ზურგის ტკივილები ოსტეოქონდროზის დროს

ვმკურნალობთ ოსტეოქონდროზს ოპერაციებისა და წამლების გარეშე,ვანთავისუფლებთ ტკივილისგან შედეგის გარანტიით!

ოსტეოქონდროზი არის ხერხემლის დისტროფიული დაავადება. დისტროფიული წარმომავლობა ნიშნავს,რომ დაავადება ვითარდება ხერხემლის სტრუქტურების კვების დარღვევის გამო. და დაავადების მკურნალობა უნდა იყოს მიმართული მიზეზის აღმოფხვრისკენ.

რატომ ხდება კვების დარღვევა? ოსტეოქონდროზის განვითარების მთავარი მიზეზი არის – ხერხემლის მოძრაობის დარღვევა. ადამიანების უმრავლესობა ნაკლებად მოძრავი წესით ცხოვრობს,არასწორად დადიან,მათ აქვთ დარღვეული ტორსი. ეს ფაქტორები ხელს უწყობს პათოლოგიური მექანიზმის განვითარებას.

ერთი კუნთები გადაიტვირთება,ხოლო მეორენი საერთოდ არ მონაწილეობენ სხეულის მოძრაობაში. კუნთებში ზედმეტი დატვირთვა იწვევს სახსრების გადატვირთვას,რის გამოც ჩნდება ხერხემლის ფუნქციონალური ბლოკები,ირღვევა კვება და ინერვაცია,ჩნდება ტკივილი.

დაავადების სიმპტომები

ყველაზე ხშირად გვხვდება ოსტეოქონდროზის შემდეგი სიმპტომები:

  • მუდმივი ყრუ ტკივილები კუნთებში და ზურგის სახსრებში, რომლებიც იმატებს დატვირთვის დროს;
  • სახსრების მოძრაობის დაქვეითება;
  • კიდურებისა და ზურგის კუნთების დაბუჟება;
  • თავის ტკივილები;
  • დაშორებული ტკივილები (კიდურებში, მხრებში, მენჯის მიდამოებში, გულის, გულმკერდის არეში და სხვა;)
  • რეფლექსების დარღვევა;
  • რბილი ქსოვილების შეშუპება

რა მოხდება რომ არ ვუმკურნალოთ ოსტეოქონდროზს

დაავადების სიმპტომებმა შეიძლება იჩინოს თავი მოზრდილ ასაკში. თუ დაავადების მკურნალობა არ ხორციელდება, ოსტეოქონდროზი იწყებს პროგრესირებას, ადამიანი კარგავს ხერხემლის მოძრაობის შესაძლებლობას. ტკივილები ხდება უფრო ინტენსიური, ღებულობენ ქრონიკულ ხასიათს და იჩენენ თავს მცირე დატვირთვისთანავე (დაცემინებისას ან დახველების დროს,ან მკვეთრი მოძრაობისას)

კვების დარღვევის შედეგად შეიძლება მოხდეს ხერხემლის სახსრების შეზრდა (ანკილოზი). დაავადების პროგრესირებასთან ერთად უარესდება ინერვაცია და დაშორებული კუნთების სისხლით მომარაგების პროცესი, შინაგანი ორგანოების, ირღვევა მათი მუშაობა, ხდება სქესობრივი ფუნქციების დაქვეითება.

რაც უფრო მეტ ხანს პროგრესირებს ოსტეოქონდროზი, შესაბამისად მით უფრო გრძელდება მკურნალობის პერიოდი. ამიტომ დროული დიაგნოსტიკა დაგვეხმარება სწრაფად განვსაზღვროთ პათოლოგიური პროცესი და აღმოვფხვრათ მისი გამომწვევი მიზეზი.

ოსტეოქონდროზის დიაგნოსტიკა ცენტრ „სიმეტრიაში“

ჩვენს ცენტრში დიაგნოსტიკას ატარებენ კვალიფიციური ექიმები–ფიზიოთერაპევტები.პირველ კონსულტაციაზე ექიმი შეაგროვებს ჩივილებს, გაარკვევს დაავადების ისტორიას, მოახდენს გასინჯვას. გასინჯვისას სპეციალისტი დაადგენს ტორსის დარღვევას, ხერხემლისა და სახსრების მოძრაობას, გასინჯავს რბილ ქსოვილებს არსებული ტკივილის ზონებში.

გამოკითხვისა და გასინჯვის შემდეგ ცენტრ „სიმეტრიის“ პაციენტი გაივლის ხერხემლის ოპტიკურ ტოპოგრაფიას თანამედროვე აპარატის DIERS 4Dmotion® დახმარებით.ეს აპარატი ექიმს მისცემს საშუალებას 10 წუთში გამოავლინოს ფუნქციონალური დარღვევები და შეაფასოს ხერხემლის, ტორსის, სიარულის და სხვა  თავისებურებები. DIERS მუშაობს ვიდეოანალიზის წყალობით და არ აყენებს პაციენტებს დასხივებას, ამიტომას მას იყენებენ დაავადებების დიაგნოსტიკისათვის ბავშვებზეც.

დიაგნოსტიკის ბოლო ეტაპზე, ზოგიერთ პაციენტებს შეიძლება დაენიშნოს დამატებითი ანალიზები და რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდები.ამის შემდეგ ექიმი სვამს ზუსტ დიაგნოზს და შეიმუშავებს მკურნალობის გეგმას ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის.

ოსტეოქონდროზის მკურნალობა ცენტრ „სიმეტრიაში“

დაავადების მკურნალობის მთავარ ამოცანად  ცენტრ „სიმეტრიას“ ექიმები ხედავენ არამარტო ტკივილის სიმპტომების მოხსნას. ჩვენ ვმუშაობთ დაავადების მიზეზის და ფუნქციონალური დარღვევების აღმოფხვრაზე,ხერხემლის და ტორსის მოძრაობის სრული აღდგენის კუთხით.ამისთვის შედგება ინდივიდუალური ვარჯიშების გეგმა სპეციალურ ტრენაჟორზე „სიმეტია“.

ტრენაჟორი „სიმეტია“ შექმნილია ადამიანის ფიზიოლოგიის გათვალისწინებით.მისი ერგონომიულობის წყალობით ყველა ვარჯიში ტარდება გამიზნულად და დოზირებულად.მოძრაობები ტრენაჟორის დახმარებით ხორციელდება ავტომატურად,ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.მკურნალობის დროს ჩართულია მხოლოდ საჭირო კუნთები, ამასთან სახსრებზე ზედმეტი დატვირთვასადგილი არ აქვს.

მთელი სამუშაო ხორციელდება ინდივიდუალურად,გამოცდილი რეაბილიტოლოგის დახმარებით,რომელიც თანდათან ასწავლის ადამიანს ტრენაჟორთან მუშაობას,აკონტროლებს დატვირთვასა და მოძრაობებს,უწევს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. სწორ ფიზიოლოგიურ მოძრაობებს მივყავართ გაუმჯობესებისკენ უკვე პირველივე ვარჯიშის სეანსის ჩატარების  შემდეგ! ჩვენი პაციენტები აღნიშნავენ ტკივილის შეგრძნების დაქვეითებას პირველი ვარჯიშის შემდეგ.და ყოველი მომდევნო სეანსის ჩატარებასთან ერთად ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება.

ყოველი სამი ვარჯიშის შემდეგ (1 კვირა) მკურნალი ექიმი ატარებს საკონტროლო გასინჯვას და პალპაციას და ასევე ოპტიკურ ტოპოგრაფიას DIERS 4Dmotion®–ს დახმარებით. ასეთი ხშირი კონტროლი იძლევა ყველა ცვლილების რეგისტრაციი ,მკურნალობის გეგმაში კორექციის შეტანის საშუალებას,რათა მიღწეულ იქნას  პაციენტისთვის მაქსიმალურად დადებითი ეფექტი. ოსტეოქონდროზის მკურნალობის შედეგადცენტრ „სიმეტრიაში“თქვენ დაივიწყებთ ზურგის ტკივილებს,იგრძნობთ თუ რა არის სხეულის მოძრაობა სრული მოცულობით და გაოცდებით ენერგიის მოზღვავების დონით!

ჩვენი კურსები

კურსი სიმეტრია

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
მასაჟის გარეშე

კურსი სიმეტრია +

10 ვარჯიში
4 კონსულტაცია
+მასაჟი

მთავარი ექიმის კონსულტაცია

ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა
სატესტო ვარჯიში
სამკურნალო პროგრამა

ონლაინ ჩაწერა კონსულტაციაზე


თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციაზე ონლაინ ჩაწერა, ჩვენ კი დაგიკავშირდებით რომ ერთად შევარჩიოთ თქვენთვის მისაღები დრო.