ტკივილები კისერში ოსტეოქონდროზის დროს

განვკურნავთ ოსტეოქონდროზს  მედიკამენტებისა და ოპერაციების გარეშე, მხოლოდ ფიზიოლოგიური ვარჯიშები  სპეციალურ ტრენაჟორზე!

ოსეოქონდროზი ეწოდება ხერხემლის დაავადებას, რომლის განვითარებას იწვევს ქსოვილების კვების დარღვევა. დაავადების განვითარება შესაძლებელია ხერხემლის ნებისმიერ განყოფილებაში. ხერხემლის კისრის განყოფილება — ერთერთი ხშირი ადგილია ოსტეოქონდროზის ლოკალიზაციისთვის, რადგან სწორედ აქ არის განლაგებული შედარებით სუსტი  კუნთები. ასე რომ დაავადების მკურნალობაც კი მიმდინარეობს კისრის კუნთებზე ზედმეტი დატვირთვის გარეშე.

ხერხემლის კისრის განყოფილებაში კვების დარღვევის მთავარ მიზეზს წარმოადგენს — მჯდომარე მუშაობა კომპიუტერთან, ტანზე ოდნავ წინ წამოწეული თავის  იძულებითი მდგომარეობით და ასევე ემოციები. კისრის კუნთები ერთერთი პირველთაგანია რომლებიც რეაგირებენ ისეთ ემოციებზე, როგორიც არის  მღელვარება, შიში, ბოღმა, წყენა და სხვა.) ხშირი  დაძაბულობის  დროს კუნთებს არ შეუძლიათ აღნიშნული დატვირთვის კომპენსირება და ხდება სხეულის დაცვითი მდგომარეობის ფორმირება, რომლის დროსაც თავი შეწეულია  მხრებში და წამოწეულია წინ.

თუკი კუნთები დიდხანს აკავებენ თავს ასეთ მათთვის უჩვეულო მდგომარეობაში, მათ არ შეუძლიათ მოდუნება, ამასთან ადამიანის სუნთქვა ხდება ზედაპირული.კისრის დაძაბული კუნთების მიერ ერთმანეთში ხდება მალების დაქაჩვა, დამატებით დატვირთვას ახდენენ სახსრებზე და მალების დისკებზე, რის შედეგადაც იჭედება სისხლძარღვები, რომლებიც უზრუნველყოფენ სტრუქტურების კვებას. დარღვეული კვება კი თავის მხრივ იწვევს ოსტეოქონდროზის განვითარებას.

 

დაავადების სიმპტომები.

ყველაზე ხშირად ხერხემლის კისრის განყოფილების ოსტეოქონდროზი ვლინდება შემდეგი სახის ჩივილებით:

  • ტკივილები კისერში, რომლებიც ჩნდება თავისთავად და ასევე თავის მობრუნებისა და დახრის დროს;
  • დაშორებული ტკივილები კეფაში,თვალებში,მხრებში,ხელებში;
  • კისრის მოძრაობების შებოჭვა;
  • ძლიერი თავის ტკივილები;
  • თავბრუსხვევები;
  • ქრონიკული დაღლილობა;
  • მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითება.

რა მოხდება, თუ არ ვუმკურნალებთ ხერხემლის კისრის განყოფილების ოსეოქონდროზს

თავისთავად ოსტეოქონდროზი არ გაივლის.თუ დაავადებას არ ვუმკურნალებთ, დროთა განმავლობაში დისტროფიული დარღვევები პროგრესირებს. სპაზმირებული კუნთები კიდევ უფრო მეტად აწვება საძილე და ხერხემლის არტერიებს,საუღლე ვენებს- სისხლძარღვებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლმომარაგებას და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას. სისხლის მიმოქცევის დარღვევა იწვევს სიმპტომების გაუარესებას და ახალ დარღვევებს, ისეთებს როგორიც არის:

  • ქოშინი;
  • მომატებული ოფლიანობა;
  • ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;
  • წითელი ლაქები სახეზე და კისერზე;
  • ტრემორი (კიდურების კანკალი);
  • მუდამ ცივი ხელები;
  • ფერმკრთალობა;
  • არტერიული წნევის ცვალებადობა;
  • მხედველობისა და სმენის დაქვეითება;
  • ტკივილები გულის არეში

ოსეოქონდროზის დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“

ოსტეოქონდროზის დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ფიზიოთერაპევტი ჩაატარებს გამოკითხვას, გასინჯვას და დამატებით გამოკვლევის მეთოდებს.გამოკითხვის დროს ექიმი აღნიშნავს ჩივილებს, მათ ხასიათს,ხანგრძლივობას და ინტენსიურობას, შეაგროვებს ანამნეზს.შემდეგ მოდის გასინჯვა, რომლის დროსაც სპეციალისტი მოახდენს რბილი ქსოვილების პალპაციას, დაადგენს სახსრების მოძრაობის უნარს.

მნიშვნელოვან დიაგნოსტიკურ ეტაპად ითვლება ფუნქციონალური ტესტების ჩატარება. ექიმი სთხოვს პაციენტს შეეხოს ნიკაპით გულმკერდს, ყურით მხარს,კეფით ზურგს და მოაბრუნოს თავი 90°,მხრების აწევის გარეშე. ასეთი ტესტი იძლევა  საშუალებას მოხდეს  დარღვევების ანალიზი და შედგეს შედგეს  მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა.

დამატებით  კვლევითი მეთოდების საშუალებად ცენტრის ექიმები ნიშნავენ მრტ, თავისა და კისრის სისხლძარღვების რენტგენოგრაფიას და ექოსკოპიას აუცილებლობის შემთხვევაში.

ოსეოქონდროზის მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“

ხერხემლის კისრის განყოფილების სტრუქტურებში დისტროფიული ცვლილებების აღმოფხვრა შესაძლებელია სპეციალური ვარჯიშების საშუალებით.ჩვენს კლინიკაში ასეთ ვარჯიშებს პაციენტი ასრულებს ინდივიდუალურად გაწერილი სქემის მიხედვით, რეაბილიტოლოგის კონტროლის ქვეშ. ყველა ვარჯიში სრულდება სპეციალურ ტრენაჟორზე „სიმეტრია“. ტრენაჟორზე ყველანაირი ვარჯიში გამოდის ფიზიოლოგიური, ზედმეტი დატვირთვისა და სახსრებზე ზეწოლის გარეშე.

ჩვენს მეთოდიკაში  ხერხემლის კისრის განყოფილების ოსეოქონდროზის სამკურნალო ვარჯიშები სრულდება კისრის კუნთების ჩართულობის გარეშე. ეს  ამცირებს ტრავმების, გამწვავებისა და გართულების რისკს.ჩვენ ვმუშაობთ მხრის საშუალებით, ვხსნით დაძაბულობასა და სპაზმს კუნთებიდან, ვახდენთ კუნთების დაბოლოებების სამაგრების სტაბილიზაციას.

ყოველ ვარჯიშს აკონტროლებს რეაბილიტოლოგი, ის არ დაუშვებს, რომ პაციენტმა იგრძნოს ტკივილი ან სიმძიმე. ვარჯიშების პირველი კვირის გასვლისთანავე ტკივილის ინტენსიურობა საგრძნობლად იკლებს, ხოლო სრული კურსის დასრულების შემდეგ ყველა სიმპტომი ქრება და ხერხემლის სტრუქტურებში რჩება მხოლოდ მოძრაობების სწორი ბიომექანიკა.

ჩვენი კურსები

კურსი სიმეტრია

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
მასაჟის გარეშე

კურსი სიმეტრია +

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
+მასაჟი

მთავარი ექიმის კონსულტაცია

ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა
სატესტო ვარჯიში
სამკურნალო პროგრამა

ონლაინ ჩაწრა კონსულტაციაზე


თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით თქვენთის მისაღები დროს შესარჩევად.