ტკივილები ზურგში თიაქარის დროს

ითმენთ ტკივილს ზურგში,მაგრამ არ მიდიხართ ექიმთან, იმიტომ რომ გეშინიათ ოპერაციის? ჩვენთან ერთად არ შეგეშინდეთ – ვმკურნალობთ ოპერაციის გარეშე, ტკივილისა და აბების გარეშე!

მალთაშუა თიაქარი – არის დაავადება, რომლის დროსაც მალთაშორისი დისკის შიდა ნაწილი (ბირთვი) გადაადგილდება ფიბროზული რკალის საზღვრებს გარეთ. ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ დაავადების მკურნალობა გულისხმობს მედიკამენტების დიდი რაოდენობით მიღებას და ოპერაციას. მაგრამ ცენტრ „სიმეტრიას“ ექიმები კურნავენ პაციენტებს მალთაშუა თიაქარით თანამედროვე ფიზიოთერაპიული მეთოდების დახმარებით.

მალთაშუა თიაქარის განვითარება ეფუძნება  დისტროფიას, ანუ ქსოვილების ტროფიკის დარღვევას. ნორმაში, მალთაშუა დისკი ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას – ახდენს მალებს შორის დატვირთვის ამორტიზაციას. ეს შესაძლებელია მისი სტრუქტურის, გელისმაგვარი ბირთვისა და მკვრივი ფიბროზული რკალის ხარჯზე, რომელიც ასრულებს კაფსულის ფუნქციას.

მაგრამ რადგანაც თანამედროვე ადამიანები ცხოვრობენ მჯდომარე ცხოვრების სტილით, არასწორად მოძრაობენ, მალთაშორისი დისკები დროთა განმავლობაში კარგავენ თავიანთ თვისებებს. ისინი ვერ ასწრებენ სინოტივის აღდგენას თავიანთ ბირთვში და წყვეტენ  ხერხემალზე დატვირთვის კომპენსაციას. დეგიდრატაციის დროს  დისკი  კარგავს ელასტიურობას, მის ზედაპირზე ჩნდება დაზიანებები.

ფიბროზული რკალის დაზიანების დროს,  დისკის ბირთვი გადაადგილდება გარეთ. ეს იწვევს სისხლძარღვების შეკუმშვას, ვენოზური დისცირკულაციის დარღვევას, შეშუპების გაჩენას. უკანასკნელის ხარჯზე ხდება ნერვების ტრავმირება და ჩნდება ტკივილის შეგრძნებები.

დაავადების სიმპტომები

მალთაშორისი თიაქარი შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:

  • ტკივილები ზურგის არეში,რომელიც გადაეცემა კიდურებს, დუნდულა
  • კუნთებს, მხარს;
  • მოძრაობის შეზღუდვა;
  • სპაზმები კუნთებში;
  • რბილი ქსოვილების შეშუპება;
  • შინაგანი ორგანოების მუშაობის დარღვევა (კუჭნაწლავის ტრაქტის, შარდსასქესო სისტემის, გულის);
  • დაბუჟება, ჩხვლეტა დაზიანებულ ზონაში;
  • თავის ტკივილები;
  • თავბრუსხვევები.

რა მოხდება, რომ არ ვუმკურნალოთ მალთაშუა თიაქარს

თუ მალთაშუა თიაქარს არ ვუმკურნალეთ, დაავადების სიმპტომები გაიზრდება. მგრძნობელობისა და კუნთების მამოძრავებელი ფუნქციის  დარღვევა იწვევს რიგი კუნთების ფუნქციების დაქვეითებას და, როგორც შედეგი, სხვა კუნთების დატვირთვას. ამგვარად წარმოიქმნება პათოლოგიური მექანიკა.

თანდათან დისკის დაზიანების ადგილას ჩნდება ნაწიბურები, გადაბმები, ვიწროვდება ზურგის ტვინის ნერვის არხი. ამან შეიძლება გამოიწვიოს კიდურების ფუნქციების სამუდამო შეზღუდვა, კუნთების ატროფია. დაავადების მკურნალობის ვადები დამოკიდებულია თიაქარის გაჩენის ხანგრძლივობიდან გამომდინარე და ხერხემლის სტრუქტურების მდგომარეობიდან გამომდინარე, ამიტომ თუ თქვენ გრძნობთ ზურგის ტკივილებს, იჩქარეთ დიაგნოსტიკის ჩატარება ცენტრ „სიმეტრიაში“

მალთაშორისი თიაქრების დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“

დიაგნოსტიკას ატარებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმი-ფიზიოთერაპევტი. გასინჯვის პროცესი შედგება რამოდენიმე ეტაპისგან:

  1. პაციენტის გამოკითხვა, დაავადების სიმპტომების გარკვევა, ანამნეზის შეგროვება.
  2. ხერხემლის, რბილი ქსოვილების, სახსრების დათვალიერება.
  3. ფუნქციონალური ტესტების ჩატარება.
  4. ხერხემლის ოპტიკური ტოპოგრაფია DIERS 4Dmotion® აპარატზე.
  5. კვლევის დამატებითი მეთოდების ანალიზი (მრტ სურათები)

ყველა ეტაპების გავლის შემდეგ, ფიზიოთერაპევტი სვამს დიაგნოზს და ადგენს პაციენტისთვის თერაპიის ინდივიდუალურ გეგმას.

მალთაშორისი თიაქრების მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“

მალთაშორისი თიაქარის მკურნალობის გეგმის შედგენის დროს, ცენტრის ექიმები გამოდიან იმ მიზეზებიდან რომლებმაც გამოიწვიეს დარღვევა. ფიზიოთერაპიის მთელი მეთოდიკა, რომელიც გამოიყენება ცენტრში, ეფუძვნება მკურნალობას მოძრაობით. ჩვენი სპეციალისტების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თიაქრების უმეტესი შემთხვევები შეიძლება განიკურნოს ოპერატიული ჩარევის და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გარეშე.

ოპერაცია ინიშნება მხოლოდ კუნთების დამბლის შემთხვევაში ან ისეთი ინტენსიურობის ტკივილის დროს, რომ სასწრაფოდ საჭიროებს დახმარებას. სხვა შემთხვევებში ჩვენ წარმატებით ვუმკლავდებით მალთაშორის თიაქარს, 2-3 თვის მანძილზე რეგულარული ვარჯიშით ტრენაჟორ „სიმეტრიას“ საშუალებით.

მრავალფუნქციური ტრენაჟორი ისე არის აწყობილი, რომ მასზე მუშაობა შეუძლლიათ

ბავშვებსაც და ხანდაზმულ ადამიანებსაც. დატვირთვა განისაზღვრება გამიზნულად,დოზირებულად  თითოეული პაციენტისთვის დიაგნოზიდან  და დარღვევების განვითარების მიზეზებიდან  გამომდინარე . მოძრაობები კეთდება ფიზიოლოგიურად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ყოველ მეცადინეობაზე პაციენტი მუშაობს რეაბილიტოლოგთან ინდივიდუალურად. რეაბილიტოლოგის მთელი ყურადღება სრულად ეკუთვნის პაციენტს. სპეციალისტი აკონტროლებს ყოველ მოძრაობას, თვალყურს  ადევნებს ტექნიკას და ეხმარება შიშის დაძლევაში. უკვე პირველი ორი კვირის მეცადინეობის გავლის შემდეგ ტკივილის სიმპტომები მცირდება.

ვარჯიშის  ყოველი კვირის გასვლის ბოლოს ხდება ექიმის მიერ საკონტროლო გამოკვლევის ჩატარება (გასინჯვა და ოპტიკური ტოპოგრაფია). სისტემური თერაპიის შედეგად ხდება დისკის კვების აღდგენა,თიაქარი გაიწოვება, ფიბროზული რკალი აღდგება. მობრძანდით ცენტრ „სიმეტრიაში“ და ჩვენ მოგაშორებთ ტკივილს  ზურგში თიაქარის დროს ოპერაციის გარეშე!

ჩვენი კურსები

კურსი სიმეტრია

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
მასაჟის გარეშე

კურსი სიმეტრია +

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
+მასაჟი

მთავარი ექიმის კონსულტაცია

ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა
სატესტო ვარჯიში
სამკურნალო პროგრამა

ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე


თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით რომ ერთად შევარჩიოთ თქვენთვის მისაღები დრო.