ტკივილები მხარში „ გაყინული“ მხრის დროს

„გაყინული“  მხარი — საშინლად ჟღერს, ტოვებს ტკივილის შეგრძნებას? ნუ იქნებით იმედგაცრუებულნი! სამედიცინო ცენტრ „სიმეტრიაში“ ფლობენ მხრის „გალღობის“ მეთოდებს  ოპერაციების,ნემსებისა და წამლების  გარეშე. ვიყენებთ მხოლოდ მრავალფუნქციურ ტრენაჟორს!

„გაყინული“ მხრის სინდრომზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ადამიანს არ შეუძლია პრაქტიკულად არანაირი მოძრაობების გაკეთება მხრის სახსარში. ხელი ამ დროს მოძრაობს მხოლოდ  ბეჭის ან იდაყვის ხარჯზე, ხოლო მხრის მეშვეობით   მოძრაობა  იწვევს დიდ ტკივილს. დაავადების მკურნალობა მიმართულია სახსრის დამუშავებისკენ და მხრის მოძრაობის აღდგენისკენ.

მიზეზი,რომლის გამოც ჩნდება „გაყინული“ მხარი- ეს არის  წებოვანი კაფსულიტი. ასე უწოდებენ სახსრის კაფსულის დაზიანებას, რომლის დროსაც მცირდება მისი მოცულობა და  ბოჭკოები ერთმანეთს ეწებება. მოძრაობისას ხდება დაზიანებული კაფსულის დაქაჩვა, ტრავმირდება და მხრის მოძრაობითი აქტიურობაც  იბლოკება.

ყველაზე ხშირი ფაქტორი, რომელიც იწვევს წებოვან კაფსულიტს არის ტრავმა. უფრო იშვიათად პათოლოგიური პროცესი შეიძლება განვითარდეს მკურნალობის გარეშე დატოვებული მხარბეჭის პერიართროზის გამო, ტოქსიკური ზემოქმედების ან ინფექციების მიზეზით.

დაავადების სიმპტომები

„გაყინული“ მხრის დროს ადამიანი უჩივის ბასრ, მკვეთრ ტკივილს და  მხრის სახსარში მოძრაობების კეთების  შეუძლებლობას.თავიდან მოძრაობების გარკვეული  მოცულობა შეიძლება იყოს შენარჩუნებული, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი სრულად იბლოკება და ხელი პრაქტიკულად უმუშევარი ხდება. თუკი არ ვუმკურნალებთ დაავადებას, დაზიანებული მხრიდან იწყება კუნთების ატროფია.

„გაყინული“ მხრის დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“

„გაყინული“ მხრის დიაგნოსტიკა არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს ცენტრ „სიმეტრიას“ ექიმ-ფიზიოთერაპევტებისთვის.სპეციფიური სიმპტომატიკა აძლევს სპეციალისტს საშუალებას დასვან წინასწარი დიაგნოზი ჯერ კიდევ პირველ ეტაპზე- პაციენტის გამოკითხვის დროს. გამოკითხვისა და ანამნეზის შეგროვების შემდეგ ექიმი გასინჯავს ადამიანს, ჩაატარებს  მხრის სახსარში მოძრაობის მოცულობის ანალიზს, ჩაატარებს დაზიანებული სტრუქტურების პალპაციას.

დამატებითი გამოკვლევის საშუალებად ჩვენ ვუნიშნავთ ჩვენს პაციენტებს მრტ და ხერხემლის ოპტიკურ ტოპოგრაფიას. უკანასკნელი გვეხმარება დავადგინოთ დარღვევების მოქმედება ხერხემლის სტრუქტურებზე  და მათ გათვალისწინებაში თერაპიის თვალსაზრისით. დაწვრილებითი დიაგნოსტირების შემდეგ ექიმი შეიმუშავებს მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც გვეხმარება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მხრის მოძრაობა  და ვიხსნათ ადამიანი ტკივილისაგან.

„გაყინული“ მხრის მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“

სამედიცინო ცენტრ „სიმეტრიაში“ ჩვენ ვმკურნალობთ პაციენტებს სწორი მოძრაობების დახმარებით. მხოლოდ ამ გზით შეიძლება სახსრის ხელახალი ამუშავება.ფიზიოთერაპევტი ახდენს ვარჯიშების დაგეგმარებას ტრენაჟორზე „სიმეტრია“, რომლებსაც პაციენტი ასრულებს რეაბილიტოლოგის საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ. ვარჯიშების დროს სახსრის კაფსულის დოზირებული დაჭიმვის წყალობით  მისი კედლები თანდათან ერთმანეთს სცილდება და ხდება მოძრაობების აღდგენა.

„გაყინული“ მხრის შემთხვევის დროს ჩვენი სპეციალისტების მუშაობის მთავარი პრინციპი არის ეტაპობრივობა. მუშაობა მიმდინარეობს ტკივილის ზღვარზე ან ტკივილის გარეშე, ისე რომ პაციენტს არ ეშინოდეს და მისი ტვინი არ ახდენდეს მოძრაობების დაბლოკვას. პირველ ეტაპზე მოძრაობები მხრის სახსარში მიმდინარეობს დიაპაზონში 60°გრადუსი და თანდათან იზრდება 180°გრადუსამდე.ყოველ ეტაპზე გამოიყენება სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც ახდენენ მხრის კუნთების აქტივაციას და აღადგენენ მის მოძრაობას.

ჩვენ ვიძლევით მუშაობის გარანტიას ზედმეტი ტრავმებისა და უზომო   ტკივილის გარეშე. საშუალოდ  მხრის „გალღობის“ პროცესი გრძელდება რეგულარული მეცადინეობებით 3 თვემდე. ამასთან ფიზიოთერაპევტი გამუდმებით ატარებს საკონტროლო გასინჯვებს და აღნიშნავს დინამიკას. თუკი სისტემატიური მუშაობის პირველი თვის შემდეგ არ აღინიშნება დადებითი დინამიკა, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ პაციენტს მიმართოს ქირურგ-ორტოპედს ოპერატიული ჩარევის საკითხის გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ჩვენი კურსები

კურსი სიმეტრია

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
მასაჟის გარეშე

კურსი სიმეტრია +

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
+მასაჟი

მთავარი ექიმის კონსულტაცია

ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა
სატესტო ვარჯიში
სამკურნალო პროგრამა

ონლაინ ჩაწრა კონსულტაციაზე


თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით თქვენთის მისაღები დროს შესარჩევად.