ტკივილები კისერში ხერხემლის არტერიის სინდრომის დროს.

ცუდად გრძნობთ თავს ძლიერი თავის ტკივილების,თავბრუსხვევებისა და ყურებში ზარის  გამო? არ ღირს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გადადება- რაც უფრო ადრე მოხვალთ ცენტრ „სიმეტრიაში“,მით უფრო სწრაფად დაგეხმარებით!

ხერხემლის არტერიის სინდრომი — არის სიმპტომების ერთობლიობა, რომლებიც საუბრობენ თავის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევაზე. სისხლის მიმოქცევა თავის სისხლძარღვებში ირღვევა ხერხემლის არტერიაზე  და სიმპათიკურ ნერვებზე ზეწოლის გამო, რომლებიც მის ირგვლივ არის განთავსებული. დაავადების მკურნალობის მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს სისხლძარღვებზე და ნერვებზე ზეწოლის მიზეზის აღმოფხვრა.

ხერხემლის არტერია გაივლის კისრის მალების განივ  წანაზარდებში და ხერხემლის კისრის განყოფილების ნებისმიერი დისფუნქციის დროს ის განიცდის სპაზმირებას, რის შედეგადაც ტვინის სტრუქტურები არ ღებულობენ კვებისთვის  საკმარისი რაოდენობის სისხლს.მიზეზები, რომლებიც ხშირად იწვევენ დარღვევებს ხერხემლის კისრის განყოფილებაში არის შემდეგი:

  • სტრესები;
  • ცხოვრების ნაკლებადმოძრავი წესი;
  • კისრის ხანგრძლივი ყოფნა იძულებით მდგომარეობაში (კომპიუტერთან მუშაობა და სხვა);
  • Хлыстовые ტრავმები;
  • ხერხემლის კისრის განყოფილების ფუნქციონალური ბლოკები;
  • კისრის მალების არასტაბილურობა.

 დაავადების სიმპტომები

თავის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევის გამო ადამიანი უჩივის ისეტ სიმპტომებს, როგორიც არის:

  • თავის ძლიერი ტკივილები ჩაფხუტის ტიპის (იწვება კეფის არეში და ვრცელდება შუბლზე, შეიძლება მოიცავდეს მთელ თავს, ან მის ერთ ნაწილს);
  • ტკივილები კისერში;
  • თავბრუსხვევები;
  • მერყევი სიარული
  • არამდგრადობა:
  • ყურებში ხმაური ან ზარი
  • მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა;
  • მხედველობის დარღვევა (თვალებში დაბნელება,უცხო სხეულის შეგრძნება).

 

რა მოხდება თუ არ ვუმკურნალებთ ხერხემლის არტერიის სინდრომს

თუ არ ვუმკურნალებთ დაავადებას, ტვინის სისხლმომარაგების დარღვევის არასასიამოვნო სიმპტომები გართულდება. თანდათან განვითარდება დისცირკულარული ენცეფალოპათია- მდგომარეობა,რომლის დროსაც ირღვევა კოგნიტური ფუნქციები (მეხსიერება,ყურადღება,აღქმა), შეინიშნება მოძრაობითი აქტიურობის, ემოციონალური სფეროს  აშლილობა. ასევე მკურნალობის გარეშე დატოვებული ხერხემლის არტერიის სინდრომი იწვევს იშემიურ იერიშებს, ინსულტებს, გიპერტონინიულ დაავადებას.

სამედიცინო ცენტრ „სიმეტრიას“ ექიმებს შეუძლიათ აგარიდოთ თავიდან ყველა ეს გართულება ტვინის  სისხლმომარაგებისთვის მნიშვნელოვან სისხლძარღვებზე ზეწოლის მიზეზის აღმოფხვრის გზით. ამასთან მკურნალობა არ გულისხმობს არც ოპერაციებს , არც მედიკამენტოზურ სქემებს, მხოლოდ სპეციალური ვარჯიშების კურსს მრავალფუნქციურ ტრენაჟორზე.

ხერხემლის არტერიის სინდრომის დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“

დაავადების დიაგნოსტიკაში ცენტრ „სიმეტრიას“ ფიზიოთერაპევტებისათვის მთავარი არის — გაგება, თუ რომელ სეგმენტში  ზარალდება ხერხემლის არტერია და რა მიზეზით.ამისათვის ექიმი თავდაპირველად დეტალურად გამოკითხავს პაციენტს გებულობს სიმპტომებსა და ცხოვრების ანამნეზს.ამის შემდეგ ატარებს ხერხემლისა და სახსრების დათვალიერებას,ასევე ფუნქციონალურ ტესტებს.

ტესტების დახმარებით, რომლის დროსაც ექიმი სთხოვს პაციენტს შეასრულოს გარკვეული  მოძრაობები თავითა და კისრით, დგინდება მალების არასტაბილურობა და ფუნქციონალური ბლოკები. დამატებითი გამოკვლევების საშუალებად ტარდება:

  • კისრისა და თავის ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია ფუნქციონალური სინჯებით (მობრუნება,თავის დახრილობები);
  • ხერხემლის ოპტიკური ტოპოგრაფია DIERS 4Dmotion®(საშუალებას იძლევა გამოვლინდეს გადახრები ვესტიბულარული აპარატის მუშაობაში);
  • მრტ;
  • რენტგენოგრაფია.

ხერხემლის არტერიის სინდრომის მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“

ხერხემლის არტერიის სინდრომის აღმოფხვრის მიზნით აუცილებელია ფუნქციონალური ბლოკებისა და მალების არასტაბილურობის მოხსნა და ხერხემლის სტატიკური ფუნქციების აღდგენა. ყველაფერ ამას აკეთებენ ცენტრ „სიმეტრიაში“-მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფიზიოთერაპევტები და რეაბილიტოლოგები.ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ მკურნალი ექიმი ადგენს მკურნალობის ინდივიდუალურ სქემას. შემდეგ იწყება პაციენტისა და რეაბილიტოლოგის მუშაობა.

მკურნალობის კურსი შედგება ტრენაჟორზე ვარჯისებისგან, რომლის დროსაც რეაბილიტოლოგი ხელახლა ასწავლის პაციენტს თავისი კუნთების მართვას. მხოლოდ ახლა უკვე ყველა მოძრაობა ფიზიოლოგიურია  და სრულდება სწორი ბიომექანიკის დაცვით. ხერხემლის კისრის განყოფილებაში პრობლემების დაძლევა ხდება მხრის კუნთებთან მუშაობით, ასე ჩვენ ვხსნით დატვირთვას   კისრის სუსტი კუნთებიდან და თავს ვარიდებთ შესაძლო ტრავმებსა და გართულებებს.

ყოველი სამი მეცადინეობის გასვლის შემდეგ პაციენტი გაივლს საკონტროლო გასინჯვას ფიზიოთერაპევტთან.ექიმი თვალყურს ადევნებს დინამიკას, და აუცილებლობის შემთხვევაში,შეაქვს კორექტივები მკურნალობის გეგმაში. შედეგად ჩვენ ვაღწევთ ხერხემლის კისრის განყოფილების იდეალურ მუშაობას და ყველა ჩივილი ტკივილის, დისკომფორტისა და დარღვევების თაობაზე ქრება.

ჩვენი კურსები

კურსი სიმეტრია

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
მასაჟის გარეშე

კურსი სიმეტრია +

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
+მასაჟი

მთავარი ექიმის კონსულტაცია

ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა
სატესტო ვარჯიში
სამკურნალო პროგრამა

ონალინ ჩაწერა კონსულტაციაზე


თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით თქვენთის მისაღები დროს შესარჩევად.