ტკივილები იდაყვში ეპიკონდილიტის დროს

შეწყვიტეთ აბების მიღება ეპიკონდილიტის დროს, ეს ხომ იძლევა მხოლოდ დროებით და არასტაბილურ შედეგს! მობრძანდით სამკურნალოდ ცენტრ „სიმეტრიაში“  და დაივიწყეთ ტკივილი იდაყვში  და ხელის მოძრაობის უნარის შეზღუდვა!

 

ეპიკონდილიტი არის — დეგენერატიულ- დისტროფიული დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება კუნთების მიმაგრების ადგილები იდაყვის სახსრის.  ანთებითი პროცესის გაჩენის გამო ეპიკონდილიტს თან ახლავს მკვეთრად გამოხატული ტკივილი. დაავადების მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“ მიმართულია იდაყვის სახსრის მუშაობის აღდგენისკენ.

ძირითადი მიზეზები, რომლის მიხედვით ვითარდება ეპიკონდილიტი არის შემდეგი :

  • იდაყვის ტრავმები;
  • სპორტული გადატვირთვები ( ჩოგბურთით, გოლფით დაკავების დროს); პროფესიული გადატვირთვები (მშენებლებთან, მუსიკოსებთან, დალაქებთან, სპორტსმენებთან, მასაჟისტებთან და სხვა.);
  • შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი სისუსტე ( დისპლაზია).

პროცესი ეხება კუნთებს, მათ მყესებს და ძვლისაზრდელა მყესების მიმაგრების ადგილებში. ქსოვილის დაზიანების ადგილიდან გამომდინარე ეპიკონდილიტი შეიძლება იყოს მედიალური (დაზიანების ლოკალიზება ხდება სახსრის შიდა ზედაპირზე) ან ლატერალური (ზარალდება გარე ნაწილი). ხშირად ზარალდება მუშა, დომინანტური ხელი.

დაავადების სიმპტომები

ეპიკონდილიტის მთავარი კლინიკური სიმპტომები არის შემდეგი:

 

  • ძლიერი ლოკალური ტკივილი იდაყვის ზედაპირის გარე ან შიდა არეში, რომელიც ძლიერდება დატვირთვის დროს ( ტკივილის ხასიათი შეიძლება იყოს დაწყებული ბლაგვი და ტეხვითი- მწველ ტკივილამდე);
  • დაშორებული ტკივილები წინამხარში,მტევანში, თითებში (პროცესში იდაყვის ნერვის ჩათრევის დროს);
  • კუნთების სისუსტე;
  • სწრაფი დაღლილობა
  • მოძრაობის უნარის დაქვეითება.

გარე ეპიკონდილიტის დროს ტკივილი მძაფრდება მაგიდიდან ნივთის აღების მცდელობისას (მაგალითად, ფინჯანის) ხელის მობრუნება-მოტრიალების დროს ტკივილის შეგრძნება უფრო მძაფრი ხდება.შიდა ეპიკონდილიტის დროს ტკივილი მძაფრდება მოხრის დროსა და წინამხრის შიდა მობრუნებისას.

 

რა მოხდება, თუ არ ვუმკურნალებთ ეპიკონდილიტს

თუ არ ვუმკურნალებთ ეპიკონდილიტს პროცესი ხდება ქრონიკული  და გამწვავება იწყება მცირე გამაღიზიანებლის მოქმედებითაც კი. დაზიანებულ ადგილებში ყალიბდება ტრიგერული წერტილები, რომლებიც მოქმედებას იწყებენ ნებისმიერი დატვირთვის დროს. თანდათან იზრდება მტევნის კუნთებისა და წინამხრის  სისუსტე და ჩვეული ყოველდღიური საქმეების კეთებაც კი ძლიერ სირთულეს წარმოადგენს.

ეპიკონდილიტის დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“

იმისათვის რომ დასვას ზუსტი დიაგნოზი ცენტრის ექიმი დაწვრილებით გამოკითხავს პაციენტს. ეპიკონდილიტისთვის დამახასიათებელი ჩივილების გარკვევის შემდეგ, ფიზიოთერაპევტი ჩაატარებს გასინჯვას.ის ხელით გასინჯავს იდაყვს, გამოავლენს ტრიგერულ წერტილებს, შეაფასებს პასიურ და აქტიურ მოძრაობებს იდაყვში.

შემდეგ სპეციალისტი ჩაატარებს რამოდენიმე ორთოპედიულ ტესტს (სთხოვს პაციენტს მოხაროს და გაშალოს ხელი,შეკრას მუშტი,გადაიტანოს ზურგს უკან). დამატებითი კვლევის მეთოდებიდან ჩვენ ვნიშნავთ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (იდაყვის ნერვის დაზიანების სიმპტომების დროს).

ეპიკონდილიტის მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“

ეპიკონდილიტის მკურნალობა ცენტრში ხორციელდება ფიზიოთერაპიის დახმარებით. ჩვენი ექიმები არ იყენებენ მედიკამენტებს, ბლოკადებს და სხვა მკურნალობის სტანდარტულ მეთოდებს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქსოვილების დაზიანების აღმოფხვრა შესაძლებელია ტრენაჟორზე სპეციალური ვარჯიშების დახმარებით. ასეთი ტრენაჟორი შექმნილია სპეციალურად ცენტრ „სიმეტრიისთვის“ და იგი ქსოვილების რბილად აღდგენის საშუალებას იძლევა.

ვარჯიშები მიმართულია  იდაყვის სახსრის მუშაობის სტაბილიზაციისკენ, წინამხრისა და მხრის კუნთების სიღრმისეულად დამუშავების, ასევე მათი კვანძებისაც. სულ რაღაც 12-18 მეცადინეობის შემდეგ პაციენტს ავიწყდება ტკივილი, კვლავინდებურად გრძნობს კუნთებში ძალას და შეუძლია დაუბრუნდეს სამსახურსა და სპორტს. ყველა მეცადინეობა მიმდინარეობს ერთი ერთზე რეაბილიტოლოგთან, რაც გამორიცხავს ტრენაჟორზე არასწორ მუსაობას და ტრავმების რისკს. გამოცდილი რეაბილიტოლოგი ასწავლის და უწევს კონსულტაციას, ხოლო მკურნალი ექიმი ყოველკვირეულად ჩაატარებს პაციენტის გასინჯვას, რომ დააფიქსიროს დადებითი დინამიკა.

ჩვენი კურსები

კურსი სიმეტრია

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
მასაჟის გარეშე

კურსი სიმეტრია +

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
+მასაჟი

მთავარი ექიმის კონსულტაცია

ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა
სატესტო ვარჯიში
სამკურნალო პროგრამა

ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე


თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით რომ ერთად შევარჩიოთ თქვენთვის მისაღები დრო.