როგორი სიხშირით გრძნობთ ტკივილს ზურგში, დისკომფორტს და შებოჭილობას მუხლში,მხარში და სხვა სახსრებში? ალბათ თქვენ იცით კიდევაც მტკივნეული შეგრძნებების მიზეზი- არც თუ ისე აქტიური ცხოვრების წესი,მჯდომარე სამსახური,სახსარშუა თიაქრები, ბავშვობის დროინდელი სქოლიოზი. ან პირიქით, რეგულარულად დაკავებული ხართ სპორტით, მწვრთნელიც კი გყავთ, მაგრამ ტკივილი მაინც ჩნდება? რას იტყვით თუ ჩვენ დაგეხმარებით ტკივილისგან სამუდამოდ განთავისუფლებაში?ამ დროს დაგვჭირდება არა ოპერაციები და მედიკამენტების მიღების რთული სქემები, არამედ თქვენივე სხეულის ძალის სწორი გამოყენება.

 

XXI საუკუნის ადამიანი არასწორი ცხოვრების წესის მიმდევარია. ბევრი ჩვენთაგანის სამუშაო წარმოადგენს მრავალი საათის განმავლობაში ჯდომას სხეულისათვის არაბუნებრივ სტატიკურ მდგომარეობაში. ამგვარად ჩვენ ვაყენებთ ზედმეტ დატვირთვას ერთი და იგივე ჯგუფის კუნთებს, და არ ვაძლევთ სხვებს  მუშაობის საშუალებას.ადამიანის ორგანიზმის კუნთები დაკავშირებულია ერთმანეთთან და თუ

კუნთების სისტემის ერთ მონაკვეთში ხდება ფუნქციების დარღვევა, ზარალდება მუსკულატურის მთელი კომპლექსი,ჩნდება მოძრაობის პათოლოგიური სტერეოტიპი. ნორმაში,ადამიანის ორგანიზმი დამოუკიდებლად იშორებს ზედმეტ დატვირთვას მუსკულატურიდან, მაგრამ მუდმივი არასწორი დატვირთვის დროს ის უკვე ვერ ერევა,კუნთოვანი დისბალანსი იზრდება, ხდება ნერვებისა და სისხლძარღვების შეკუმშვა, ჩნდება ტკივილი.მაშინაც კი, როცა ადამიანი ვარჯიშობს სპორტდარბაზში,საჭირო კუნთები არ ერთვებიან მუშაობაში და ვარჯიშები მიმდინარეობს არაეფექტურად.

 

 

 

ზურგსა და სახსრებში ტკივილის ცენტრისიმეტრია“ — ეს არის ბიომექანოთერაპიის კლინიკა. ცენტრის გუნდი მოგაშორებთ ტკივილს,უშუალო ზემოქმედებით არა სიმპტომზე, არამედ დაავადების განვითარების მიზეზსა და მექანიზმზე. ჩვენ არ ვიყენებთ ნესტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, მალამოებს, ბლოკადებს და სხვა დროებით დამხმარე საშუალებებს.

ჩვენ ვმკურნალობთ მოძრაობით და აღვადგენთ სხეულის ბუნებრივ სიმეტრიას. სწორად შერჩეული ვარჯიშების კომპლექსის წყალობით, ჩვენ ვახერხებთ კუნთების მუშაობის „განულებას“ და ვასწავლით მათ მოძრაობას ფიზიოლოგიურად.

 

ადამიანის სხეულის სიმეტრია პირველად ახსენა რომაელმა არქიტექტორმა ვიტრუვიმ. სწორედ მისი ნაშრომების ილუსტრაცია მოახდინა ლეონარდო და ვინჩიმ, თავისი „ვიტრუვიანელი ადამიანის“ შექმნის დროს. ეს სურათი — ადამიანისა კანონიკური პროპორციებით, ხდება ადამიანის სხეულის ბუნებრივი სიმეტრიის სიმბოლო აღორძინების ეპოქაში. ის განსაზღვრავს სხეულის აგებულებასა და პროპორციებს ოქროს კვეთის წესის თანახმად.

სწორედ არნიშნული ცოდნა გამოიყენა მექანოთერაპიის ფუძემდებელმა -შვედმა თერაპევტმა გუსტავ ცანდერმა. ახალგაზრდობაში მან საკუთარ თავზე იგრძნო სამკურნალო ტანვარჯიშის ეფექტი და შედეგებით აღფრთოვანებულმა 1857 წელს შეიმუშავა და შექმნა მექანოთერაპიისთვის განკუთვნილი საავტორო აპარატები. მათი მოქმედება ეფუძვნებოდა საჭირო ჯგუფის კუნთების დოზირებულ აგზნებას პაციენტის მხრიდან ზომიერი ფიზიკური დაძაბულობით.1865 წელს ცანდერმა გახსნა სტოკჰოლმში სამკურნალო ტანვარჯიშის პირველი ინსტიტუტი, რომლისკენაც მიისწრაფვოდნენ იმ მხარის არისტოკრატები. ძალიან სწრაფად ეფექტური მეთოდიკა გავრცელდა ევროპისა და ამერიკის პოპულარულ კურორტებზე და გახდა რეაბილიტაციის მთავარი მეთოდი ორთოპედიულ ცენტრებში. მთელს ევროპაში ჯენტლმენები სერთუკებში და ქალბატონები გრძელ კაბებში დადიოდნენ ინდივიდუალურად შერჩეულ ვარჯიშებზე  და აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან პროგრესს.

მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებისა  და ცანდერის სიკვდილის შემდეგ 1920 წ. მექანოთერაპიის ტრადიცია გაწყდა, ყველა ცენტრი დაიხურა. გუსტავ ცანდერის მიერ დაფუძვნებულ ტრადიციას აღადგენს და აგრძელებს  ზურგსა და სახსრებში ტკივილის ცენტრი „სიმეტრია“-ს ექიმებისა და რეაბილიტოლოგების  გუნდი. გამოცდილების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების და ადამიანის სხეულის შესახებ ღრმა ცოდნის  წყალობით, ცენტრის სპეციალისტებმა შეიმუშავეს ახალი უნიკალური ტრენაჟორი. ის შექმნილია ოქროს კვეთის პრინციპის გამოყენებით, ჰარმონიული პროპორციით, რომელიც ასახულია ადამიანის სხეულის აგებულებაში.

ფართო ფუნქციონალისა და ერგონომიულობის წყალობით, ტრენაჟორი ეხმარება ადამიანს განახორციელოს დეკომპრესიული მოძრაობები, ანუ ისეთი რომლის შესრულებისას არ მოხდება სახსრებზე ზედმეტი ზეწოლა. ტრენაჟორის დახმარებით კუნთები მუშაობენ აბსოლუტურად ფიზიოლოგიურად, სწრაფად აღადგენენ ტონუსს და სხეული უჭირავთ სიმეტრიულად. ასეთი მუშაობის შედეგად ხდება ანატომიურობისა  და მუსკულატურის ფუნქციონალურობის აღდგენა.

თითოეული პაციენტისთვის  ვარჯიშების კომპლექსის შემუშავება ხდება დარღევის ადგილისა და მიზეზის გამოვლენის შემდეგ.ამაში ჩვენ გვეხმარება აპარატი- ლაბორატორია, რომელიც შემუშავებულია გერმანული კომპანიის DIERS International GmbH მიერ სპეციალურად ძვლოვან-კუნთოვანი სისტემის უსაფრთხო დიაგნოსტიკისთვის. რუსეთში ასეთ აპარატს იყენებს მხოლოდ ზურგსა და სახსრებში ტკივილის ცენტრი „სიმეტრია“.

სპეციალური სისტემა ამოიცნობს და აფიქსირებს სხეულის ანატომიურ  ორიენტირებს, იწერს და აანალიზებს ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობასა და  მუშაობას სიმშვიდეში და მოძრაობაში. სულ რაღაც 10 წუთში ჩვენ ვღებულობთ დიაგნოსტიკურ ანალიზს და ხერხემლის მდგომარეობის სრულ შეფასებას. აპარატის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ დიაგნოსტიკა ტარდება არა სხივური დატვირთვის გამოყენებით, არამედ ოპტიკური ანალიზის საშუალებით. ამიტომ გამოკვლევების ჩატარება შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის ადამიანებს, ნებისმიერი სიხშირით.ზურგსა და სახსრებში ტკივილის ცენტრ „სიმეტრია“-ში DIERS-დიაგნოსტიკა ტარდება ყოველკვირეულად, ასე ჩვენ ვაკონტროლებთ თერაპიასა და ვაჩვენებთ პაციენტებს სხეულში დადებით ცვლილებებს.

 

 

წარმოიდგინეთ, რომ უკვე ხვალ თქვენ არ იგრძნობთ ტკივილს ზურგსა და სახსრებში. თქვენ არ გაგიჭირდებათ საწოლიდან ადგომა, მძიმე ნივთების აწევა, თქვენ შეძლებთ სიხარულით დაკავდეთ სპორტის საყვარელი სახეობით.

ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი პაციენტების წინაშე  მკურნალობის შედეგზე და ვიძლევით უცვლელი დადებითი დინამიკის გარანტიას. ყველა ვარჯიში ტარდება რეაბილიტოლოგის დახმარებით, მარტივიდან რთულისკენ, ზედმეტი დატვირთვის გარეშე. კურსის გავლის შემდეგ ნორმალიზდება კუნთების მუშაობა, ურთიერთქმედება მალებსა და სახსრებს შორის, სისხლმომარაგება და ინერვაცია, აღდგება სხეულის ჰარმონია და სიმეტრია. შედეგად:

  • ქრება ტკივილები
  • მოძრაობები აღდგება  სრული მოცულობით
  • ხდება ენერგიის დონის ამაღლება
  • ხდება ტრავმატიზაციის რისკების დაქვეითება
  • ხდება ეფექტური სპორტული ვარჯიშები

 

დატოვეთ განაცხადი კონსულტაციაზე, და ჩვენ დაგირეკავთ თქვენთვის სასურველი დროის შერჩევის მიზნით.