამორტიზატორის როლს ხერხემლისათვის. ანატომიურად დისკი შედგება თხევადი ბირთვისგან და ფიბროზული კაფსულისაგან. სწორედ სინოტივის გაცემით ბირთვი ახდენს ხერხემლის ნებისმიერი მოძრაობის კომპენსაციას.

სისტემატიურად არასწორი მოძრაობების დროს, სპორტის გარეშე,მალთაშუა დისკებს არ შეუძლიათ წყლის  ბალანსის დროული აღდგენა და მათი ხარისხიანი მუშაობა წყდება.მათში ხდება გაუწყლოება,რის გამოც მარტივად ზიანდებიან. შედეგად ხდება დისკის გადაადგილება (პროტრუზია),უარესდება ვენოზური დისცირკულაცია,ხდება ზურგის ტვინის ნერვების დაჭიმვა,ჩნდება არასასიამოვნო სიმპტომები.

 

დაავადების  სიმპტომები

მალთაშორისი დისკის პროტრუზია ვლინდება შემდეგი სახის ჩივილებით:

  • ტკივილები ზურგის, კისრის არეში;
  • თავის ტკივილები და თავბრუსხვევები;
  • არტერიული წნევის დარღვევა;
  • დაშორებული ტკივილები ხელებსა და ფეხებში;
  • შებოჭილობა, ზურგის კუნთების სპაზმები;
  • გაცხრილვა
  • მგრძნობელობის დაქვეითება კიდურებში,საზარდულის არეში (წვა,დაბუჟება,ჩხვლეტა,კანკალის გრძნობა);
  • კუნთების სისუსტე
  • მოძრაობის დაკარგვა

რა მოხდება თუ არ ვუმკურნალებთ მალთაშუა დისკების პროტრუზიას

ავადმყოფობის დროული მკურნალობა დაგვეხმარება არ დავუშვათ ყველაზე სავარაუდო გართულება — მალთაშორისი დისკის თიაქარი. ადრე თუ გვიან დისკის დაზიანება გამოიწვევს ფიბროზული რკალის გარღვევას და თიაქარის გაჩენას.ამასთან არასასიამოვნო სიმპტომები იზრდება,ტკივილი ხდება ქრონიკული.

მკურნალობის გარეშე დატოვებული თიაქრები იწვევენ ფიბროზული კაპსულის შეხორცებას და კიდევ მეტად აზიანებენ ზურგის ტვინის ნერვებს. თანდათან კიდურების ფუნქციები ძლიერ იფარგლება,ხდება კუნთების ატროფია. ამიტომ არ არის სასურველი დიაგნოსტიკის გადადება და მკურნალობის პროცესის დაწყება.

მალთაშუა დისკების პროტრუზიის დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“

სამედიცინო ცენტრ „სიმეტრიას“ ექიმები ატარებენ დაწვრილებით დიაგნოსტიკას მკურნალობის გეგმის შედგენამდე. იმისათვის, რომ თერაპია იყოს ეფექტური მნიშვნელოვანია დარღვევების მიზეზის პოვნა და ლოკალიზების ზუსტი დადგენა. ამისთვის დიაგნოსტიკა შედგება გარკვეული ეტაპებისგან:

  1. კონსულტაცია. ფიზიოთერაპევტი გაარკვევს შესაბამის სიმპტომებს,დაგისვამთ დამაზუსტებელ კითხვებს,შეაგროვებს ანამნეზს.
  2. გასინჯვა. ექიმი ჩაატარებს პალპაციას და ფუნქციონალურ სინჯებს.
  3. ხერხემლის ოპტიკური ტოპოგრაფია. ტარდება DIERS 4Dmotion® აპარატის საშუალებით.გერმანული მწარმოებლის აპარატით არ ახდენს დასხივებას და 10 წუთში იძლევა საშუალებას ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიების გამოვლენისა.
  4. საჭიროების შემთხვევაში გამოკვლევის დამატებითი მეთოდები (მრტ)

 

ასეთი მრავალეტაპობრივი დიაგნოსტიკა ეხმარება ჩვენს ექიმებს დასვან სწორი დიაგნოზი და ინდივიდუალურად შეადგინონ თერაპიის გეგმა თითოეული პაციენტისთვის.

 

მალთაშუა დისკების მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“

დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გეგმის შედგენის შემდეგ პაციენტი იწყებს ვარჯიშების კურსს ტრენაჟორზე „სიმეტრია“. ცენტრის ყოველი პაციენტი გაივლის ინდივიდუალურ თერაპიას. ჩვენ არ ვიყენებთ შაბლონურ გეგმებს, რადგანაც მხოლოდ პაციენტის, რეაბილიტოლოგისა და ექიმის ინდივიდუალური მუშაობისას, ჩვენ ვაღწევთ მაღალ შედეგებს ხერხემლის დაავადებების მკურნალობაში.

ტრენაჟორი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ მრავალფუნქციურია.მისი მეშვეობით შეიძლება მუშაობა ნებისმიერ კუნთებზე- გამიზნულად და დოზირებულად.ამასთან ტრენაჟორის ერგონომიულობა უზრუნველყოფს ფიზიოლოგიურ მოძრაობებს,სახსრებზე  ზედმეტი ზეწოლის გარეშე.ექიმ-რეაბილიტოლოგის დახმარებით პაციენტი ხელახლა სწავლობს თავისი კუნთების მართვას,რის შედეგადაც პათოლოგიური მექანიზმი იცვლება ჯანმრთელი მოძრაობებით,აღდგება სტრუქტურების კვება და მალთაშუა დისკის მთლიანობა.

რეაბილიტოლოგთან რეგულარული მუშაობის წყალობით ჩვენი პაციენტები გრძნობენ გაუმჯობესებას უკვე მეცადინეობის  პირველი კვირის გასვლისთანავე! ყოველი სამი მეცადინეობის შემდეგ მკურნალი ფიზიოთერაპევტი ატარებს კონტროლს- გამოკითხვას,სინჯავს პაციენტს და უტარებს ოპტიკურ ტოპოგრაფიას.მკურნალობის სრული კურსის გასვლის შემდეგ ადამიანი გრძნობს თავს ჯანმრთელად და მთლიანად ივიწყებს ზურგის ტკივილს!

ჩვენი კურსები

კურსი სიმეტრია

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
მასაჟის გარეშე

კურსი სიმეტრია +

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
+მასაჟი

მთავარი ექიმის კონსულტაცია

ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა
სატესტო ვარჯიში
სამკურნალო პროგრამა

ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე


თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით რომ ერთად შევარჩიოთ თქვენთვის მისაღები დრო.