ტკივილები კისერში კეფა-ატლანტის  შესახსრების დროს

გიჭირთ თავის მობრუნება ან კისრის მოხრა? ეს მტკივნეული და არასასიამოვნოა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თქვენი დახმარება! ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ცენტრ „სიმეტრიაში“ და ჩვენი ექიმები აღმოფხვრიან პრობლემას.

კეფა-ატლანტის  შესახსრება— ეს არის სახსარი, რომელიც აერთებს თავსა და ხერხემალს ერთმანეთთან. ის შედგება კეფის ძვლისა და ატლანტისაგან,კისრის პირველი მალისგან.სახსარი უზრუნველყოფს თავის მოძრაობას წინ და უკან (მოხრილობაზე და გასწორებაზე) და ასევე თავის გადახრას მარცხნივ და მარჯვნივ. ამიტომ როდესაც მასში ჩნდება ფუნქციონალური ბლოკი,მოძრაობები საგრძნობლად იზღუდება და ადამიანი გრძნობს ტკივილს.ამ შემთხვევაში დაავადების მკურნალობა უნდა მდგომარეობდეს ბლოკის მოხსნაში და თავისა და კისრის მოძრაობების მოცულობის აღდგენაში.

გარდა სახსრისა, თავის და კისრის მოძრაობებში მონაწილეობენ კუნთები. არასასურველი ფაქტორების ზეგავლენით, ეს კუნთები წყვეტენ დატვირთვის კომპენსირებას და შეკუმშვის შემდეგ არ შეუძლიათ გაშლა.ადამიანის ტვინი ღებულობს გადაწყვეტილებას ამ უბანში მოძრაობების ბლოკირების თაობაზე, იმისთვის რომ დაიცვას სუსტი კუნთები.

ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ფუნქციონალური ბლოკების გაჩენას კეფა- ატლანტის შესახსრებაში არის შემდეგი:

  • თავის იძულებითი მდგომარეობა (მაგალითად მჯდომარე მდგომარეობაში მუშაობის დროს თავი მუდმივად წამოწეული არის წინ და კისრის კუნთებს უწევს ზედმეტად დაძაბვა მისი დაკავების მიზნით);
  • ემოციები (შიში,მრისხანება,გაღიზიანება,მღელვარება- ყველაფერი ეს იწვევს კუნთების ზედმეტ დატვირთვას);
  • სტომატოლოგიური დეფექტები (კბილების უქონლობა,თანკბილვის დარღვევა, საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის დისფუნქცია,ასაკობრივი მოშლილობა)

დაავადების სიმპტომები

კეფა-ატლანტის  შესახსრების ფუნქციონალური ბლოკების მქონე პაციენტები უჩივიან ტკივილებს კისერში, რომლებიც ძლიერდება თავის მოძრაობის შესრულებისას წინ და უკან და მარჯვნივ-მარცხნივ.ხშირად მოძრაობების მოცულობა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია ან ადამიანს საერთოდ არ შეუძლია რაიმე სახის მოძრაობის გაკეთება. ხშირ შემთხვევაში ბლოკის დროს ზარალდება საუღლე ვენა და ირღვევა სისხლის გადინება თავის ტვინიდან. ასევე ხდება ზეწოლა კეფის ნერვზე,რის გამოც ადამიანი უჩივის ძლიერ ტკივილებს კეფის არეში.

კეფა-ატლანტის  ბლოკის დროს მოხეტიალე ნერვზე ზეწოლა იწვევს გულმკერდის ორგანოებისა და  მუცლის ღრუს ინერვაციის დარღვევას. ამ დროს ჩნდება ჩივილები საკვებმონელებასა და სუნთქვის  დარღვევასთან დაკავშირებით.ქალის XI ნერვის კომპრესია, რომელიც უზრუნველყოფს მხრების სტრუქტურების ინერვაციას, გამოიწვევს  ცალი მხრის დახრილობას და გამრუდებას.

 

რა მოხდება თუ არ ვუმკურნალებთ კეფა-ატლანტის  შესახსრების ბლოკებს

 

კეფა-ატლანტის  შესახსრებაში მოძრაობების ბლოკირების გამო, დატვირთვა გადადის ხერხემლის კისრის განყოფილების ქვეშ განლაგებულ მალებზე.ზედმეტი დატვირთვა ამ სეგმენტში იწვევს კისრის მალების არასტაბილურობასა და მათ  ხაზოვან გადაადგილებას. გადაადგილების გამო,  ხდება ამ ოლქში გამავალი სისხლძარღვებისა და ნერვების ტრავმირება.

სისხლძარღვებისა და ნერვების  ხანგრძლივი კომპრესია იწვევს ქსოვილებში დისტროფიულ პროცესს, ეს კი თავის მხრივ არის ოსტეოქონდროზის, პროტრუზიებისა და ხერხემლის თიაქარის მთავარი მიზეზი. ამ დაავადებებს თან მოაქვთ კიდევ უფრო მეტი ჩივილები  გამომდინარე ტკივილებიდან,მოძრაობების შეზღუდვიდან და შინაგანი ორგანოების მუშაობის დარღვევებიდან.მაგრამ თუ დროულად მოხდება ფუნქციონალური ბლოკის მოხსნა, შესაძლებელია  ასეთი არასასურველი შედეგების  თავიდან არიდება.

 

კეფა-ატლანტის  შესახსრების ბლოკების დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“

ხერხემლის კისრის განყოფილებაში დარღვევების დიაგნოსტიკა მოიცავს გარკვეულ ეტაპებს:

  1. გამოკითხვა. ფიზიოთერაპევტს ესაჭიროება რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს პაციენტის ჩივილების შესახებ, და არამარტო კისერში ტკივილების შესახებ, არამედ შინაგანი ორგანოების მუშაობის შესახებ, და ასევე ცხოვრების ანამნეზის შესახებ.
  2. ვიზუალური დათვალიერება და პალპაცია.ექიმი აღნიშნავს შეშუპების არსებობას, გააანალიზებს რბილი ქსოვილებისა და სახსრების მდგომარეობას ხელით გასინჯვის დროს.
  3. ფუნქციონალური ტესტები.ისინი აჩვენებენ მოძრაობების შეზღუდვის ხარისხს .
  4. მრტ.
  5. რენტგენოგრაფია.
  6. კისრისა და თავის სისხლძარღვების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია.

ხარისხიანი დიაგნოსტიკა ტარდება არამხოლოდ იმიტომ რომ დადგინდეს დიაგნოზი.ზუსტი პრობლემისა და მისი გამომწვევი მიზეზის ცოდნიდან გამომდინარე, ცენტრის ფიზიოტერაპევტი ადგენს კონკრეტულ პაციენტზე მორგებულ თერაპიის სქემას.

კეფა-ატლანტის  შესახსრების ბლოკების მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“

 

მკურნალობა მიმდინარეობს ტრენაჟორზე „სიმეტრია“.ეს მრავალფუნქციური ტრენაჟორი- ჩვენი ცენტრის ვარსკვლავია! რადგან ის ხერხემლის მუშაობაში  ნებისმიერი დარღვევების აღმოფხვრის საშუალებას იძლევა.და არ არის საჭირო არც ოპერაციები არც წამლები. ის შექმნილია სპეციალურად ცენტრ „სიმეტრიასთვის“ ადამიანის ფიზიოლოგიისა და ანატომიის გათვალისწინებით.

ტრენაჟორზე ვარჯიშების კურსს ადგენს ექიმი- ფიზიოთერაპევტი, ხოლო რეაბილიტოლოგი თვალყურს ადევნებს მათი შესრულების სისწორეს. ეს სპეციალისტი ყოველი მეცადინეობის დროს იმყოფება პაციენტის სიახლოვეს, უწევს ფსიქოლოგიურ დახმარებას და ახდენს მოძრაობების კორექციას ისე, რომ ისინი შესრულდეს ზედმეტი დატვირთვისა და ტკივილის  გარეშე. მეცადინეობის პირველივე კვირებიდან დაწყებული პაციენტი გრძნობს შველას, ტკივილები მცირდება, მოძრაობა თანდათან ექვემდებარება აღდგენას.

მკურნალობის კურსის დროს კისრის კუნთები არ მოქმედებენ. ასე ჩვენ ვამცირებთ არასასურველი ტრავმების მიღებისა და გართულებების  რისკს.კეფა-ატლანტის  შესახსრების ფუნქციონალური ბლოკები იხსნება ქნევით კუნთებთან მუშაობით.ამასთან მათი ტონუსი იზრდება, თავისა და კისრის მოძრაობები აღდგება,სისხლის მიმოქცევა და ინერვაცია დაზიანებულ ზონაში მოდის ნორმაში. დამატებითი მკურნალობის სახით  კლინიკაში ტარდება სამკურნალო მასაჟი.

ჩვენი კურსები

კურსი სიმეტრია

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
მასაჟის გარეშე

კურსი სიმეტრია +

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
+მასაჟი

მთავარი ექიმის კონსულტაცია

ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა
სატესტო ვარჯიში
სამკურნალო პროგრამა

ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე


თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით თქვენთის მისაღები დროს შესარჩევად.

мя.