ტკივილები ზურგში მიოფასციალური სინდრომების დროს

დაგეხმარებით სამუდამოდ დაივიწყოთ ზურგის ტკივილი! შეგვიძლია მკურნალობა ოპერაციებისა და მედიკამენტების გარეშე.მკურნალობის კურსი ვარჯიშების საშუალებით სპეციალურ ტრენაჟორზე- და თქვენ ისევ გრძნობთ ძალას და ენერგიას სხეულში!

მიოფასციალური სინდრომი — ეს არის კუნთოვან- კვანძოვანი აპარატის პათოლოგია, რომლის დროსაც კუნთის ფუნქცია ირღვევა,მასში ჩნდებიან ტრიგერული წერტილები.ტრიგერული პუნქტები წარმოადგენენ კუნთებში შეცვლილ უბნებს,რომლებიც არაადექვატურად იკუმშებიან  მოძრაობების დროს და არღვევენ მთელი კუნთის კუმშვადობის პროცესს,ტკივილის გამოწვევით. პათოლოგიის მკურნალობა მიმართულია მუსკულატურის სწორი მუშაობის აღდგენისაკენ.

ასხვავებენ მიოფასციალური სინდრომების რამოდენიმე სახეობას:

  1. კუნთები, რომლებიც ჩნდება ფასციის ან გარსის დამოკლებისას. კუნთების ფასციის მთავარი ფუნქცია არის — მოძრაობის გადაცემა კუნთებიდან ძვლების მიმართულებით,კუნთების სრიალი და სისხლძარღვებისა და ნერვების  დაცვა, რომლებიც გაივლიან ნერვებს შორის ან მათზე. დამოკლებული ფასციის მქონე კუნთი მოძრაობისას არაადექვატურად რეაგირებს, ჩნდება ტკივილი.
  2. რომლებიც ჩნდება მყესის კუნთის პრობლემების დროს.მიოფასციალური სინდრომის დროს მყესში ჩნდება დარღვევები, რა დროსაც  კუნთის მუშაობა რეფლექტორულად იბლოკება, რომ არ მოხდეს მისი გახლეჩა.
  3. მიოფასციალური სინდრომები კუნთების სამაგრი ადგილების არასტაბილურობისას.თუკი დარღვევა ჩნდება სამაგრ ადგილზე, მაშინ შეკუმშვისას ის კარგავს უნარს მოძრაობაში მოიყვანოს ძვალი და შეასრულოს თავისი ფუნქცია სრულად.
  4. მფს გვირაბული სინდრომების დროს. გვირაბული სინდრომი ვითარდება, როდესაც ნერვზე, რომელიც განლაგებულია არხში ძვლებს,კუნთებსა და მყესებს შორის ხდება ზეწოლა. ნერვზე ზეწოლა ხორციელდება, როდესაც კუნთი მოკლდება და არ ეშვება, ამ დროს ჩნდება ტკივილი.

მიოფასციალური სინდრომების განვითარების მთავარი მიზეზები არის არასწორი მოძრაობები,ტრავმები,მეტაბოლიზმის დარღვევები.ასევე მიოფასციალური სინდრომები ვითარდება  არასაკმარისად განვითარებული კუნთების პირობებში (ადამიანებში, რომლებიც არ არიან დაკავებული სპორტით,აქვთ ცხოვრების მჯდომარე სტილი)და ასევე ასაკობრივი ცვლილებების დროს.

პათოლოგიის სიმპტომები

მიოფასციალური სინდრომების დროს პაციენტები უჩივიან ტკივილებს კუნთებში,ტრიგერული წერტილების არსებობას, რომლებიც მიერ ხდება ტკივილის „ჩაშვება“, დაშორებული ტკივილები და შინაგანი ორგანოების ფუნქციების დარღვევა.დაზიანებული ადგილიდან გამომდინარე დაშორებული ტკივილები შეიძლება შეიმჩნეოდეს კიდურებში, თავში და კისერში, სასქესო ორგანოებში, საჯდომზე,შორისში,სახსრებში.ვეგეტატიური დარღვევებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი სახის:

  • ქოშინი;
  • თავბრუსხვევები;
  • პირღებინება;
  • გულის რითმის დარღვევები;
  • კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევები;
  • ძილის დარღვევები;

რა მოხდება რომ არ ვუმკურნალოთ მიოფასციალურ სინდრომებს

მიოფასციალური სინდრომების დროს კუნთი, რომელშიც არის ტრიგერული წერტილები, მუშაობს არასწორად.მას არ შეუძლია ხარისხიანად გაჭიმვა და დამოკლება, ამიტომ მის ნაცვლად ირთვება ერთერთი ერტობლივად მომუშავე კუნთთაგანი,რომელიც ასევე ახორციელებს რაღაც მოძრაობას.მაგრამ სხვა კუნთს არ შეუძლია განახორციელოს მისთვის უცხო მოქმედება, ამიტომ მათ მივყავართ    სახსრებისა და ხერხემლის არასწორი მოძრაობისკენ.

ხანგრძლივი არასწორი მოძრაობები იწვევენ ფუნქციონალური ბლოკების გაჩენას და ქსოვილებში დისტროფიული პროცესების განვითარებას. ხერხემლის კვების დარღვევისას ვითარდება ოსტეოქონდროზი, ჩნდება პროტრუზიები და ხერხემლის თიაქრები.ადამიანს უჩნდება ქრონიკული ტკივილები ზურგში,ატროფირდება კუნთები,ეკარგება კიდურების ფუნქციები.

 მიოფასციალური სინდრომების დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“

სამედიცინო ცენტრ „სიმეტრიის“ექიმები ზუსტად დაადგენენ მიზეზს და მიოფასციალური სინდრომის ლოკალიზაციას და შეადგენენ მკურნალობის გეგმას ისე, რომ მხოლოდ პაციენტის ჩივილები კი არ მოხსნან, არამედ აღადგინონ კიდურების ნორმალური მუშაობა.დიაგნოსტიკით ცენტრში დაკავებულნი არიან  დიდი გამოცდილების მქონე ფიზიოთერაპევტები.ჩვენმა ექიმებმა დახმარება გაუწიეს ასობით პაციენტს მოძრაობის აქტივობის აღდგენაში და ზურგის ტკივილის დავიწყებაში.

დიაგნოსტიკის პროცესი ხორციელდება პირველი კონსულტაციის დროსდა შედგება ასეთი ეტაპებისგან:

  • გამოკითხვა (ჩივილებისა და ანამნეზის შეგროვება)
  • გასინჯვა (ვიზუალური დათვალიერება, ქსოვილების შეხებითი გასინჯვა);
  • ფუნქციონალური ტესტების ჩატარება;
  • ხერხემლის ოპტიკური ტოპოგრაფია DIERS 4Dmotion®აპარატზე;
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი გამოკვლევების ჩატარება.

 

მიოფასციალური სინდრომების მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“

მკურნალობა მოძრაობის დახმარებით- ეს არის ხერხი,რომლის მეშვეობით ცენტრის ფიზიოთერაპევტები გადაწყვიტავენ თქვენს პრობლემას! ვარჯიშების სისტემა ტრენაჟორ „სიმეტრიაზე“,რომელიც შექმნილია ადამიანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის გათვალისწინებით,გვეხმარება გადავწყვიტოთ პრობლემა კომპლექსურად.მკურნალობა სრულიად ეკოლოგიურია და არ ითვალისწინებს მედიკამენტების მიღებასა და ოპერაციას.

სრული დიაგნოსტიკის შემდეგ ცენტრის ექიმი შეძლებს დაადგინოს დარღვევის სახეობა კუნთში და შადგენს მკურნალობის გეგმას, რომ გამიზნულად მოახდინოს ზემოქმედება მასზე ტრენაჟორის დახმარებით.ვარჯიშების შესრულების დროს პაციენტთან იმყოფება რეაბილიტოლოგი.მთელი მეცადინეობის მანძილზე ის აკონტროლებს მოძრაობების სისწორეს , თვალყურს ადევნებს დატვირთვას და უწევს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.

ტკივილის შესუსტება ხდება უკვე პირველივე ვარჯიშების გასვლის შემდეგ.თანდათან კუნთი, რომელშიც იყო დარღვევები ხელახლა სწავლობს მუშაობას, მისი ჯგუფის კუნთები ითიშება, დამოკლებული კუნთები იწელება, ხდება ხერხემლისა და კიდურების მოძრაობების სრული მოცულობით აღდგენა.

ჩვენი კურსები

კურსი სიმეტრია

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
მასაჟის გარეშე

კურსი სიმეტრია +

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
+მასაჟი

მთავარი ექიმის კონსულტაცია

ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა
სატესტო ვარჯიში
სამკურნალო პროგრამა

ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე


თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით რომ ერთად შევარჩიოთ თქვენთვის მისაღები დრო.