ტკივილები ზურგის არეში ხერხემლის გამრუდების დროს

მოგიხსნით ხერხემლის გამრუდებას სპეციალური ტრენაჟორის გამოყენებთ- ტკივილის,კორსეტის ხანგრძლივად  ტარებისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე!

აღნაგობა — ეწოდება ადამიანის ბუნებრივ ვერტიკალურ მდგომარეობას მოძრაობის დროს და სტატიკური მდებარეობის დროს. სწორი აღნაგობის დროს ჩვენ გვიჭირავს თავი და ტანი სწორად, დავდივართ მსუბუქი ნაბიჯებით, დაწეული მხრებით და შეწეული მუცლით. ნორმაში ხერხემალს აქვს ბუნებრივი მრუდები, რომლებსაც უჭირავთ სხეული დატვირთვის დროს,იცავენ მალთაშუა დისკებსა და კვანძებს ტრავმებისაგან.

აღნაგობის  დარღვევად ითვლება ხერხემლის სვეტის პათოლოგიური გამრუდება,რომელიც იწვევს ტკივილს ზურგის არეში და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციისა და  შინაგანი ორგანოების მუშაობის გაუარესებას. აღნაგობის დარღვევის ყველა შემთხვევას არ მივყავართ ასეთ არასასიამოვნო შედეგამდე. არსებობს გენეტიკურად განპირობებული ანატომური თავისებურებები (მოხრილობა,მრგვალი ან ბრტყელი ზურგი) და ასეთი შემთხვევები მკურნალობას არ საჭიროებს.

აღნაგობის დარღვევა შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი ასევე შეძენილი. რა იწვევს ტკივილს ზურგის არეში? ყველაზე მთავარი მიზეზი არის- არასაკმარისად განვითარებული ზურგის კუნთები,რომლებიც უზრუნველყოფენ ტორსის სწორ მდგომარეობას. ახალგაზრდა ასაკში ეს კუნთები არის ტონუსში, ანუ მათ აქვთ შესაძლებლობა ხანგრძლივად ეჭიროთ  კუმშვა სხეულის დაჭერის მიზნით.მაგრამ ასაკთან ერთად, თუ ზურგის კუნთებს არ გავამაგრებთ, ის დუნდება და არ შეუძლია ტორსის სისწორის შენარჩუნება.შედეგად ადამიანი გრძნობს ტკივილს.

აღნაგობის დარღვევის სიმპტომები

წინ წამოწეული კისერი,მოხრილი მხრები, გადმოგდებული მუცელი- ეს არასწორი აღნაგობის  გარეგანი მაჩვენებლებია. ადრე თუ გვიან ჩნდება შემდეგი სახის ჩივილები:

  • ტკივილები ზურგის არეში, გულმკერდის არეში,კიდურებში
  • სწრაფი დაღლილობა;
  • თავის ტკივილები,თავბრუსხვევები;
  • სისუსტე;
  • შინაგანი ორგანოების ფუნქციების დარღვევა;
  • მხედველობის დაქვეითება.

ყოველივე ეს გამოწვეულია იმით რომ, სუსტი კუნთებისთვის სხეულის დაჭერა რთულდება.

რა მოხდება თუ არ ვუმკურნალებთ ხერხემლის გამრუდებას

თუკი ზურგის კუნთებს არ გავაძლიერებთ, პრობლემები გართულდება. საწყის ეტაპზე ტკივილი და არასასიამოვნო სიმპტომები გაივლის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დასვენების შემდეგ. მაგრამ დროთა განმავლობაში ესეც არ შველის. კუნთებზე  ზედმეტი დატვირთვა იწვევს  ხერხემლის ფუნქციონალური ბლოკების განვითარებას, ინერვაციის დარღვევას, დისტროფიული სახის ცვლილებების განვითარებას (ოსტეოქონდროზის, პროტრუზიების, მალთაშორისი დისკის თიაქრების და სხვა.)

რაც უფრო ადრე დაიწყება პათოლოგიის მკურნალობა, მით უფრო მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი არასასიამოვნო შედეგების თავიდან აცილება. ცენტრ „სიმეტრიას“ ფიზიოთერაპევტები დაგეხმარებიან თქვენ ამაში. ჩვენი ექიმები შეიმუშავებენ მკურნალობისა და აღდგენის  გეგმას სწორედ თქვენი კუნთებისათვის, გაითვალისწინებენ ინდივიდუალურ თავისებურებებს და გააკონტროლებენ გაჯანსაღების პროცესს.

ხერხემლის გამრუდების დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“

 

ხერხემლის გამრუდების დიაგნოსტიკა სრულდება პირველადი კონსულტაციის დროს. ის შედგება შემდეგი ეტაპეპისგან:

  • ანამნეზის გამოკითხვა და შეგროვება;
  • დათვალიერება,პალპაცია;
  • ფუნქციონალური ტესტების ჩატარება
  • ხერხემლის ოპტიკური ტოპოგრაფია (DIERS 4Dmotion®) ;
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებთი МРТ-სურათების გამოკვლევა.

ხერხემლის გამრუდების სახეობის დადგენის შემდეგ ექიმი- ფიზიოთერაპევტი შეადგენს მკურნალობის სქემას კონკრეტულად თქვენი შემთხვევისთვის

 

ხერხემლის გამრუდების მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“

ხერხემლის გამრუდების გასწორება ცენტრ „სიმეტრიაში“ მიიღწევა მოძრაობის დახმარებით.ჩვენ ვასწავლით ჩვენს პაციენტებს სწორად მოძრაობას,საჭირო კუნთების ჩართვას,ხერხემლის სტრუქტურების გაძლიერებას მრავალფუნქციური ტრენაჟორ „სიმეტრიას“ საშუალებით.

საავტორო ტრენაჟორი შექმნილია სპეციალურად იმისთვის, რომ ჩართოს მუშაობაში მხოლოდ განსაზღვრული კუნთები და ამასთან არ დატვირთოს სხვა.ტრენაჟორის კონსტრუქცია უზრუნველყოფს ფიზიოლოგიურ,სწორ მოძრაობებს,რომლებიც თანდათან ხსნიან ფუნქციონალურ ბლოკებს და აძლევენ აღდგენის საშუალებას გადაჭიმულ ნერვებსა და სისხლძარღვებს.

რეაბილიტოლოგთან ინდივიდუალური ვარჯიშების პირველი კვირის გასვლის შემდეგ ჩვენი პაციენტები გრძნობენ მნიშვნელოვან შვებას. ხოლო სრული კურსის დასრულების შემდეგ წელის არეში ტკივილი შეგიძლიათ დაივიწყოთ!  ექიმი-კურატორი ასევე მუდმივად მონაწილეობს მუშაობაში, ის ყოველკვირეულად აკონტროლებს ცვლილებებს გასინჯვისა და   ოპტიკური ტოპოგრაფიის დროს.

ჩვენი კურსები

კურსი სიმეტრია

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
მასაჟის გარეშე

კურსი სიმეტრია +

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
+მასაჟი

მთავარი ექიმის კონსულტაცია

ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა
სატესტო ვარჯიში
სამკურნალო პროგრამა

ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე


თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით რომ ერთად შევარჩიოთ თქვენთვის მისაღები დრო.