მეთოდი, რომელითაც მუშაობს ხერხემლისა და სახსრების ტკივილის ცენტრი «სიმეტრია», დაფუძვნებულია სამ ფუნდამენტურ პრინციპზე:
დიაგნოსტიკა — სამკურნალო მოძრაობა — კონტროლი
დიაგნოსტიკა იწყება ექიმთან კონსულტაციით. პირველი ვიზიტის დროს ექიმი იკვლევს პაციენტის ჩივილებს, იგებს სად არის ტკივილი, რა სიმძლავრით, რა პერიოდულობით, არკვევს ტკივილის ხასიათს, რა მოქმდებს ტკივილის მომატება-შემცირებაზე, ეცნობა პაციენტის მიერ წარმოდგენილ დამატებით კვლევების შედეგებსს. (რენტგენოლოგიურ, MRT, ექოსკოპიურ კვლევებს და ანალიზებს)
გამოკითხვის შემდეგ ექიმი იწყებს პაციენტის გარეგან დათვალიერებას და პალპატორულ შემოწმებას (ქსოვილის შეგრძნება), დაადგენს შეშუპების არსებობას, სპაზმს, გამაგრებას ან სხვა ცვლილებას, ასევე სახსრების და ხერხემლის ნაწილების მოძრაობას/მობილობას.
დიაგნოსტიკის შდემგეი ეტაპია – ფუნქციონალური ტესტის ჩატარება, რომლის საშუალებით ხდება მოძრაობის შეზღუდვის ხარისხი, კუნთების სისუსტე და არასწორი მუშაობა.
ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში პაციენტი იგზავნება დამატებითი კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების ჩასატარებლად.
მკურნალობის გეგმის შედგენის წინ აუცილებელია კიდევ ერთი ეტაპი – კუნთების ფუნქციონალური ტესტირება. მას ატარებს ექიმი რეაბილიტოლოგი კუნთების ელასტიურობის, ძალის და მოძრაობის კოორდინაციის გამოსაკვლევად. ზემოთჩამოთვლილი ეტაპები ტარდება პაციენტის პირველი ვიზიტის დროს და ამის შემდეგ პაციენტი იღებს ინდივიდუალურ სამკურნალო პროგრამას.
სამკურნალო პროგრამა იწყება მსუბუქი ვარჯიშით და ეტაპობრივარდ რთულდება. Программа упражнений работает от простого к сложному. თქვენ ვერ იგრძნობთ გადატვირთვას, გადაღლას, რომელიც არც თუ ისე იშვიათია სპორტ-დარბაზებში ვარჯიშის დაწყებისას. ჩვენ ხომ სიფრთხილით ვუდგებით თქვენს კუნთოვან სისტემას, მაგრამ ზუსტად შეიგრძნობთ სწრაფ გაუმჯობესებას:
- ტკივილის შემცირება
- მოძრაობის აღდგენა
- ენერგიის მომატება
მეთოდის განვითარების ისტორია

მექანოთერაპიის მეთოდი, რომელსაც ასრულებს «სიმეტრიის» ექიმი იწყება 1857 წლიდან, როდესაც შვედმა ახალგაზრდა ექიმმა გუსტავ ცენდერმა შექმნა უნიკალური სავარჯიშო მოწყობილბა. მექანიკური სავარჯიშო მოწყობილობის დახმარებით ცანდერმა აღაგზნო ისეთი კუნთები, რომელშიც დაფიქსირდა დისბალანსი.
მთავარი სიახლე იყო, რომ სავარჯიშო მოწყობილობა იძლეოდა კუნთებზე და სახსრებზე დატვირთვის დიზირების საშუალებას, მისი თადათან მომატება ადაპტირებასთან ერთად. შედეგად, აპარატზე თანმიმდევრულად სწორი სავარჯიშოების შესრულებით, ცანდერმა მიაღწია აღედგინა ადამიანის ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირება. ცანდერის მეთოდი დადებითად მიიღო სამედიცინო საზოგადოებამ და ძალიან მალე გაიხსნა მექანოთერაპიის ცენტრები ევროპასა და ამერიკაში. ისინი აქტიურად მუშაობდნენ პირველ მსოფლიო ომამდე, ხოლო დამფუძლებლის გარდაცვალების შემდეგ შეწყვიტეს ფუნქციონირება. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მექანოთერაპიის ტრადიციამ კვლავ დაიყწო აღდგენა.
სპეციალური ტრენაჟორი „სიმეტრია“

ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ პაციენტებთან სპეციალურ ტრენაჟორზე, რომელიც წარმოადგენს ცანდერის აპარატების მოდიფიკაციას. ანატომიაზე, ფიზიოლოგიის პროცესებზე და ასევე თანამედროვე მედიცინაში მოწინავე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, ჩვენ შევძელით შეგვექმნა ეფექტური და უსაფრთხო ტრენაჟორი.
მისი გამოყენებით მეცადინეობების დროს, მუშაობენ მხოლოდ განსაზღვრული კუნთები, სახსრებზე ზედმეტი ზეწოლის გარეშე. ეს არის მოწყობილობის ერთერთი უმთავრესი უპირატესობა უსაფრთხო მკურნალობისთვის.
ცენტრის უპირატესობები
ჩვენი მეთოდიკის წყალობით პაციენტები უკვე მესამე მეცადინეობაზე გრძნობენ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ცენტრის ამოცანებს წარმოადგენს არასასიამოვნო შეგრძნებების მიზეზების აღმოფხვრა, კუნთოვანი პოტენციალის გამოყენების შესწავლა, სახსრების მამოძრავებელი ფუნქციების აღდგენა. კურსის გავლის შემდეგ სასიამოვნო ბონუსი გახდება წარმოუდგენელი ძალის, ენერგიის მოზღვავება და საკუთარი სხეულის შეგრძნება.
თერაპია მიმდინარეობს კომფორტულ პირობებში, მეცადინეობების განრიგი დგება პაციენტის სურვილისამებრ. ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღიურად 8.00 დან — 21.00 მდე.
ჩაეწერეთ ონლაინ კონსულტაციაზე და ჩვენ დაგიკავშირდებით, რათა განვიხილოთ თქვენთვის მოსახერხებელი ვიზიტის დრო.