ტკივილი მუხლში კვანძებისა  და მენისკების ტრავმების დროს

მუხლი გტკივათ, ჭრიალებს და ტკაცუნობს? არ ელოდოთ გართულებებს, მობრძანდით  ცენტრ „სიმეტრიაში“ და ჩვენ ვიპოვით და აღმოვფხვრით ტკივილის მიზეზს!

მუხლისსახსრისართროზი — ესარისდისტროფიულიდაავადება, რომლისდროსაცზიანდებახრტილოვანიქსოვილისსტრუქტურა.ესიმიტომხდება, რომირღვევახრტილისსახსროვანიზედაპირებისკვება,თანდათანისგანიცდისდაწვრილებასდადეფორმაციას. დაავადებისმკურნალობამიმართულია დისტროფიის მიზეზების აღმოფხვრისკენ  და  ხრტილოვანი ქსოვილის კვების აღდგენისკენ.

ხრტილოვანი ქსოვილი ფარავს ძვლების დაბოლოებებს,რომლებიც შედიან მუხლის სახსარში (ბარძაყის,დიდიწვივის და  კვირისტავის).ხრტილები ქმნიან სახსროვან ზედაპირებს, ისინი ეხმარებიან ძვლებს შეასრულონ მოძრაობა ხახუნისა და ტკივილის გარეშე, მათში ხომ არ არის სისხლძარღვები და ნერვული დაბოლოებები. მაგრამ თუ არ არის სისხლძარღვები საიდან გაჩნდება კვება?

იკვებებახრტილისინოვალურისითხით, რომელსაცყოველდღიურცხოვრებაშიხალხიუწოდებს „საპოხს“. ესსაკვებინივთიერებაშეიცავს კოლოიდის თვისებებს და ეხმარება უკეთესად სრიალში. ამ სითხეს გამოიმუშავებს სახსრის  სინოვიალური გარსი საკუთარი სისხლიდან. ამიტომ რაც უფრო უკეთესია სისხლმომარაგება მუხლის არეში, მით მეტია კვება ხრტილისთვის.

შეიძლება წარმოვიდგინოთ ხრტილი, როგორც ღრუბელი,რომელიც მისი გაწურვის დროს გასცემს სინოვალურ სითხეს, ხოლო გაშლისას იწოვს საკვები ნივთიერებების ახალ პორციას. სწორედ მოძრაობის დროს ხდება ხრტილის კვება. მაგრამ თუ ტროფიკა ირღვევა, ხრტილს არ შეუძლია ნორმალური აღდგენა, იგი იწყებს დაწვრილებას და დაზიანებას.

ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ხრტილის კვების დარღვევას არის შემდეგი:

  1. მექანიკური მიზეზები- პრობლემები ტერფებში (ბრტყელტერფიანობა, არასწორი ფეხსაცმელი, არასწორი სიარული) და საჯდომ კუნთებში (გადატვირთული კუნთები არღვევენ ბიომექანიკურ წონასწორობას მუხლში) და ასევე  ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი ( ხრტილის კვების მექანიზმი ცუდად მუშაობს უმოძრაობის გამო)
  2. ტრავმები.
  3. ოპერატიული ჩარევები.
  4. რევმატიული დაავადებები.
  5. ინფექციები.

დაავადების სიმპტომები

 

მუხლის სახსრის ართროზის სიმპტომები ჩნდება თანდათან  და იზრდება ავადმყოფობის მიმდინარეობასთან ერთად. თავდაპირველად დროდადრო იგრძნობა დისკომფორტი,რომელიც გადაიზრდება ტკივილში. ასევე შეინიშნება შემდეგი სახის ჩივილები:

  • მუხლის შეშუპება;
  • სახსრის დეფორმაცია;
  • მოძრაობის შეზღუდვა;
  • ბზარი და ტკაცუნი მოძრაობისას;
  • ფეხების დეფორმაცია (X — მსგავსი ფორმა)

 

რა მოხდება თუ არ ვუმკურნალებთ მუხლის სახსრის ართროზს

 

თუკი არ მოხდება დისტროფიული პროცესის შეჩერება, ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანება გართულდება. ამავდროულად იზრდება ზედმეტი დატვირთვა ძვლოვან ზედაპირებზე,გადატვირთულ ადგილებში ძვალზე  ჩნდება წანაზარდები და ვითარდება ოსტეოართროზი. ტკივილები უფრო ძლიერდება, ჩნდება არამარტო მოძრაობის დროს, არამედ უძრავად ყოფნისას, მუხლი განიცდის დეფორმაციას. ადრე თუ გვიან დგებასახსრის ენდოპროთეზირების  საკითხი, როგორც ზომისა რომელიც აგვაცილებს  ინვალიდიზაციას.

ამავდროულად, უმუშევარი მუხლი ზრდის დატვირთვას სხვა სახსრებზე და ხერხემალზე. მაგრამ შეიძლება ყველა ამ ცვლილების არიდება, თუკი დროულად მოხდება რეაბილიტაციის ჩატარება, მუხლის ხრტილს დაუბრუნდება ნორმალური კვება და აღდგება  მოძრაობების მოცულობა.

მუხლისსახსრისართროზის დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“

იმისთვის, რომ მოხდეს მუხლის სახსრის ზუსტი მდგომარეობის დადგენა, ფიზიოთერაპევტი უბრალოდ კი არ გამოკითხავს პაციენტს, არამედ ჩაუტარებს სპეციალურ გასინჯვას. ასეთი გასინჯვა შეიცავს კუნთების  და მუხლის ქსოვილების პალპაციას, ორთოპედიულ სინჯებს  მენისკის დატვირთვით, ტესტები ჩატარდება კვანძების სტაბილურობის შესამოწმებლად.

დამატებით ჩვენ გამოვიყენებთ დიაგნოსტიკისთვის ხერხემლის ოპტიკურ ტოპოგრაფიას. ეს გამოკვლევა ტარდება DIERS 4Dmotion®აპარატზე, რომელიც მუშაობს ვიდეოანალიზის საფუძველზე.  ჩვენ ვიკვლევთ მენჯის, ტერფის  ზონას დისტროფიული პროცესის მიზეზების დასადგენად, ასევე ვსაზღვრავთ კუთხეებს მუხლების სახსრებში, ვაანალიზებთ მუხლების მოძრაობას სიარულის დროს. აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ინიშნება ისეთი გამოკვლევები, როგორიც არის  მრტ და რენტგენოგრაფია.

 

მუხლისსახსრისართროზის მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“

იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომელმაც მიგვიყვანა ართროზის განვითარებამდე, ჩვენ შეგვიძლია შევუდგეთ მკურნალობას მაშინვე, ან გამწვავებული პერიოდის გასვლის შემდეგ. რევმატიული დაავადებები საჭიროებენ დაზიანებების აღდგენას გამწვავების შემდეგ ისევე, როგორც პოსტინფექციული ართროზები. ამ შემთხვევებში ჩვენ ვარჯიშების მეშვეობით  ვამაღლებთ ტონუსსა და კუნთების ძალას, იმისთვის რომ შევამციროთ დატვირთვა სახსარზე და ვუზრუნველყოთ ნორმალური მოძრაობები.

მუხლის ტრავმების დროს, მკურნალობის საკითხი წყდება დაზიანებებიდან გამომდინარე. კვანძებისა და მენისკების დაზიანებები შეიძლება ითხოვდეს ოპერატიულ მკურნალობას, ასეთ შემთხვევაში ჩვენთან პაციენტი მოდის უკვე ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციაზე.

ართროზის გაჩენის მექანიკური მიზეზების დროს ჩვენ შევიმუშავებთ ვარჯიშების სქემას სპეციალურ ტრენაჟორზე, რომელიც საშუალებას იძლევა გავჭიმოთ სახსარი და დავამუშაოთ შესაძლო დარღვევები ტერფში და საჯდომის კუნთებში. კუნთებს, რომლებიც არასწორად მოძრაობენ და ახდენენ სახსრების დატვირთვას ჩვენ ხელახლა ვასწავლით მოძრაობას, სწორი ბიომექანიკით. ეს შეიცავს  ხრტილის კვების ბუნებრივ მექანიზმს, ხსნის ზედმეტ დატვირთვას სახსრებიდან და ამაღლებს სახსარახლოკუნთების ტონუსს.

მკურნალობის შედეგად ტკივილი მთლიანად გტოვებთ, ქრება შეშუპება და დეფორმაცია. თუ საქმე არ გვაქვს  ე.წ. „მიშვებულ“ შემთხვევებთან,  ჩვენ ვაღწევთ სრულ გამოჯანმრთელებას 24-36 ვარჯიშით

ჩვენი კურსები

კურსი სიმეტრია

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
მასაჟის გარეშე

კურსი სიმეტრია +

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
+მასაჟი

მთავარი ექიმის კონსულტაცია

ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა
სატესტო ვარჯიში
სამკურნალო პროგრამა

ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე


თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით თქვენთის მისაღები დროს შესარჩევად.