ტკივილები მხარში მხარ-კისრის სინდრომის დროს

გიხსნით ტკივილისგან კისერში და მხარში,დაუბრუნებთ კუნთებს მოძრაობის საშუალებას, თქვენ კი კარგ განწყობას და ენერგიის მაღალ დონეს!

მხარ-კისრის სინდრომი -ეს არის სიმპტომების ერთობლიობა, რომლებიც ჩნდება ნერვულ დაბოლოებებზე და სისხლძარღვებზე დაწოლით,რომლებიც შედიან კისრისა და მხრის სტრუქტურებში.ამ  სინდრომის  მთავარ სიმპტომად გვევლინება ტკივილი,რომლის მოთმენა დიდხანს შეუძლებელია. დაავადების მკურნალობისთვის აუცილებელია ვიმოქმედოთ უშუალოდ მიზეზზე, რათა მივაღწიოთ ჩივილების სრულ აღმოფხვრას.

პირველად მიზეზად,რომლის გამოც ვითარდება მხარ-კისრის სინდრომი გვევლინება ადამიანის მჯდომარე ცხოვრების სტილი,კომპიუტერთან მუშაობის დროს თავის იძულებითი მდგომარეობა, ასევე სუნთქვის დარღვევა, სტრესები,მომატებული მგრძნობელობა და სხვა ემოციონალური ფაქტორები.ამ ფაქტორების ზემოქმედებით ხდება კისრის კუნთების დატვირთვა და ისინი ვერ ახდენენ დატვირთვის კომპენსაციას, არ შეუძლიათ განტვირთვა.კუნთებქვეშ მდებარე მხრის ნერვებისა  და ხერხემლის კისრის განყოფილების ნერვების გადაბმებზე ხდება დაწოლა, და   მხრისა და ხელის კუნთების ინერვაციის გაუარესება.

ინერვაციის დარღვევის დროს ხელისა და მხარის კუნთები სუსტდება და ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს სრული დატვირთვით. დატვირთვის კომპენსირებას იწყებს ზურგის ტრაპეციისმსგავსი  კუნთის ზედა ნაწილი, რომელიც მიმაგრებულია კისრის მალებზე.თანდათან ეს კუნთიც განიცდიან ჭარბ დატვირთვას, ისინი ხომ „სხვის“ ფუნქციას  ასრულებენ.ეს კი იწვევს ფუნქციონალურ ბლოკებს ხერხემლის კისრის განყოფილებაში, რის გამოც მხარი და ხელი  განიცდის უარეს ინერვაციას. ასე ჩნდება მოძრაობის პათოლოგიური წრე.

დაავადების სიმპტომები

კისრის, მხრის და ხელის   ტკივილის გარდა, პაციენტები მხარ-კისრის სინდრომით აღნიშნავენ შემდეგი სახის სიმპტომებს:

  • კუნთების სისუსტე,მოძრაობის შეზღუდვა;
  • კისერში და ხელში მგრძნობელობის დარღვევა;
  • არტერიული წნევის დარღვევა;
  • ტკივილები გულში;
  • თავის ტკივილები;
  • თავბრუსხვევები.

რა მოხდება თუ არ ვუმკურნალებთ მხარ-კისრის სინდრომს

მკურნალობის გარეშე დატოვებულ მხარ-კისრის სინდრომს მივყავართ მდგომარეობის გაუარესებისკენ და სიმპტომების პროგრესირებისკენ. თანდათან ადამიანში იმატებს კუნთების სისუსტე ხდება მგრძნობელობის დაქვეითება და იწყება ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დარღვევები.დაავადების განვითარებასთან ერთად პაციენტებს უჩნდებათ შემდეგი ჩივილები:

  • სუნთქვის დარღვევები;
  • გულის რითმის დარღვევები;
  • ოფლიანობა;
  • სისუსტე;
  • ყურში ხმაური;
  • მომატებული ოფლიანობა;
  • ემოციური მდგომარეობის დარღვევა (პანიკური შეტევები)
  • დარღვევები შინაგანი ორგანოების მუშაობაში ( კნტ,შარდსასქესო სისტემის).

სწორი მკურნალობა დაგვეხმარება ავიცილოთ თავიდან ასეთი არასასურველი შედეგები და დავძლიოთ  ყველა არასასიამოვნო სიმპტომი.

 

მხარ-კისრის სინდრომის  დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“

დაავადების დიაგნოსტიკა იწყება პაციენტის გამოკითხვით. ექიმი დაადგენს სიმპტომებს, დაწვრილებით გაიგებს მათი გაჩენის შესახებ, გაარკვევს მათ ინტენსიურობას და ხანგრძლივობას. შემდეგი ეტაპი არის — გასინჯვა. ექიმი ჩაატარებს ხერხემლის,სახსრების,  პალპაციას, დაადგენს ხერხემლის ფუნქციონალურ ბლოკებს .

მხარ-კისრის სინდრომის დიაგნოსტიკის საქმეში  ცენტრ „სიმეტრიას“ ფიზიოთერაპევტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ფუნქციონალური დარღვევების დადგენა სტატიკასა და დინამიკაში. ამისათვის ექიმი სთხოვს პაციენტს შეასრულოს რამოდენიმე მოძრაობა კისრითა და მხრით. დამატებით გამოიყენება დიაგნოსტირების ისეთი მეთოდები როგორიც არის მრტ და ფუნქციონალური რენტგენოგრაფია.

მხარ-კისრის სინდრომის  მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“

ცენტრ „სიმეტრიაში“ დაავადების მკურნალობა ხორციელდება მრავალფუნქციონალური ტრენაჟორის „სიმეტრიას“ დახმარებით.ის აწყობილია ადამიანის ფიზიოლოგიის გათვალისწინებით და იძლევა საშუალებას მოხდეს მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შედგენა ნებისმიერი პაციენტისთვის, რომელსაც აღენიშნება კუნთებისა და სახსრების  მუშაობაში დარღვევები.მხარ-კისრის სინდრომის შემთხვევაში, ექიმისა და რეაბილიტოლოგის მთავარ ამოცანას წარმოადგენს -მოძრაობების პათოლოგიური წრის გარღვევაში დახმარების გაწევა.

ამისათვის ტრენაჟორთან თანმიმდევრული და ეტაპობრივი მუშაობით, ჩვენ ვახდენთ ჭარბი დატვირთვისგან კუნთების გათავისუფლებას. მათი განტვირთვის შედეგად იწყება ხელისა და მხრის  ინერვაციის აღდგენა და კუნთების ფუნქციებიც აღდგება, რომლებიც დაზიანებულ იქნა ნერვის ჩაჭედვის გამო. ინერვაციის,სისხლმომარაგებისა და კუნთების ფუნქციის აღდგენის გარდა,ტრენაჟორი ეხმარება რეაბილიტოლოგს ასწავლოს პაციენტს მოძრაობების სწორი ბიომექანიკა ხერხემლის კისრის განყოფილებაში და მხარში.

ტრენაჟორზე სისტემატიური მუშაობა საშუალებას იძლევა მოხდეს ფუნქციების აღდგენა და პრობლემის დაძლევა  12-24 მეცადინეობაში. ამასთან ტკივილის მნიშვნელოვანი კლება იგრძნობა  უკვე მეცადინეობის პირველი ორი კვირის გასვლასთან ერთად.

ჩვენი კურსები

კურსი სიმეტრია

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
მასაჟის გარეშე

კურსი სიმეტრია +

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
+მასაჟი

მთავარი ექიმის კონსულტაცია

ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა
სატესტო ვარჯიში
სამკურნალო პროგრამა

ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე


თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით რომ ერთად შევარჩიოთ თქვენთვის მისაღები დრო.